TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 282
Previous part

Chapter: 33  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვაჲ უბადრუკთა მათ. ხოლო თქუენ არა ვინ გყვნეს უბადრუკ, რომელი შეურაცხ-გყოფს არა თქუენ შეურაცხ-გყოფს, რამეთუ შეიპყრნენ შეურაცხის-მყოფელნი, და მიეცნენ, და ვითარცა მღილი სამოსელსა, ეგრე მოუძლურდენ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
უფალო შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ჩუენ შენ გესავთ. იქმნა ნათესავი ურჩთაჲ წარსაწყმედელ, ხოლო ცხორებაჲ ჩუენი შენ მიერ ჟამსა ჭირისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ჴმითა შიშისა შენისაჲთა განჰკრთეს ერნი, და სიმაღლისაგან შენისა განეთესნეს წარმართნი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ხოლო აწ შეკრბენ ტყუენი ჩუენნი მცირითგან ვიდრე დიდადმდე, ვითარცა ვინ შეკრიბის მკალი, ეგრეთ გემღერდენ თქუენ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
წმიდა არს ღმერთი, რომელი დამკჳდრებულ არს მაღალთა შინა: აღივსო სიონი მშჯავრითა და სიმართლითა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შჯულსა მიეცნენ. საუნჯეთა შინა არს მაცხოვარებაჲ ჩუენი: მოიწევის სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ და ღმრთის-მსახურებაჲ უფლისა მიმართ, ესე არიან საუნჯენი სიმართლისანი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა შიში თქუენი მათ ეშინოდის, რომელთათჳს გეშინოდა, ეშინოდის თქუენდა. მოციქულნი მოივლინნეს ვედრებად მშჳდობისა, მწარედ ტიროდიან,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოოჴრდეს გზანი ამათნი, დაცხრომილ არს შიში წარმართთაჲ, და ამათა მიმართ აღთქუმაჲ მოღებულ Page of ms. J: A64v  <არს>, და არა შეჰრაცხნეთ იგინი კაცად/.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
იგლოვდა ქუეყანაჲ: ჰრცხუენა ლიბანსა. მწყურნებ იქმნა ასერონი, განცხადებულ იყო გალილეაჲ და კარმელი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აწ აღვდგე, იტყჳს უფალი. აწ ვიდიდო, აწ ა<ღ>ვმაღლდე,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
აწ იხილოთ, აწ გრცხუენოდის, და ამაო იყოს ძალი სულისა თქუენისაჲ, ცეცხლი შეგჭამდეს თქუენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ნათესავნი დამწუარ ვითარცა ეკალნი ველსა ზედა, განბნეულნი და დამწუარნი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ესმეს შორიელთა რაჲ იგი ვქმენ, და ცნან მახლობელთა ძალი ჩემი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
განდგეს რომელნი იყვნეს სიონს შინა უშჯულონი, და ძრწოლამან შეიპყრნეს უღმრთონი, ვინ გითხრას თქუენ, რამეთუ ცეცხლი აღატყდების. ანუ ვინ გითხრას თქუენ ადგილი საუკუნე.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რომელი ვიდოდის სიმართლით, და იტყოდის სიწრფოებისა გზასა, და სძულდეს უშჯულოებაჲ და სიცრუვჱ, და ჴელნი განაშორნეს ქრთამისაგან. და დაიმძიმნეს ყურნი არა სმენად საშჯელისა სისხლისა სიცრუვისაჲ: და დაიწუხნეს თუალნი მისნი რაჲთა არა იხილოს სიც<რ>უვჱ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამან დაიმკჳდროს მაღალსა მას ქუაბსა კლდისა ძლიერისასა. პური მოეცეს მას, და წყალი მისი სარწმუნოჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
მეუფჱ დიდებით იხილოთ, და თუალთა თქუენთა იხილონ შორით ქუეყანაჲ იგი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და სულმან თქუენმან იწუართოს შიში. სადა არიან მწიგნობარნი, ანუ სადა არიან მზრახვალნი, სადა Page of ms. J: A65r  არს, რომელი იგი რაცხდა მათ, რომელნი იგი/ იქცევიან.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მცირჱ და დიდი რომელსა არა აზრახა, არცა ჴმა მაღლისა მიერ, ვითარმცა არა ესმა. ერი განქარვებული არს, და არა არს მსმენელისა მის გულის-ჴმის-ყოფა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა სიონი ქალაქი მაცხოვარებისა ჩუენისაჲ, თუალთა შენთა იხილონ იჱრუსალემ. ქალაქო მდიდარო, კარავნი რომელნი არა შეიძრნენ, არცა შეირყინენ მანანი კარვისა მისისანი უკუნისამდე ჟამთა, არცა საბელნი მისნი განსთქდენ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სახელი უფლისაჲ დიდ არს თქუენ ზედა. ადგილ თქუენდა იყოს, სადა მდინარენი და ჴევნი ფართონი, არა ხჳდოდი შენ ამას გზასა. ნუ ვლენედ ნავნი შენნი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ღმერთი ჩემი დიდ არს, არა თანა-წარმჴდეს მე. უფალი მსაჯულ ჩუენდა, უფალი მთავარ ჩუენდა, უფალი მეუფჱ ჩუენდა, უფალი მაცხოვარ ჩუენდა, და მან თავადმან მიჴსნნეს ჩუენ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
განსთქდეს საბელნი შენნი, რამეთუ არა განაძლიერა. კარვის ძელი შენი მიდრკა. არა მოელხუნენ კარვისა ძელნი შენნი. არა აღიღოს სასწაული, ვიდრემდე მიეცე წარსატყუენველად. აწ უკუჱ მრავალთა მკელობელთა ტყუე წარმოიღონ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და არა თქუან ვითარმედ დავშუერით ერი რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. რამეთუ მიეტევა მათ ცოდვაჲ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.