TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 245
Previous part

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   აჰა ესერა დღენი მოვლენან, თქუა უფალმან,/ და განიყოს ტყუჱ შენი შენ შორის,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და შევკრიბნე ყოველნი თესლნი იჱრუსალემსა ზედა ბრძოლად, და იპყრან ქალაქი, და აღიჭრან სახლები და დედანი შეიგინნენ, და განვიდეს ზოგი ქალაქისაჲ ტყუედ, ხოლო ნეშტნი ერისა ჩემისანი არა მოისრნენ ქალაქით.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და გამოვიდეს უფალი, და ეწყოს ვითარცა დღეთა მათ წყობისა მათისათა წარმართთა დღესა მას ბრძოლისა<სა>.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დადგენ ფერჴნი მისნი მას დღესა შინა მთასა მას ზეთის-ხილთასა წინაშე იჱრუსალემსა მზის-აღმოსავალით, და განიჴოს მთაჲ იგი ზეთის-ხილთაჲ, ზოგი მისი მზისა აღმოსავალად და ზღუად, და ნახეთქი დიდი ფრიად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და განაახლოს ზოგი იგი მთისაჲ მის ჩრდილოდ კერძო, და ზოგი მისი სამხრად კერძო, და დაეჴშას ღელე იგი მთათა მათ ჩემთაჲ, და შეიყოს ჴევი მთათაჲ ვიდრე სასაჱლდმდე, და დაეჴშას ვითარცა დაიჴშა პირისაგან ძრვისა დღეთა მათ ოზია მეფისა იუდაჲსთა. და მოვიდეს უფალი ღმერთი ჩემი და ყოველნა წმიდანი მის თანა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა ესრე, არა იყოს ნათელი, და ყინელი და ნეფხვაჲ

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
იყოს ერთსა მას დღესა, და დღჱ იგი საცნაური უფლისაჲ, და არცა დღჱ, და არცა ღამჱ, და მიმწუხრი იყოს ნათელი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მას დღესა შინა გამოვიდეს წყალი ცხოველი იჱრუსალემით; ზოგი მისი ზღუასა მას პირველსა, და ზოგი მისი ზღუასა მას უკუანაჲსკნელსა, ზაფხულის და ზამთრის იყოს ესრე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს უფალი მეუფჱ ყოველსა ქუეყანასა, მას დღესა შინა იყოს უფალი მხოლოჲ ერთ, და სახელი მისი ერთ,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
გარემო ყოველსა ქუეყანასა, და უდაბნოჲ გაბჱთგან ვიდრე რემონდმდე ზურგით კერძო იჱრუსალემსა, ხოლო Page of ms. J: A31r  რამაჲ/ ადგილობანს ეგოს ბჭითგან ბენიამენისით ვიდრე ადგილადმდე <ბჭისა მის პირველისა ბჭედმდე> საკიდურისა, და ვიდრე გოდლადმდე ანამელისა ვიდრე სასაწნეხლემდე მეფისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
დაიმკჳდრონ მას შინა, და შეჩუენება არღარა იყოს მერმე, და დაიმკჳდროს იჱრუსალემმან სასოებით.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ესე იყოს დაცემაჲ; რომელნი განკუეთნეს უფალმან ყოველნი ერნი, რომელნი განწყობილ იყვნეს იჱრუსალემსა, დადნენ ჴორცნი მათნი დგომასა მათსა ფერჴთა ზედა მათთა, და თუალნი მათნი წარმოსცჳვენ ბუდეთაგან მათთა, და ენანი მათნი დადნენ პირსა შინა მათსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა განკჳრვება უფლისა-მიერი დიდი მათ ზედა, და უპყრას კაცად-კაცადმან ჴელი მოყუსისა თჳსისაჲ, და მოხჳოს ჴელი მისი ყელსა მოყუსისა თჳსისასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იუდაჲ განეწყოს იჱრუსალემსა ზედა, და შეკრიბოს ძალი ყოველთა ერთაჲ გარემო, ოქროჲ და ვეცხლი და სამოსელი მრავლად ფრიად.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ესე იყოს დაცემაჲ ცხენთაჲ და ჯორთაჲ და აქლემთაჲ, და ვირებისაჲ და ყოველთა საცხოვართაჲ, რომელნი იყვნენ ბანაკსა მას დაცემისა-ებრ ვე ამისა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ რავდენნი დაშთენ მათ ნათესავთაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნენ იჱრუსალემდ, და ა<ღ>ვიდოდიან წელიწადითი წელიწადად თაყუანის-ცემად მეუფისა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და დღესასწაულობად დღეც სასწაულსა მას კარვობისასა,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყოს უკუეთუ არა აღმოვიდენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა იჱრუსალემდ თაყუანის-ცემად მეუფისა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და ესენი მათვე დაერთნენ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ტომი ეგჳპტისაჲ არა აღმოვიდეს, არცა მოვიდეს, და ამათცა ზედა იყოს დაცემაჲ, რომელნი Page of ms. J: A31v  მოსრნეს უფალმან ყოველნი ნათესავნი, რომელნი არა აღმო/ვიდენ დღესასწაულობად დღესასწაულსა მას კარვობისასა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ესე იყოს ცოდვა ეგჳპტისა, და ცოდვა ყოველთა ნათესავთა, რომელნი არა აღმოვიდენ დღესასწაულობად დღესასწაულსა მას კარვობისასა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, რომელი იყოს ღაწუთა შინა ცხენისათა წმიდა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და იყვნენ ავაზანნი სახლსა შინა უფლისასა ვითარცა ფიალნი წინაშე პირსა საკურთხეველისასა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იყოს ყოველი ავაზანი იჱრუსალემს შინა და იუდასა წმიდა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისა, და მოვიდოდიან ყოველნი შმეწირველნი, და მოიღონ მათგანთა, და შეუდგენ მათ შორის, და არა იყოს ქანანელი მერმე სახლსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა მას დღესა შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.:.:
Page of ms. J:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.