TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 11
Previous part

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, ღმერთმან გამოცადა აბრაჰამი და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან ჰრქუა მას: აქა ვარ, უფალო.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას: მოიყვანე ძჱ შენი საყუარელი, რომელი შეიყუარე, ისაკი, და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ მსხუერპლად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა გრქუა შენ.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და აღდგა აბრაჰამ განთიად და დაასხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკი, ძჱ თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, აღდგა და წარვიდა, და მოვიდა მას ადგილსა, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან.

Verse: 3_(4)   Link to mcatLink to sept   
მესამესა დღესა.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და აღიხილნა თუალნი აბრაჰამ და იხილა ადგილი იგი შორით.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულსა თანა და მე და ყრმაჲ ესე წარ/ვიდეთ Page of ms. O: 13v  ვიდრე იქიმდე და თაყუანის-ვსცეთ და მოვაქციოთ თქუენდავე.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
წარიღო შეშაჲ იგი მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. მოიღო ცეცხლიცა და დანაკი და წარვიდეს ორნივე ზოგად.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან თქუა: რაჲ არს, შვილო? და მან ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა აბრაჰამ: უფალმან იხილოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლისაჲ, შვილო. წარვიდეს ორნივე ზოგად.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
და მიიწინეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და უშჱნა მუნ აბრაჰამ საკურთხეველი უფალსა და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძჱ თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა მას.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
და განყო ჴელი მოღებად მახჳლისა და დაკლვად ძისა თჳსისა.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
უწოდა მას ანგელოზი უფლისაჲ ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ, აბრაჰამ. და მან ჰრქუა: აჰა, აქა ვარ.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა: ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმასა მაგას ზედა, ნუცა უყოფ რას ნურარას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდებ ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა-ესერა ვერძი ერთი დამოეკიდა რქითა ნერგსა საბეკსა. და მირბიოდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად ისაკის წილ, ძი\\სა Page of ms. O: 14r  თჳსისა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას უფალმან იხილა, რამეთუ ჰრქჳან დღეს მთასა მას უფალი გამოჩნდა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და უწოდა ანგელოზი უფლისაჲ მეორედ აბრაჰამს.
Verse: 15_(16)   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას:

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
თავსა ჩემსა ვფუცავ, თქუა უფალმან, ვინაჲთგან ჰყავ ესე სიტყუაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ: და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთა შენთაჲ;

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
მოიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს ჯურღმულად ფიცისა ერთბამად და დაეშჱნა აბრაჰამ ჯურღმულსა ზედა ფიცისასა.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
იყო შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამს და ჰრქუეს: აჰა-ესერა უშვა მელქა მანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა:

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
ოქს პირმშოჲ და ბაექს, ძმაჲ მისი, და კამოელ, მამაჲ ასურთაჲ,

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და ქაზათ და აზავ და ბალდაე და იელდაბ და ბათუელ.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
და ბათუელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რემა, შვა მანცა ტაა და ტაბეკ და ტოქოზ და მოქა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.