TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 40
Previous part

Chapter: 8  
8
Part: 9 
(თ̂)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელ-იგი მოცემულ არს ეკლესიათა მათ მაკედონიაჲსათა,


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გარდაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა;

Verse: 2V     
მან ] -- IK.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა, ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნეფსით თჳსით.

Verse: 3V     
მსგავსად... ძალისაცა ] ძლისაებრ (ძალისაებრ K) ვეწამები და ზეშთა ძალისაცა უმეტესად IK, ნებსით T.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ.

Verse: 4V     
გუევედრნეს ] -- VZFT, ფრიადითა ვედრებით გუევედრნეს ჩუენ მადლსა მას და ზიარებასა წმიდათა მსახურებისასა მიღებად ჩუენგან IK.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა,


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
რაჲთა ვჰლოცვიდით ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაჲსწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი.

Verse: 6V     
მიმართ ] მომართ T.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ.

Verse: 7V     
ჩუენ ] თქუენ TIK, თქუენ შორის ] ჩუენდა მომართ TIK.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
არა თუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ სხუათა მოსწრაფებისათჳს თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ.

Verse: 9V     
განჰმსდიდრდეთ VTIK, განსმდიდრდეთ Z.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
და ამისათჳს გაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა, რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაჲსწარ იწყეთ შრანდითგან.

Verse: 10V     
განზრახებ ] გახარებ T. რამეთუ რომელთა-ეგე TE.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო აწ, ესერა, ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა ვითარცა-იგი გულსმოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს.

Verse: 11V     
ეგრეთცა TIK, -იგი (2) ] -- T.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს.

Verse: 12V     
რამეთუ ] ხოლო IK.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ.

Verse: 14V     
ნამეტავი IK, რაჲთა მათიცა... ნაკლულევანებისა ] -- T.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა.(1)

Verse: 15-1Q     
Link to mcat Gen. 16,18

Verse: 15V     
ფრიადი T, მცირედი T.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ გულსა ტიტესსა.

Verse: 16V     
თქუენთჳს ] -- V.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნეფსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ.2

Verse: 17V     
ნებსით TI, მომართ T.

Verse: 17-2N     
განმარტება ახლავს: ლუკას იტყვის VZFK.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა,


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანაგუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად და გულსმოდგინებისა თქუენისათჳს.

Verse: 19V     
თუ ] -- T, -დასხმითცა IK, თანა-გუნდად ] თანა-მავალად IK.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისთჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ.

Verse: 20V     
ვერიდებით ] მოვიმტკიცებთ TIK, გუგმობდეს... ჩუენ მიერ ] შემიმწიკულოს (შემიმწინკულოს IK) ჩუენ (-- TI) უხუებაჲ ესე, მსახურებული ჩუენ მიერ TIK.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ წინაჲსწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალგზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ.

Verse: 22V     
მიმართ ] მომართ .


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
გინა თუ ტიტესთჳს, საქმის ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი.

Verse: 23V     
შემწისა ] თანა-შემწისა TIK.


Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა.

Verse: 24V     
მათდა ZFTIK.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.