TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 85
Previous part

Chapter: 12  
12
Part: 17 
(ი̂ზ)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარემოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

Verse: 1V     
გარე-მოდგომილი ] ზედა-მდებარე IK, სიმრავლე ] ღრუბელი IK, ჩუენსა ] ჩუენდა T.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინაგანმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთათჳს მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ.

Verse: 3V     
მისსა TIK, მოჰმედრგეთ Z.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არღა სისხლთამდე წინადადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად

Verse: 4V     
წინა-დადგომილ FIK.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.(1)

Verse: 6-1Q     
Link to mcat Prov. 3,11-12


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინმე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდასამემცა; არამე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ?

Verse: 9V     
უფროჲსად T, ვცხოვნდით Z, ვცხოვნდეთ FIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რომელნიმე იგი მცირეთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
ყოველივე სწავლაჲ მეყსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება; ხოლო უკუანაჲსკნელ ნაყოფი მშჳდობისაჲ მის მიერ წურთილთა მათ მოაგის - სიმართლე.

Verse: 11V     
ხოლო ყოველი სწავლულებაჲ ჟამ ერთ არა საგონებელ იყვის სიხარულისად, არამედ მწუხარებისად IK.


Part: 18-D 
(ი̂ჱ)


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳს დაშთომილნი ჴელნი და დაჴსნილნი მუჴლნი აღემართენით.(1)

Verse: 12-1Q     
Link to mcat Is. 35,3


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
და ალაგნი მართლ ყვენით ფერჴთა თქუენთანი, რაჲთა არა მკელობელი იგი დაეცეს, არამედ უფროჲსღა განიკუროს.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
ეკრძალენით, ნუ ვინმე დაკლებულ იყოს მადლისგან ღმრთისა, ნუ ვისმე თანა ძირი სიმწარისაჲ აღმოცენებულ იყოს შემაურვებელი, და მის მიერ შეიგინნენ მრავალნი.1

Verse: 15V     
იყოს ] იყო V, ძირი... შემაურვებელი ] იყოს ძირი მწარე, ზე-აღმომცენარე და (-ႨႵ) შემაშფოთებელი TIK.

Verse: 15-1N     
F-ს აკლია: ებრ. 12,16 - 13,6.


Part: 18-C 
(ი̂ჱ)


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
ნუვინ მეძავ და ბილწ, ვითარცა ესავ, რომელმან-იგი საჭმლისა წილ ერთისა განყიდა პირმშოებაჲ თჳსი.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
უწყით, რამეთუ ამისა შემდგომად უნდა დამკჳდრებად კურთხევაჲ და შეურაცხ-იქმნა, რამეთუ სინანულისა ადგილი არა პოვა,1 და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას.

Verse: 17V     
ამისსა TIK, იპოა V.

Verse: 17-1N     
V-ში "იპოა" სიტყვაში ჩამატებულია განსხვავებული ფერის მელნით.


Part: 19 
(ი̂თ)


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა მოსრულ ხართ თქუენ მთასა მას ჴელით შესახებელსა და აღგზებულსა ცეცხლითა და წყუდიადითა და ბნელითა და ნისლითა,


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
და საყჳრისა ოჴრასა და ჴმასა სიტყუათასა, რომელთაჲ რომელთა-იგი ესმა, იჯმნეს, რაჲთა არღარა შეეძინოს მათ სიტყუაჲ.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვერ ითმენდეს ბრძანებულსა მას; მჴეცი ღათუ შეეხებოდა მთასა მას, ქვითა განიდევნებოდა.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
და ესრეთ საშინელ იყო საუცრებაჲ იგი, მოსე თქუა: შეშინებულ ვარ და შეძრწუნებულ.

Verse: 21V     
საოცრებაჲ TIK.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა, და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, და ღმრთისა მსაჯულისა ყოველთაჲსა და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთაჲსა.


Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
და შჯულისა მის საღმრთოჲსა შუვამდგომელისა იესუჲსა და სისხლითა პკურებასა, უმჯობესსა თქუმულისა მის აბელის მიერ.

Verse: 24V     
სჯულისა TIK, საღმრთოჲსა ] ახლისა TIK, შუვა-მდგომელისა Z, იესუჲსსა ZTIK, უმჯობესად მეტყუელსა უფროჲს აბელისსა IK.


Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
ეკრძალენით, ნუუკუე იჯმნეთ მეტყუელისა მისგან. რამეთუ უკუეთუ იგინი ვერ განერნეს, რომელთა ქუეყანასა ზედა იჯმნეს ბრძანებისაგან, რაოდენ უფროჲს ჩუენ, უკუეთუ ზეცისასა მას გარემოვექცეთ,

Verse: 25V     
ნუუკუე ] + ვინმე TIK, რავდენ ZIK.


Verse: 26   Link to pavleni Link to gnt   
რომლისა ჴმამან ქუეყანაჲ შეძრა მაშინ და აწ აღუთქუამს და იტყჳს: მერმე ერთგზისღა შევძრა მე არა ხოლო ქუეყანაჲ, არამედ ცანიცა.(1)

Verse: 26-1Q     
Link to mcat Agg. 2,6

Verse: 26V     
მაშინ ] მშ̃ნ V.


Verse: 27   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ესე "მერმე ერთგზისღა" აუწყებს შეძრულთა მათ ცვალებასა, ვითარცა ქმნულთასა, რაჲთა ეგოს შეუძრველი იგი.

Verse: 27V     
ქმნილთასა IK.


Verse: 28   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳსცა სასუფეველი შეუძრველი დავიპყრათ; მაქუს ჩუენ მადლი, რომლითა ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა, მოშიშებით და ღირსებითა,


Verse: 29   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს.(2)

Verse: 29-2Q     
Link to mcat Deut. 4,24



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.