TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 277
Previous part

Chapter: 28  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვაჲ გჳრგჳნსა მას, გინებისა, ნადთა მათ ეფრემისთა, ყუავილსა დაყრილსა დიდებისასა, თხემსა მის მთისა ზრქელისასა, რომელთა გთრავს თჳნიერად ღჳნისა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ძლიერ და ფიცხელ უფლისა მიერ გულის-წყრომაჲ უფლისაჲ. და რისხვაჲ მისი, ვითარცა სეტყუაჲ გარდამომავალი, სადა არა არნ საფარველი, სასტიკად გარდამომავალი, ვითარცა [!] წყლისა მრავლისაჲ, რომელი წარჰრღუნინ სოფელსა. ქუეყანამან ყოს განსუენებაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ჴელითა და ფერჴითა დაითრგუნოს გჳრგჳნი იგი გინებისაჲ, ნადნი იგი ეფრემისნი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყოს ყუავილი დაცჳვნებულ სასოებისა მის დიდებისა მისისაჲ მწუერვალსა ზედა მთისა მაღლისასა, ვითარცა მსთუაჲ ლეღჳ, რომელმან იხილოს იგი ვიდრე მოღებადმდე ჴელთა, უნდეს შთანთქმაჲ მისი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა იყოს უფალი საბაოთ: გჳრგჳნი იგი სასოებისაჲ, რომელი შეითხზა დიდებისაჲ, ნეშტისათჳს ერისა მისისა. Page of ms. J: A58v 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დაშთენ სულითა საშჯელისაჲთა/ საშჯელად ძლიერად დაბრკოლებად მოკლვისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესენი ღჳნითა შეცთომილ არიან, შეცთეს თაფლუჭითა. მღდელი და წინაწარმეტყუელი განკრთეს თაფლუჭისათჳს. დაინთქეს ღჳნისათჳს. შეიძრნეს მთრვალობითა თაფლუჭისაჲთა: შესცთეს. ესე იგი არს ჰამბავი, ამისთჳს წყევაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
შეჭამდეს ზრახვასა ამას, რამეთუ ზრახვაჲ ესე ანგაჰრებისათჳს არს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ვის მიუთხრათ ესე ძჳრი, და ვის მიუთხრათ თხრობაჲ, განყენებულნო სძისაგან, გამოტაცებულნო ძუძუთაგან,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ჭირი ჭირსა ზედა. მოელოდე მცირედ რე, სასოებაჲ სასოებასა ზედა მცირედ რე.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
განქარვებითა ბაგეთაჲთა, ენითა სხჳთა ეტყოდიან ერსა მას,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუან მათ: ესე განსუენებაჲ მშიერსა, და ესე ბრძანებაჲ: და არა ინებეს სმენად.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყოს მათა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ: ჭირი ჭირსა ზედა და სასოებაჲ სასოებასა ზედა. მცირედ ღა, მცირედ, რაჲთა წარვიდენ, და დაეცნენ მართლ-უკუნ. და შეიმუსრნენ, და ჭირვეულ იყვნენ, და შეიპყრნენ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, კაცთა მაგათ ჭირვეულთა, და მთავართა ამის ერისათა რომელნი ხართ იჱრუსალემს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სთქუთ ვითარმედ ვყავთ აღთქუმაჲ ჯოჯოხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ნაძლევი. ნიავქარი მოღებული, უკუეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, და ვდევით ტყუვილით სასოებაჲ ჩუენი და ტყუვილითა დავეფარნეთ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ღმერთი. აჰა ესერა დავსდებ საფუძველთა სიონისათა ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა საკიდურსა, პატიოსანსა საფუძველსა საფუძველთა მისთა: და რომელსა ჰრწმენეს იგი არა სადა ჰრცხუენეს. Page of ms. J: A59r 

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და და<ვ>დვა საშჯელი სასოებად, ხოლო მოწყალებაჲ ჩემი სასწ/ორით, და რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, <რამეთუ> არა თანა-წარმჴდეს ჩუენ ნიავქარი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუ<ე> მიგჳღოსცა ჩუენ აღთქუმაჲ იგი სიკუდილისაჲ, და სასოებაჲ ჩუენი არა ჯოჯოხეთსა თანა დაადგრეს, ნიავქარი მომავალი უკუეთუ წარვიდეს, რამეთუ იყვენით თქუენ მისა დასათრგუნველ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რაჟამს წარვიდეს, წარგიხუნეს თქუენ, განთიად წარვიდეს დღისი, და ღამჱ იყოს სასოებაჲ ბოროტი. ისწავეთ სმენაჲ,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
შეიწრებულნო: ვერ ძალ-გჳც ლალვად: ჩუენ უძლურ ვართ შეკრებად ჩუენდა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მთაჲ უღმრთოთაჲ, აღდგეს უფალი ჴევსა მას გაბაონისასა, გულის-წყრომით ყოს საქმჱ თჳსი, სიმწარისა საქმჱ. ხოლო გულის-წყრომაჲ იგი იჴუმევდეს უცხოდ და სიმწარჱ მისი უცხო იყოს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და თქუენ ნუ იხარებთ, ნუცა განძლიერდებიედ საკრველნი თქუენნი, რამეთუ აღსრულებულნი და შემოკლებულნი საქმენი მესმეს უფლისა მიერ საბაოთისა, რომელი ყოს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ყურად-იღეთ და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ. ერჩდით და ისმინენ<ი>თ სიტყუანი ჩემნი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუჱ დღჱ ყოველ ჴნვნ კაცი საჴნავსა თჳსსა თესვად, ანუ არა პირველად მოჰმზადის წინაჲსწარ, და მოქმნის ქუეყანაჲ თჳსი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ოდეს მოაწრფელის პირი მისი, მაშინ მცირედ სთესის გულის-სარეველი <და> ძირაკი, და მერმე სთესი<ს> იფქლი და ქრთილი, ფეტჳ და ასლი, საზღვართა შენთა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და გა<ნ>ისწავლო სამართალითა ღმრთისაჲთა, და იხარებდე,

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა სიფიცხლით გამოწმიდნებინ გულის-სარეველი, არცა ურემ-კევრი გარე-მოუვლის ძირაკსა, არამედ კუერთხითა გამოიყარების გულის-სარეველი, Page of ms. J: A59v  ხოლო ძირაკი არგ/ნითა,

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და პურსა თანა იჭამოს, რამეთუ არა უკუნისამდე განგირისხნას თქუენ, არცა ჴმამან სიმწარისა ჩემისამან დაგთრგუნნეს თქუენ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ესე უფლისაგან საბაოთისა განვიდა ნიშები. ზრახეთ და აღამაღლეთ ამაოჲ ნუგეშინის-ცემაჲ. :

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.