TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 297
Previous part

Chapter: 48  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ისმინეთ ესე სახლო ისრაჱლისაო, რომელნი წოდებულ ხართ სახელითა ისრაჱლისაჲთა, და რომელნი იუდაჲსგან გამოსრულნი ხართ. რომელნი ჰფუცავთ სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა, და ღმრთისა მიერ მოჴსენებულნი, არა ჭეშმარიტებით და არცა სიმართლით,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და რომელნი მოსავ ხართ სახელსა ქალაქისა წმიდისასა, და ღმრთისა მიმართ ისრაჱლისა დაჰმტკიცნებით. უფალ, და ყოვლისა-მპყრობელ არის სახელი მისი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
პირველი იგი მაშინ დ<ღ>ითგანვე გითხარ შენ, და პირისაგან ჩემისა გამოჴდა, და სასმენელ გექმნა შენ. მეყსეულად ვყავ, და მოიწია.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვიცი მე, რამეთუ ფიცხელ ხარ შენ, და ძარღჳ რკინისაჲ არს ქედი შენი, შუბლი შენი რვალისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და გითხარ შენ მაშინვე ვიდრე მოწევნადმდე შენ ზედა, გასმინე შენ, ნუ უკუჱ სთქუა ესე ვითარმედ კერპთა მიყვეს ესე მე, არამედ რაჲთა არა იტყოდი, გამოქანდაკებულთა და გამოდნობილთა მათ მითხრეს მე.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
გესმინა ესე, და თქუენ არა სცანთ, არამედ მერმეცა გასმინევე ახალი იგი ამიერითგანვე რომელ ყოფად არს, და არა სცან იგი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და აწ იქმნეს, და არა მაშინ და არცა პირველთა დღეთა, და არა გესმინა იგი, ნუ იტყჳ: ჰჱ ვიცი იგი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
არცაღა გესმინა იგი, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან, განვახუენ სასმენელნი შენნი, რამეთუ უწყოდე ვითარმედ შეურაცხებით შეურაცხ-ჰყო, და უშჯულო მიერვე დედის მუცლით გეწოდოს შენ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
სახელისათჳს ჩემისა გიჩუენო შენ გულის-წ<ყ>რომაჲ ჩემი, და დიდებითა ჩემითა მოვაწიო შენ ზედა, რაჲთა მოგსპო შენ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა განგყიდე შენ არა ვეცხლისათჳს. განგარინე Page of ms. J: A82v  შენ საჴუმილისა მის გან/ სიგლახაკისა,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ჩემთჳს გიყო შენ ესე, რამეთუ სახელი ჩემი შეიგინების და დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ისმინა ჩემი იაკობ, და ისრაჱლ რომელსა მე გიწოდე შენ. მე ვარ პირველი და მე ვარ უკუნისამდჱ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ, და მარჯუენამან ჩემმან დაამყარა ცაჲ. უწოდო მათ, და წარმოდგენ ერთბამად.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და შეკრბენ ყოველნი, და ისმინონ. ვინ უთხრა მათ ესე: სიყუარულითა შენითა ვყავ ნებაჲ შენი აღებად ბაბილონით ნათესავი ქალდეველთაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მე ვიტყოდე, და მე უწოდე, და მოვიყვანა, და წარმოუმა<რ>თენ გზანი მისნი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მოიყვანენ<ი>თ ჩემდა, და ისმინეთ ესე. არა დასაბამითგანვე ფარულად ვიტყოდე, რაჟამს იქმნებოდა მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე, და სულმან მისმან.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი მჴსნელი შენი წმიდაჲ ისრაჱლისაჲ: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა ზედა ხჳდოდი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუმცა გესმინნეს მცნებანი ჩემნი, გექმნამცა შენ ვითარცა მდინარე მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი ვითარცა ღელვანი ზღჳსანი,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყომცა ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ ნათესავი შენი, და ნაშობნი შენნი ვითარცა მიწაჲ ქუეყანისაჲ. და არცაღა აწ აღიჴოცო არცა წარწყმდეს სახელი შენი წინაშე ჩემსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
გამოვედ ბაბილოვნით სივლტოლით ქალდეველთაგან. ჴმაჲ სიხარულისაჲ მიუთხართ, და სასმენელ იქმენინ ესე. მიუთხართ ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა. და თქუთ ვითარმედ იჴსნა უფალმან მონაჲ თჳსი იაკობი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და არა უტევა მას წყურიდ, და უდაბნოჲთ მოუწოდა მას, და წყალი კლდისაგან გამოუდინოს მათ. განსთქდენ კლდენი და დიოდიან წყალნი, და სუმიდეს ერი ჩემი.

Verse: 22   Link to sept   
არა არს სიხარული უღმროთაჲ, იტყჳს უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.