TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 276
Previous part

Chapter: 27  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მას დღესა შინა მოავლინოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ, და/ დიდი, და ძლიერი, ვეშაპსა მას ზედა გუელსა დრკუსა, და მოკლას ვეშაპი იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულის-სათქუმელი მთავროგად მას ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მე ქალაქო ძლიერო, ქალაქო გარემოცეულო, ამაოებაჲ ასუა მას: შეიპყრას იგი ღამჱ, ხოლო დღისი დაეცეს იგი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ზღუდე არა არს, რომელსაცა დაემტკიცა მას შინა. ვინ დამადგინოს ცვად წუელისა ველსა ზედა, ბრძოლისა ამისთჳს შეურაცხ-ვყავ იგი, აწ უკუე ამისთჳს ყო უფალმან ყოველი რომელიცა ბრძანა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
დამწუვარნი ღაღადებდენ დამკჳდრებულნი მას ზედა. ვყოთ მშჳდობაჲ მის თანა, მშჳდობაჲ ვყოთ,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მომავალთა მაგათ შვილთა იაკობისთა: აღმოცენდეს, და ყუაოდის ისრაჱლი, და აღივსოს სოფელი ნაყოფითა მისითა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუე ვითარ მან წყლა, ეგრეცა იგი იწყლას. ანუ ვითარ იგი მან მოკლა, ეგრეცა იგი მოიკლას.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ბრძოლითა და ყუედრებითა გამოავლინნეს იგინი. ანუ არა შენ ხარ, რომლით იწურთიდ სულითა შენითა ფიცხლითა მოკლვად მათა, სულითა გულის-წყრომისაჲთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მოეღოს უშჯულოებაჲ იაკობსა, და ესე არს კურთხევაჲ მისი, რაჟამს მოუსპო მას ცოდვაჲ თჳსი, რაჟამს დასხნენ ყოველნი ლოდნი ბომონთანი, დაგლილნი ვითარცა მტუერნი, წულილნი, და არა დაადგრენ კერპნი მათნი. და ხენი მათნი მოკაფულნი ვითარცა მაღნარი შორიელი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და დამკჳდრებული სამწყსოჲ განტევებულ იყოს, ვითარცა სამწყსოჲ დატევებული, და იყოს მრავალ ჟამ საძოვრად, და მუნ განისუენებდენ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და შემდგომად ჟამისა არა იყოს მდელოჲ მას ზედა სიჴმელისაგან. Page of ms. J: A58r  დედანი/ ეგე მომავალნი ხილვით, მოვედით, რამეთუ არა არს ერი ეგე რომელსა აქუნ გულის-ჴმის-ყოფაჲ: ამისთჳს არა შეიწყალნეს იგინი შემოქმედმან მათმან, არცა დამბადებელმან <მათ>მან შეიწყალნეს იგინი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა დაჰჴშას უფალმან ჴევითგან მდინარისაჲთ ვიდრე ჰრინოკორურედმდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი თითოეული.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა დაჰბერონ საყჳრსა მას დიდსა, და მოვიდენ წარწყმედულნი იგი ეგჳპტეს, და რომელნი წარწყმედულ იყვნეს სოფელსა ასურასტანისასა, და თაყუანის-სცემდენ უფალსა მთასა წმიდასა მისსა იჱრუსალემს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.