TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 268
Previous part

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ხილვაჲ ეგჳპტისაჲ. აჰა უფალი საბაოთ ზედა ზის ღრუბელთა სულ-/მცირეთა, Page of ms. J: A51r  და / მოვალს ეგჳპტედ: და შეიძრნენ ჴელით-ქმნულნი ეგჳპტისანი პირისა მისისა გან: და გულნი მათნი მოუძლურდენ მათ შორის.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და აღდგენ ეგჳპტელნი ეგჳპტელთა ზედა, და ჰბრძოდის კაცი ძმასა თჳსსა, და კაცი მოყუასსა თჳსსა. ქალაქი ქალაქსა ზედა, და შჯული შჯულსა ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შეძრწუნდეს სული ეგჳპტელთა მათ შორის. ზრახვანი მათნი განვაქარვნე, და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა, და ძეგლებსა მათსა, და ქუეყანით-მჴმობელთა, და მუცლით-მეზღაპრეთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მივსცე ეგჳპტე ჴელთა კაცთა, უფალთა ფიცხელთასა, და მეფენი ფიცხელნი უფლებდენ მათ ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს მფლობელი უფალი საბაოთ .

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და სუმიდენ ეგჳპტელნი წყალსა ზღჳს-კიდისასა, ხოლო მდინარესა მას მოაკლდეს და განჴმეს. და მოაკლდენ მდინარენი, და რტონი მდინარისანი, და განჴმენ შესაკრებელნი წყალთანი, და ყოველი რწყურნები ლერწმოანთაჲ, და ჭილისაჲ,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მდინარის კიდისაჲ მდელოჲ, ყოველი გარემო მდინარისაჲ, და ყოველი სათესავი მდინარისაჲ მისგან განჴმეს ხორშაკითა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და სულთ-ითქუმიდენ მესათხევლენი. და სულთ-ითქუმიდენ ყოველნი მესამჭედურენი მის მდინარისანი, და რომელნი სდებდეს ბადესა, და მესათხევლენი იგლოვდენ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და სირცხჳლმან შეიპყრნეს მოქმედნი სელისა მის პებით-სთულისანი, და რომელნი იქმოდეს ბისონსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ მოქმედნი იგი მათნი სალმობასა შინა, და ყოველნი მოქმედნი ხმელისანი დაწუ<ხ>ნენ, და გული მათი ელმოდის.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განცოფნენ მთავარნი ტანეოსისანი, ბრძენნი იგი თანა-მზრახვალნი მეფისანი, და იყოს ზრახვაჲ იგი მათი სულელ. ვითარ იგი ჰრქჳთ მეფესა: Page of ms. J: A51v  ძენი გონიერნი ვართ ჩუენ, ძენი მეფეთანი დასაბამითგან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
სადა/ არიან აწ ბრძენნი იგი შენნი, და გითხრედ შენ და გაუწყედ შენ, რაჲ უზრახავს უფალსა საბაოთსა ეგჳპტესა ზედა,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მოაკლდეს მთავარნი ტანეოსისანი, და აღმაღლდეს მთავარნი მე<მ>ფისანი, და აცთუნებდენ ეგჳპტესა ტოჰმად,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფალმან შეურია მათ სული მაცთურებისაჲ, და შეაცთუნა ეგჳპტე ყოველთა შინა საქმეთა მათთა, ვითარცა იგი შესცთის მთრვალი <და> რომელი სთხევნ ერთბამად.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და არა იყოს ეგჳპტელთა საქმჱ, რომელმან ქმნეს თავი და ბოლოჲ, დასაბამი და დასასრული.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა იყვნენ ეგჳპტელნი ვითარცა დედანი შიშსა შინა და ძ<რ>წოლასა, პირისაგან შიშისა უფლისა საბაოთისა, რომელი მოაწიოს მათ ზედა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყოს სოფელი იგი ჰურიასტანისაჲ საშინელ ეგჳპტელთა: ყოველმან რომელმან სახელ-სდვას მას მათ შორის შეეშინეს, ზრახვისა მისთჳს რომელი უზრახავს მას ზედა უფალსა საბაოთს ყოვლისა-მპყრობელსა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა იყვნენ ხუთნი ქალაქნი ეგჳპტეს, რომელნი იტყოდიან ენასა ქანანელთასა, და ფუცვიდენ სახელსა უფლისა საბაოთისსა. ქალაქი ასედეკ ეწოდოს ქალაქსა ერთსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა ეგჳპტისასა, და ძეგლი საზღვართა მისთა თანა უფლისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყოს სასწაულ საუკუნო უფლისა საბაოთისა სოფელსა ეგჳპტისასა. რამეთუ ღაღადებდენ უფლისა მიმართ, მაჭირვებელთა მათთათჳს, და მოუვლინოს მათ უფალმან კაცი რომელმან აცხოვნნეს იგინი, საშჯელით აცხოვნნეს იგინი,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და საცნაურ იყოს უფალი ეგჳპტელთა, და იცნან ეგჳპტელთა უფალი მას დღესა შინა, და შეწირონ მსხუერპლი და შესაწირავი. და აღუთქუან აღთქუმაჲ Page of ms. J: A52r  უფალსა, და/ მისცენ მას.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და გუემნეს უფალმან მეგჳპტელნი წყლულებითა, და განკურნნეს იგინი კურნებით, და მოიქცენ იგინი უფლისა, და ისმინოს მათი. და განკურნნეს იგინი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა იყოს გზაჲ ეგჳპტით ასურასტანელთა, <. . .> და ჰმონებდენ მეგჳპტელნი ასურასტანელთა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა იყოს მესამე ისრაჱლისაჲ ასურასტანელთა შორის და ეგჳპტელთა კურთხეულ ქუეყანასა მას.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
რომელი აკურთხა უფალმან საბაოთ, და თქუა: კურთხეულ არს ერი ჩემი, რომელი არს ეგჳპტეს და ასურასტანს, და სამკჳდრებელი ჩემი ისრაჱლი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.