TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 439
Previous part

Chapter: 11  
Verse: 1   Link to septLink to mcat Link to sept   და მე წელსა პირველსა კჳროსისსა დავდეგ ძალად და სიმტკიცედ;

Verse: 2   Link to septLink to mcat Link to sept   
და აწ გითხრა შენ ჭეშმარიტი. აჰა ესერა სამნი და მეფენი აღდგენ სპარსეთს და მეოთხჱ იგი განმდიდრდეს სიმდიდრითა დიდითა უფროჲს ყოველთა, და შემდგომად დაპყრობისა მის სიმდიდრისა აღდგეს ყოველთა ზედა მეფეთა იონთასა. Page of ms. J: B134r 

Verse: 3   Link to septLink to mcat Link to sept   
და აღდგეს სხუაჲ მეფჱ ძლიერი, და უფლებდეს უფლებასა/ მრავალსა და ყოს ნებისაებრ თჳსისა.

Verse: 4   Link to septLink to mcat Link to sept   
და ვითარცა და-ოდენ-ემტკიცოს მეფობაჲ იგი მისი, შეიმუსროს და განიყოს ოთხთა ქართაგან ცისათა, და არა უკუანაჲსკნელსა მას მისსა და არა უფლებისაებრ მისისა <იყოს აღსასრული მისი> რომელსა უფლებდა, რამეთუ აღიფხურეს მეუფებაჲ იგი მისი და სხუანი გარეშე მისა ათნი.

Verse: 5   Link to septLink to mcat Link to sept   
და განძლიერდეს მეფჱ იგი სამხრისაჲ, და ერთი მისთაგანი განძლიერდეს მის ზედა, და უფლებდეს უფლებასა მრავალსა.

Verse: 6   Link to septLink to mcat Link to sept   
და შემდგომად წელთა მათ მისთა შეერთნენ, და შევიდეს ასული მეფისა მის სამხრისაჲ, მოვიდეს მეფისა მის ჩრდილოჲსა ყოფად მის თანა აღთქუმისა, და ვერ დაიპყრას ძალი მკლავისაჲ, და ვერ დადგეს ნათესავი მისი, და მისცეს ქალი იგი <და> რომელთა მოიყვანეს იგი, და ჭაბუკი იგი ქალი და რომელმან განაძლიერა იგი მათ ჟამთა შინა.

Verse: 7   Link to septLink to mcat Link to sept   
აღდგეს ყუავილისაგან ძირისა მისისა განმზადებულისა მისისა, და მოვიდეს ძალად მიმართ და შევიდეს სიმტკიცეთა მათ მეფისა მის ჩრდილოჲსათა, და ყოს მათ შორის და განძლიერდეს.

Verse: 8   Link to septLink to mcat Link to sept   
და ღმერთნიცა მათნი გამოდნობილთა მათთა თანა, და ყოველი ჭურჭერი გულის-სათქუმელი მათი და ოქროჲ და ვეცხლი ტყუენვით წარმოიღონ ეგჳპტედ, და იგი დადგეს უფროჲს მეფისა მის ჩრდილოჲსა.

Verse: 9   Link to septLink to mcat Link to sept   
და იგი შევიდეს სამეუფოსა მას მეფისა სამხრისასა, და მოიქცეს ქუეყანასა თჳსსა.

Verse: 10   Link to septLink to mcat Link to sept   
და ძეთა მისთა შეკრიბონ კრებული ერისა ძლიერთაჲსა მრავლისაჲ, და მოვიდეს მოსლვით, და წარმოჰრღუნიდეს, და წარმოვიდეს, და დაჯდეს ვიდრე ძლიერებადმდე მისა.

Verse: 11   Link to septLink to mcat Link to sept   
და განრისხნეს მეფჱ იგი სამხრისაჲ, და გამოვიდეს, და ჰბრძოდის მეფესა მას ჩრდილოჲსასა, და დაადგინოს ერი მრავალი, და მისცეს ერი იგი ჴელსა მისსა.

Verse: 12   Link to septLink to mcat Link to sept   
და წარმოიყვანოს ერი იგი, და აღმაღლდეს გული მისი დაცემად Page of ms. J: B134v  ბევრეულთა და ვერ უძლოს./

Verse: 13   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოაქციოს მეფემან ჩრდილოჲსამან, და მოიყვანოს ერი მრავალი უფროჲს პირველისა, და დასასრულსა ჟამთასა და წელიწადთასა შევიდეს შესლვით ძალითა დიდითა და საფასითა მრავლითა.

Verse: 14   Link to septLink to mcat Link to sept   
და მათ ჟამთა შინა აღდგენ მრავალნი მეფესა ზედა სამხრისა, და ძენი ბილწნი ნათესავისა შენისანი აღმაღლდენ დამტკიცებად ხილვისა, და მოუძლურდენ.

Verse: 15   Link to septLink to mcat Link to sept   
და შევიდეს მეფჱ იგი ჩრდილოჲსაჲ, და მოადგას პატნეზი, და შეიპყრნეს ქალაქნი ძლიერნი, და მკლავნი მეფისა მის სამხრისანი ვერ დაუდგენ; რჩეულნი მისნი და ძალი არა იყოს დადგომად;

Verse: 16   Link to septLink to mcat Link to sept   
და ყოს შემავალმან მან მისა ნებისაებრ მისისა, და არა ვინ არს დამდგომ წინაშე მის<ს>ა, და დარჩეს ქუეყანასა მას საბირისასა, და აღესრულოს ჴელითა მისითა.

Verse: 17   Link to septLink to mcat Link to sept   
და განმზადოს პირი თჳსი შესლვად ძალითა ყოვლისა სუფევისა თჳსისაჲთა, და სიწრფოებაჲ ყოველი ყოს მის თანა, და ასული დედათაჲ მისცეს მას განჴრწნად იგი, და არა დაადგრეს და არცა მისა იყოს.

Verse: 18   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოიქციოს პირი თჳსი ჭალაკთა მომართ, და შეიპყრნეს ქალაქნი მრავალნი, და დაწუნეს მთავარნი ყუედრებითა მათითა, ხოლო ყუედრებაჲ იგი მისი მას ვე მიექცეს.

Verse: 19   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოიქციოს პირი თჳსი ძალსა ქუეყანისა თჳსისასა, და მოუძ1ურდეს, და დაეცეს.

Verse: 20   Link to septLink to mcat Link to sept   
და დადგეს განმზადებულებასა მისსა ზედა, და წარმოიღებდეს დიდებასა მეფობისასა, და მათ დღეთა შინა შეიმუსროს და არცა პირითა და არცა ბრძოლითა.

Verse: 21   Link to septLink to mcat Link to sept   
დადგეს განმზადებულსა მას ზედა მისსა, შეურაცხ-იქმნა, და არა მოეცეს მის ზედა დიდებაჲ მეფობისაჲ, და მოვიდეს ნაყოფიერებით, და განაძლიეროს მეფობაჲ შეპკოლებითა.

Verse: 22   Link to septLink to mcat Link to sept   
და მკლავნი წარმომრღუეველისანი დაიწუნენ Page of ms. J: B135r  პირისაგან/ მისისა, და შეიმუსრნენ და წინამძღუარმან აღთქუმისამან

Verse: 23   Link to septLink to mcat Link to sept   
ნადთაგანისამან ყოს მისა მიმართ ზაკუვაჲ, და აღმოვიდეს, და განძლიერდეს უფროჲს მის<ს>ა მცირითა ნათესავითა,

Verse: 24   Link to septLink to mcat Link to sept   
სიმდიდრითა და უმრავლჱსითა სოფლებითა მოვიდეს, და ყოს რომელი არა ყვეს მამათა მისთა და მამათა მამათა მისთასა, ავარი და ნატყუენავი, და საფასჱ მათ განუყოს და ეგჳპტედ იზრახოს ზრახვაჲ, და ვიდრე ჟამადმდე.

Verse: 25   Link to septLink to mcat Link to sept   
და აღდგეს ძალი მისი, და გული მისი მეფესა ზედა სამხრისასა ძალითა დიდითა, და მეფემან სამხრისამან ყოს ბრძოლაჲ ძლიერი ფრიად, და ვერ დაუდგეს, რამეთუ იზრახონ მის ზედა ზრახვაჲ.

Verse: 26   Link to septLink to mcat Link to sept   
და შეჭამონ ნაყოფი მისი, და შემუსრონ იგი, და ძალნი წარმოიხუნეს, და დაეცნენ წყლულნი მრავალნი.

Verse: 27   Link to septLink to mcat Link to sept   
და ორთავე მათ მეფეთა გულნი მათნი უკეთურებად, და ერთსა ტაბლასა ზედა ნაცილსა იტყოდიან, და არა წარემართოს, რამეთუ არს და დასასრულადმდე ჟამი.

Verse: 28   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოიქცეს ქუეყანად თჳსა საფასითა მრავლითა, და გული მისი აღთქუმისა მიმართ წმიდისა, და ყოს, და მოიქცეს ქუეყანად თჳსა.

Verse: 29   Link to septLink to mcat Link to sept   
ჟამსა მის<ს>ა მოიქცეს, და მოვიდეს სამხრად, და არა იყოს იგი პირველ უკუანაჲსკნელი მისი.

Verse: 30   Link to septLink to mcat Link to sept   
და შევიდენ წელიწადსა გამომავალნი იგი კიტიელნი, და დამდაბლდეს, და მოაქციოს, და განრისხნეს შჯულისა მიმართ წმიდისა, და ყოს, და მოიქცეს, და გულის-ჴმა-ყოს მათ ზედა, რომელთა დაუტევეს შჯული წმიდაჲ.

Verse: 31   Link to septLink to mcat Link to sept   
და ნათესავნი მისგანნი აღდგენ, და შეაგინონ სიწმიდე იგი ძლიერებისაჲ, და გარდაადგინონ მსახურებაჲ იგი მსხუერპლთაჲ, და მოსცენ საძაგელებაჲ იგი განრყუნილი.

Verse: 32   Link to septLink to mcat Link to sept   
და რომელნი უშჯულო იქმნ<ნ>ენ, შჯულსა მოაწიონ Page of ms. J: B135v  შეპკოლებაჲ; და იტყოდიან ამაოსა, და ერმან რომელმან იცოდის ღმერთი/ მათი ჰმძლავრობდენ მათ და ყონ.

Verse: 33   Link to septLink to mcat Link to sept   
და გულის-ჴმის-მყოფელთა ერისა შენისათა გულის-ჴმა-ყონ ყოვლად, და მოუძლურდენ მახჳლითა, და ალითა ცეცხლისაჲთა და ტყუეობითა და მიტაცებითა დღეთაჲთა.

Verse: 34   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოუძლურებასა მას მათსა შეწევნა<ჲ> ეცეს მათ, შეწევნაჲ მცირედი, და შეერთნენ მათ მრავალნი ზაკუვით.

Verse: 35   Link to septLink to mcat Link to sept   
და გულის-ჴმის-მყოფელთაგანნი მოუძლურდენ გამოჴურვებად მათა და მოლოდებად და გამოცხადებად ვიდრე ჟამადმდე დასასრულად, რამეთუ ჟამადმდე იყოს.

Verse: 36   Link to septLink to mcat Link to sept   
და ყოს ნებისა-ებრ თჳსისა მეფემან მან, და ა<ღ>მაღლდეს და განდიდნეს ყოველღა ზედა ღმერთთა, და იტყოდეს გარდარეულსა, და წარემართოს ვიდრე აღსრულებადმდე რისხვისა, რამეთუ აღსასრულსა იყოს.

Verse: 37   Link to septLink to mcat Link to sept   
და ყოველთა ზედა ღმერთთა მამათა მისთა არა გულის-ჴმა-ყოს, და გულის-თქუმაჲ დედათაჲ; და ყოველთა ზედა ღმერთთა არა გულის-ჴმა-ყოს, რამეთუ ყოველთა ზედა განდიდნეს.

Verse: 38   Link to septLink to mcat Link to sept   
და ღმერთი მაუზ<ე>ნი ადგილსა თჳსსა ადიდოს, და ღმერთი რომელი არა იცოდეს მამათა მისთა, ვეცხლითა და ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და გულის-სათქუმელითა.

Verse: 39   Link to septLink to mcat Link to sept   
და ყოს მოძნელებულთა შესავედრებელად რომელნი ივლტოდიან ღმრთისა უცხოჲსა, და განიმრავლოს დიდებაჲ; და დაიმორჩილნეს მან მრავალნი, და ქუეყანაჲ განყოს ნიჭითა.

Verse: 40   Link to septLink to mcat Link to sept   
და ჟამსა დასასრულისასა ერქინოს მეფისა მის თანა სამხრისა, და შეკრბეს მის ზედა მეფჱ ჩრდილოჲსაჲ ეტლებითა და მჴედრებითა <და ნავებითა> მრავლითა.

Verse: 41   Link to septLink to mcat Link to sept   
და შევიდეს ქუეყანად, და შემუსროს იგი, და თანაწარვლოს ქუეყანაჲ იგი საბირისაჲ, და მრავალნი მოუძლურდენ, და ესენი განერნენ ჴელსა მისსა, ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამონისთანი.

Verse: 42   Link to septLink to mcat Link to sept   
და განირთხას ჴელი თჳსი ქუეყანასა ზედა, და ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ვერ იყოს საცხორებელად.

Verse: 43   Link to septLink to mcat Link to sept   
და Page of ms. J: B136r  უფლებდეს დაფარულთა ზედა ოქროჲსათა და ვეცხ/ლისათა და ყოველთა ზედა გულის-სათქუმელთა ეგჳჴტისათა და ლჳბიელთასა და ეთიოპელთასა და მოზ<ღ>უდვილთა მათთა.

Verse: 44   Link to septLink to mcat Link to sept   
და ჰამბავნი და წრაფანი შეაძრწუნებდენ მას მზის-აღმოსავალით და ჩრდილოჲთ, <და> მოვიდეს გულის-წყრომითა მრავლითა განრყუნად მრავალთა.

Verse: 45   Link to septLink to mcat Link to sept   
და აღიდგას კარავი თჳსი ზედა აბანოთა შორის ორთა ზღუათა მთასა წმიდასა საბირს, და მოვიდეს ვიდრე ზოგადმდე მისა, და არა ვინ იყოს მჴსნელ მისა სხუაჲ.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.