TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 229
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესე არს იგი ქალაქი განქარვებული დამკჳდრებული სასოებით, რომელი იტყოდა გულსა თჳსსა, მე ვარ და არღა ვინ არს ჩემსა შემდგომად. ვითარ მე იქმნა განსარყუნელ, საძოვარი მჴეცთაჲ; ყოველი რომელი განვიდოდის მას შინა დაისტჳნოს, და განყარნას ჴელნი მისნი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
წარჩინებული და გამოჴსნილი ქალაქი ტრედი. არა ისმინა ჴმაჲ არცა მიიღო სწავლაჲ, და უფალსა არა ესვიდა, და ღმერთსა თჳსსა არა მიეახლა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მთავარნი მისნი მას შინა, ვითარცა ლომნი მყჳრალენი. მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსანი, არაჲ დაუშთა განთიადმდე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელნი მისნი სულ-შემოსილნი კაცნი შეურაცხის-მყოფელნი. მღდელნი მისნი შეაგინებენ სიწმიდესა, და უმსახურებელ შჯულისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ხოლო უფალი მართალი შორის მისა, და არა ყოს სიცრუე; განთიად მოსცეს სამართალი მისი ნათლად, და არა დაეფაროს, და არა ცნა სიცრუვჱ შემთხუევასა, და არა ძლევად ყო სიცრუვე.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
განხრწნილებასა შინა დავამჴუენ ამპარტავანნი, განირყუნეს საკიდურნი მათნი. მოაოჴრნა გზანი მათნი ყოვლად ვე, რაჲთა არა ვიდოდის კაცი; მოაკლდეს ქალაქნი მათნი ამისთჳს, რამეთუ არა ვინ არს რომელმანმცა დაიმკჳდრა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ვთქუ; გარნა გეშინოდენ ჩემგან, და მიიღეთ სწავლაჲ, და არა მოისრას თუალთაგან მისთა იგი ყოველი რომელი შურ-ვიგე მისგან, განემზადე, აღიმსთუვე, რამეთუ განრყუნილ არს ყოველი საყურძენი მათი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს დამითმე, Page of ms. J: A18v  იტყჳს უფალი, დღედ აღდგომისა ჩემისა საწამებელად, რამეთუ სა/შჯელი ჩემი შესაკრებელსა წარმართთასა შემოყვანებად მეფეთა, მიფენად მათ ზედა რისხვაჲ ჩემი, ყოველივე რისხვაჲ გულის-წყრომისა ჩემისაჲ. რამეთუ ცეცხლითა შურისა ჩემისაჲთა შეიჭამოს ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მაშინ მივაქცინნე ერთა მიმართ ენანი ნათესავსა მათსა, რაჲთა ხადოდიან ყოველნი სახელსა უფლისასა მონებად მისა უღელსა ქუეშჱ ერთსა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
კიდითგან მდინარისა ჰინდოეთისაჲთ შევიწყნარნე განთესულთა შორის ჩემთა, მომართუმიდენ მსხუერპლთა ჩემთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა არა გრცხუენეს ყოველთაგან საქმეთა შენთა, რომელი უღმრთოებაჲ ჰქმენ ჩემდა მომართ, რამეთუ მაშინ მოგისპო შენ სიცრუვჱ გინებისა შენისაჲ, და არღარა შესძინო ქედ მაღლოვად მთასა ზედა წმიდასა ჩემსა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და დაუტეო შენ შორის, ერი მშჳდი და მდაბალი და ეშინოდის სახელისათჳს უფლისა

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ნეშტთა მათ ისრაჱლისათა. და არა ქმნენ სიცრუვე, და არა იტყოდიან ამაოსა, და არცა იპოოს პირსა მათსა ენაჲ მზაკუვარი; რამეთუ იგინი ძოვდენ და დაიძინებოდიან. არა ვინ იყოს მაშინებელ მათა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
გიხაროდენ ასულო სიონისაო, ქადაგებდ იჱრუსალემ; იხარებდ და განსცხრებოდე ყოვლითა გულითა შენითა, ასულო იჱრუსალემისაო;

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოგისჴნა უფალმან სიცრუვენი შენნი. გიჴსნა შენ ჴელთაგან მტერთა შენთასა. მეუფჱ ისრაჱლისაჲ უფალი შორის შენსა, არა იხილო ბოროტი ამიერითგან არღარა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მას ჟამსა შინა ჰრქუას უფალმან იჱრუსალემსა; ნუ გეშინინ სიონ, ნა დაჰჴსნებიედ ჴელნი შენნი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
უფალი ღმერთი შენი შენ შორის. ძლიერი გიჴსნეს შენ, მოაწიოს შენ ზედა მხიარულებაჲ, და განგაახლოს შენ სიყუარულითა Page of ms. J: A19r  მისითა, და იხარებდეს შენდამი მხიარულებით/, ვითარცა დღესა დღესასწაულისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და შევკრიბნე შემუსრვილნი იგი, ვაჲ რომელმან მოიღო მას ზედა ყუედრებაჲ;

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა მე ვყო შენ შორის შენთჳს მას ჟამსა შინა. და ვაცხოვნო გამოწურვილი იგი და განშორებული იგი შევიწყნარო, და დავსხნე იგინი სიქადულად და სახელოვანად ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ჰრცხუენოდის მათ მას ჟამსა შინა, რაჟამს კეთილი გყო თქუენ, და ჟამსა მას ოდეს შეგიწყნარნე თქუენ, რამეთუ მიგცნე თქუენ სახელოვანად და სიქადულად ყოველთა შორის ერთა ქუეყანისათა, ოდეს მოვაქციო მე წინაშე თქუენსა ტყუჱ თქუენი, იტყჳს უფალი .: .: .:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.