TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 43
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to ntkpl   და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნულსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას.

Verse: 2  Link to ntkpl   
და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა მზისასა

Verse: 3  Link to ntkpl   
და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?

Verse: 4  Link to ntkpl   
და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.

Verse: 5  Link to ntkpl   
და შე-რა-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა და განკრთეს.

Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესოს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯვარცმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი.

Verse: 7  Link to ntkpl   
რამეთუ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა, ეგერა, წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქვენ.

Verse: 8  Link to ntkpl   
და ამათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდვს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არა რაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო აღდგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.

Verse: 10  Link to ntkpl   
იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.

Verse: 11  Link to ntkpl   
და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა.

Verse: 12  Link to ntkpl   
ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რა-ვიდოდეს დაბასა.

Verse: 13  Link to ntkpl   
და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.

Verse: 14  Link to ntkpl   
უკანასკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოება მათი და გულფიცხელობა, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.

Verse: 15  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარება ესე ყოველსა დაბადებულსა.

Verse: 16  Link to ntkpl   
რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხონდეს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.

Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლთ სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,

Verse: 18  Link to ntkpl   
გუელთა შეიპყრობდენ; და ღათუ სასიკუდინე რამე სუან, არა რა ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ და განცოცხლდებოდიან.

Verse: 19  Link to ntkpl   
ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ, ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა,

Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი. ამინ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.