TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 298
Previous part

Chapter: 49  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ისმინეთ ჩემი ჭალაკთა, და ერჩდით წარმართნი მრავალ ჯამითგან [?]: Page of ms. J: A83r  დადეგით: იტყჳს უფალი. საშოჲ/თგან დედის მუცლით ჩემით მიწოდა სახელი ჩემი,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ყო პირი ჩემი ვითარცა მახჳლი ლესული, და საფარველსა ჴელისა მისისასა დამმალა მე. და დამდვა მე ვითარცა ისარი რჩეული, და კაბარჭსა მისსა დამფარა მე.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარი შენ ისრაჱლ. და შენდა მიმართ ვიდიდო.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, და ამაოდ და არა რად მივეც ძალი ჩემი: ამისთჳსცა საშჯელი ჩემი უფლისა მიერ, და სალმობაჲ ღმრთისა მიერ ჩემისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და აწ ესრე იტყჳს უფალი, რომელმან დამბადა მე საშოჲთვე მონად თჳსა, შეკრებად იაკობი მისა, და ისრაჱლი მოახლებად მისა. და ვიდიდო მე წინაშე უფლისა, და ღმერთი ჩემი იყოს ჩემდა ძალ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა, დამტკიცებად ტომნი იაკობისნი, და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრებად. აჰა ესერა მიგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი მჴსნელი შენი ღმერთი ისრაჱლისაჲ. წმიდა ყავთ დამდაბლებული იგი თავით თჳსით, მოძაგებული იგი წარმართთაგან მონათაგან მთავართასა. მეფეთა იხილონ იგი და ზჱ აღუდგენ, და მთავარნი თაყუანის-სცემდენ მას უფლისათჳს, რამეთუ სარწმუნო არს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ. და გამოგირჩია შენ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი, და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღნათქუემად წარმართთა დამტკიცებად ქუეყანისა, და დამკჳდრებად სამკჳდრებელი ოჴრისაჲ,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და სიტყუად პყრობილთა მათ, ვითარმედ გამოვედით, რომელნი იყვნენ ბნელსა შინა, გამოჩნდით. ყოველთა გზათა ზედა ძოვდენ, და ყოველთა ალაგთა ზედა იყოს საძოვარი მათი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
არა ჰმშიოდის, და არცა სწყუროდის, არცა დაეცეს მათ ხორშაკი, არცა ავნოს მათ მზემან, არამედ Page of ms. J: A83v  / რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცეს მათ, და თავთა წყაროთასა უძღოდის მათ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და დავსხნე ყოველნი მთანი გზად, და ყოველნი ალაგნი საძოვრად მათა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
აჰა ესენი შორით მოვიდენ, და რომელნი მე ბღუარით და ზღჳთ, და სხუანი ქუეყანით სპარსეთით.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
იხარებდით ცანი, და მხიარულ იყავნ ქუეყანაჲ, გამოსცედ მთათა სიხარული, და ბორცუთა სიმართლჱ. რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა თჳსისათა ნუგეშინის-სცა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
თქუა სიონმან, დამიტევა მე უფალმან, და ღმერთმან ჩემმან დამივიწყა მე.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და-ნუ-ივიწყნისა დედაკაცმან ყრმანი თჳსნი, ვითარმცა არა შეიწყალნა ნაშობნი მუცლისა თჳსისანი და-ღა-თუ-ივიწყნეს ესენი დედაკაცმან, ხოლო მე არა დაგივიწყო შენ, თქუა უფალმან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ჴელითა ჩემითა გამოვწერენ ზღუდენი შენნი, და წინაშე თუალთა ჩემთა ხარი შენ მარადის,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ადრე აღიშენო შენ, რომელთა განცა დაირღუე, და მომაოჴრებელნი შენნი ადრე განვიდენ შენგან.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
აღიხილენ გარემოჲს თუალნი შენნი, და იხილენ ყოველნი შვილნი შენნი, რამეთუ აჰა ესერა შეკრებს, და მოვიდეს შენდა, და გარე-მოგადგეს შენ ყოველნი ნაშობნი შენნი. ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, რამეთუ ყოველნივე იგი შეიმოსნე, და შეიმკვნე იგინი ვითარცა სამკაული სძალმან.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ოჴერნი შენნი, და დარღუეულნი, და დაცემულნი შენნი აწ იწრო იყვნენ მკჳდრთა გან: და განგეშოვრნენ შენგან რომელნი იგი შთაგთქმიდეს შენ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გეტყოდიან შენ ყურთა შენთა ძენი იგი შენნი, რომელნი წარსწყმიდენ, ფართო მიყავ ჩუენ ადგილი სამკჳდრებელად, რამეთუ იწრო არს ჩუენდა ადგილი ესე.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და სთქუა გულსა შენსა, ვინ მიშვნა მე ესენი, რამეთუ მე უშვილო ვიყავ, და ქურივ, მწირ და მოკლებულ. ესენი ვინ განმიზარდნა მე. მე დაშთომილ ვიყავ მარტოჲ, ესენი სადა იყვნეს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი: აჰა ესერა აღვიღო Page of ms. J: A84r  წარმართთა შორის ჴელი ჩემი./და ჭალაკთა მიმართ აღვჰმართო ნიში ჩემი, და მოჰყვანდენ ძენი შენნი წიაღითა, და ასულნი შენნი მჴრითა მოჰქონდენ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა: და მთავარნი დედანი მზარდულ შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყუანის-გცემდენ შენ, და მიწასა ქუეშე ფერჴთა შენთასა ლოშნიდენ, და გულის-ჴმა-ჰყო, რამეთუ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენოდის, რომელთა დამითმონ მე.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
მო-მე-ვინ-უღისა გმირისაგან ნატყუენავი, და უკუეთუ წარმო-ვინ-მე-ტყუენოს, სიცრუვით გან-მე-ერესა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი, უკუეთუ წარ-ვინ-მე-ტყუენოს გმირი, და მოიღოს ნატყუენავი, მო-რაჲ-იღოს ძლიერისაგან გან-მე-ერესა. ხოლო მე საშჯელი შენი ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მოიჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა თჳსთა, და სუმიდენ, ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ, და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან გიჴსენ შენ და შეგეწიე შენ, განმაძლიერებელი შენი იაკობ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.