TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 279
Previous part

Chapter: 30  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვაჲ შვილთა განდგომილთა, იტყჳს უფალი, ჰყავთ ზრახვაჲ არა ჩემ მიერ, და აღთქუმაჲ არა სულითა ჩემითა, შეძინებაჲ ცოდვაჲ ცოდვასა ზედა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რომელნი მიხუალთ შთასლვად ეგჳპტედ, და მე არა მკითხეს, შეწევნად ფარაოჲს მიერ, და დაფარვად ეგჳპტელთაგან,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იყოს თქუენდა დაფარვაჲ იგი ფარაოჲსი სირცხჳლად, და რომელნი ესვენ ეგჳპტელთა ყუედრებად.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არიან ტანის შინა წინამძღუარნი მოციქულნი ბოროტნი,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ცუდად დაშურენ ერისა მის მიმართ, რომელ არაჲ არგოს მათ შეწევნაჲ, არამედ სირცხჳლი და ყუედრებაჲ. Page of ms. J: A61r 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ხილვაჲ ოთხფერჴთაჲ, რომელნი არიან უდაბნოს./ ჭირსა მას შინა, და იწროებასა, ლომი და ლეკჳ ლომისაჲ მიერ, და ასპიტნი და ნაშობნი ასპიტთა მფრინველთანი, რომელთა მოაქუნდა ვირებითა და აქლემებითა სიმდიდრჱ მათი ნათესავთა მიმართ, რომელთა არაჲ არგონ მათ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ეგჳპტელთა ამაოდ და ცუდად რომელთა არაჲ გარგონ თქუენ. უთხრათ მათ, რამეთუ ამაო არს ნუგეშინის-ცემაჲ ესე თქუენი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
აწ უკუჱ დაჯედ და დაწერე ფიცარსა და წიგნსა, რამეთუ იყოს ესე დღედმდე და ჟამსა ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ერი ურჩი არს, და ნაშობნი ტყუვილისანი, რომელთა არა ჰნებავს სმენად შჯული უფლისაჲ:

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რომელნი ეტყჳან წინაწარმეტყუელთა ვითარმედ ნუ მითხრობთ ჩუენ, <და> რომელნი ჩუენებასა იხილვენ, ნუ მეტყჳთ ჩუენ მართლ, არამედ მეტყოდეთ ჩუენ წრფელად, და მითხართ ჩუენ <. . .>.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მომაქციენით ჩუენ გზისა ამისგან, და მიმიხუენით ჩუენგან ალაგნი ესე, და მომისპეთ ჩუენგან სიტყუაჲ იგი წმიდისა ისრაჱლისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ, რამეთუ ურჩ ექმნენით სიტყუათა ამათ, და ესევდით ტყუვილსა. და რამეთუ სდრტჳნევდით, და გული შეგეპყრა სიტყუასა ამას.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს იყოს თქუენდა ცოდვაჲ ესე, ვითარცა ზღუდჱ დაცემული მეყსეულად ქალაქისა ძლიერისა მოცვულისაჲ, რომლისაჲ მეყსეულად მოიწიოს დაცემაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და დაცემაჲ მისი იყოს ვითარცა შემუსრვაჲ ჭურჭლისა კეცისაჲ დაწულილებული, რომლისაჲ არა იპოვის მას შინა კეცი, რომლითამცა ცეცხლი აღიღე, და რომლითამცა მოსწრიდე წყალი მცირედ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ: რაჟამს მოიქცე და სულთ-ითქუნა, მაშინ Page of ms. J: A61v  ჰსცხონდე, და ჰსცნა სადა იყავ, ოდეს იგი მოსავ იყავ ამაოთა/ მათ, ცუდად იქმნა ძლიერებაჲ ეგე თქუენი, და არა ინებეთ სმენად.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
არამედ სთქუთ: ცხენებითა ვივლტოდით, <ამისთჳსცა ივლტოდით>, და მერმე სთქუთ, მალეთა საჴედართა ზედა აღვსხდეთ, ამისთჳს მალე იყვნენ მდევარნი თქუენნი,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ივლტოდიან ათასნი ჴმისაგან ერთისა, და ჴმისაგან ხუთისა ივლტოდიან მრავალნი, ვიდრემდე დაშთენ, ვითარცა ქსელი მთასა ზედა, და ვითარცა სამსტოვროჲ, რომელი დგან ბორცუსა ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მერმე კუალად გგებდესვე და ღმერთი წყალობად თქუენდა. და ამისთჳს აღმაღლდეს შეწყალებად თქუენდა, რამეთუ მსაჯულ თქუენდა უფალი ღმერთი ჩუენი. ნეტარ არიან ყოველნი რომელთა დაუთმონ მას,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ერმან წმიდამან სიონს შინა დაიმკჳდროს, და იჱრუსალემი ტირილით ტიროდა. შემიწყალე მე წყალობით, შეგიწყალოს შენ ჴმისა-ებრ ღაღადებისა შენისა, რაჟამს გიხილა, შეისმინა შენი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მოგცეს თქუენ უფალმან პური ჭირისაჲ და წყალი იწროებისაჲ, და არღარა მოგეხნენ შენ მაცთუნებელნი შენნი, რამეთუ თუალნი შენნი ხედვიდენ მაცთუნებელთა მათ შენთა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ყურთა შენთა ესმოდიან სიტყუანი მართლ-უკუნ მაცთუნებელთა შენთანი, რომელნი იტყჳან, ესე არს გზაჲ, და ვიდოდით მას შინა გინა მარჯუნ, გინა მარცხნ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და შეაგინენ კერპნი ვეცხლით მოსილნი და ოქროჲთ მოსილნი, და დაამწულილნე იგინი, ვითარცა წყალი დედაკაცისა გამოჯდომილისაჲ, და ვითარცა სკორჱ განსთხინე იგინი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
მაშინ იყოს წჳმაჲ თესლსა ქუეყანისა შენისასა, და პური ნაყოფისა ქუეყანისა შენისაჲ, იყოს მაძღრივ და პოხილ, და ძოვდეს საცხოვარი შენი მას დღესა შინა ადგილსა პოხილსა და ფართოსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ზუარაკნი თქუენნი <და> ზროხანი, რომელნი იქმოდიან ქუეყანასა, ჭამდენ ბზესა Page of ms. J: A62r  აღრეულსა ქრთილითა/ გამონქრეულითა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და იყოს ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ბორცუსა განსაცხრომელსა, წყალი გამომდინარე მას დღესა შინა, რომელსა წარწყმდენ მრავალნი, და რაჟამს დაეცნენ გოდოლნი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და იყოს ნათელი იგი მთოვარისაჲ, ვითარცა ნათელი მზისაჲ, და ნათელი იგი მზისაჲ შჳდ წილ დღესა მას, რაჟამს განკურნოს უფალმან შემუსრვილებაჲ იგი ერისა თჳსისაჲ, და სალმობასა მას წყლულებისა მისისასა ულხინოს.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა სახელი უფლისაჲ მოვალს მრავალით ჟამით, აღგზებული გულის-წყრომაჲ მისი: დიდებით სიტყუაჲ ბაგეთა მისთაჲ, სიტყუაჲ რისხვითა სავსე. და რისხვაჲ გულის-წყრომისა მისისაჲ ვითარცა ცეცხლი შეშჭამდეს.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და სული მისი ვითარცა წყალი ჴევსა წარმოჰრღუნიდეს, მოიწიოს ვიდრე ქედადმდე, და განიყოს შეძრწუნებად წარმართთა მაცთუნებელად ამაოდ. და სდევნიდეს მათ საცთური, და წარმოიხუნეს იგინი წინაშე მათსა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუჱ მარადის ჯერ არსა თქუენდა სიხარული, და შესლვად სიწმიდესა ჩემსა ოდესვე, ვითარცა რომელნი დღესასწაულობედ, და ვითარცა მოხარულნი შესლვად ნესტჳთა მთასა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და სასმენელ ყოს უფალმან დიდებაჲ იგი ჴმისა თჳსისაჲ, და გულის-წყრომაჲ მკლავისა თჳსისაჲ, ჩუენებად გულის-წყრომაჲ რისხვისაჲ, ალითა შემწუველითა, მეხის-ტეხითა სასტიკითა, და ვითარცა წჳმაჲ და სეტყუაჲ ერთბამად გარდამოვალნ მძაფრ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმისაგან უფლისა მოუძლურდენ ასურასტანელნი წყლვითა რომლითა დასცნეს იგინი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და იყოს მისა გარემო, ვინაჲ იგი იყო მისა სასოებაჲ Page of ms. J: A62v  შეწევნისაჲ, რომელსა იგი/ ესვიდა ესე ბობღნითა, და ნესტჳთა, და ქნარითა ჰბრძოდიან მას მსხორითა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა წინაჲსწარ დღისა მის ჰსცთე შენ, ნუ უკუჱ შენცა განგემზადოს, მეუფებაჲ ჴევისა მის ღრმისაჲ, შეშითა სავსისაჲ, ცეცხლ და შეშა დიდძალ, გულის-წყრომაჲ უფლისაჲ ვითარცა ჴევი წუმწუბითა აღგზებული.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.