TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 36
Previous part

Chapter: 4  
4
Part: 5 
(ე̂)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების,


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი, და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა.

Verse: 2V     
და არცა T.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ,


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი, რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ.

Verse: 4V     
ღმერთმან სოფლისამან IK, გამოუბრწყინდეს ] აღმოუცისკრდეს IK, იგი ] -- IK, სახიერებისა + და IK.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა -- მონად თქუენდა იესუჲსთჳს.

Verse: 5V     
იესუ T.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად,(1) რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.

Verse: 6-1Q     
Link to mcat Gen. 1,3 (ხელნაწერებში მითითებაა ესაიას წიგნზე).

Verse: 6V     
რამეთუ ] ხოლო T, ქრისტესა ZFK.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს;


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს;

Verse: 11V     
ჴორცთა ჩუენთა შინა TIK, განცხადნეს F.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ -- თქუენ შორის.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე,(1) და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳს ვიტყჳთ.

Verse: 13-1Q     
Link to psa Ps. 115,1

Verse: 13V     
რომლისათჳს (1) FE, (2) IK, ჩუენცა ] ჩუენ V.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.

Verse: 14V     
აღმადგინნეს ] + და TIK.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.

Verse: 15V     
რამეთუ ] ხოლო TIK.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳს არა გუეწყინების, არამედ დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ.

Verse: 16V     
დღითი-დღე F.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთჳს.

Verse: 17V     
რამეთუ... ჩუენი ] მყისსა (მეყსა IK) შინაჲ ესე სისუბუქე ჭირისა ჩუენისაჲ TIK, მცირე ] F.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არახილული იგი -- საუკუნო.

Verse: 18V     
ამას (2) Z, საწუთროჲ VT, საწუთო F.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.