TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 252
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   აჰა ესერა მფლობელი უფალი საბაოთ მოსპოლავს ჰურიასტანით და იჱრუსალემით ძლიერსა მამაკაცსა და შემძლესა დედაკაცსა ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
გმირსა და ძლიერსა და კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა და წინაწარმეტყუელსა და განმაწესებელსა და მოხუცებულსა

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ერგასის-თავსა და საკჳრველსა მზრახვალსა და ბრძენსა და ხუროთ-მოძღუარსა და გულის-ჴმის-მყოფელსა მსმენელსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დავადგინნე ყრმანი მათ ზედა მთავრად, და მემღერნი უფლებდენ მათ ზედა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დაეცეს ერი კაცი კაცსა ზედა და კაცი მოყუასსა თჳსსა ზედა. ეკუეთოს ყრმაჲ მოხუცებულსა და უპატიოჲ პატიოსანსა, Page of ms. J: A37v 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შეიპყრას კაცმან/ ძმაჲ თჳსი ანუ სახლეული მამისა თჳსისაჲ და ჰრქუას, სამოსელი გაქუს: წინამძღურად ჩუენდა იყავ, და საზრდელი ჩუენი შენ ქუეშჱ იყოს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მიუგოს მან მას დღესა შინა და ჰრქუას, არა ვიყო მე წინამძღუარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღუარ ერისა ამის.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დაეტეოს იჱრუსალემი და ჰურიასტანი დაეცეს და ენანი მათნი ურჩულოებით უფლისა მიმართ ურჩ არიან, რომლისათჳს აწ დამდაბლდა დიდებაჲ მათი,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და სირცხჳლი პირისა მათისაჲ წინა-აღუდგა მათ, და ცოდვაჲ მათი ვითარცა სოდომელთაჲ მიუთხრეს და გამოაჩინეს. ვაჲ სულისა მათისა რამეთუ ზრახეს ზრახვაჲ ბოროტი თავისა თჳსისაჲ,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და თქუეს: შევკრათ მართალი იგი რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს, აწ უკუჱ ნაყოფსა საქმეთა მათთასა ჭამდენ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ვაჲ უშჯულოსა მას, ბოროტი შეემთხჳოს მას საქმითა ჴელთა მისთაჲთა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ერო ჩემო ხარკის-მომჴდელნი თქუენნი მოგკუფხლვენ თქუენ, და რომელნი იგი მოგჴდიან თქუენ იგინივე უფლებენ თქუენ ზედა, ერო ჩემო რომელნი განატრიან თქუენ იგინი გაცთუნებენ თქუენ და კუალსა ფერჴთა თქუენთასა შეგირყევენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აწ დადგეს საშჯელად უფალი და წარმოიდგინოს საშჯელად ერი თჳსი,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და თავადი უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა მისთა, თქუენ რაჲსათჳს მოსწუთ ვენაჴი ჩემი, და ნატაცები გლახაკისაჲ სახლსა შინა თქუენსა იპოვა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
თქუენ რაჲსათჳს ავნებთ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკსა არცხუენდით.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს იტყჳს უფალი, რამეთუ ამაღლდეს ასულნი სიონისანი, და Page of ms. J: A38r  ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თუალთაჲთა,/ და სლვითა ფერჴთაჲთა ითრევდეს ერთბამად სამოსელსა, და ფერჴითა ერთბამად იმღერდეს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და დაამდაბლნეს ღმერთმან მთავარნი ასულნი სიონისანი, და უფალმან გამოაცხადოს ხატი მათი

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა, და მოუღოს ღმერთმან დიდებაჲ სამოსლისა მათისაჲ, და სამკაული მათი და განსათხზველნი მათნი და საკუხები და ფარღულები:

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და საცხინველები და სამკაული პირისა მათისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და დასაკრებელი სამკაულისაჲ დიდებისა მათისაჲ. და სამკლავები და სავლტეები და განთხზულები კოწლები, და ბეჭდები და მელევანდები მათი და საყურები.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ძოწეულები და ზარაურთები, და წარჩინებული ლაკონიაჲსაჲ:

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ქუაჲ,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ბისონისაჲ და იაკინთჱსაჲ და მეწამულისაჲ, და ზელეზი ოქროსა თანა და იაკინთესა თანა შექსოილი და ბიალონები იქცევისი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და იყოს საყნოსელისა წილ სულნელისა მტუერი, და ზოსტერისა წილ საბელი შეირტყა, და სამკაულისა წილ თავისა სიმტიერე მოგიჴდეს საქმეთა შენთა-ებრ, და სამოსლისა წილ შოვა-ძოწეულისა მოირტყა ძაძაჲ. ესე იყოს შენდა მომკაულებისა შენისათჳს.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ძჱ იგი შენი უკეთესი რომელი შენ გიყუარდეს, მახჳლითა დაეცეს და ძლიერნი თქუენნი მახჳლითა მოსწყდენ და დამდაბლდენ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და იგლოვდენ მოთხენი სამკაუ<ლ>თა თქუენთანი,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.