TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 108
Previous part

Book: Reg.IV_(Reg.II)  
მეოთხე მეფეთაჲ



Chapter: 2  
თავი 2


Verse: 1   Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 206R   და იყო, აყვანებასა მას ელიაჲსსა უფლისა მიერ ძლით ვითარცა ზეცად, და წარვიდეს ელია და ელისე გალგალით.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა ელია ელისეს: დადეგ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე ვიდრე ბეთელდმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, არა დაგიტეო შენ. და მოვიდეს იგინი ბეთელდ.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს ძენი წინაჲსწარმეტყუელთანი, რომელნი იყვნეს ბეთელს, შემთხუევად მისა და ჰრქუეს: უწყი-მეა, რამეთუ დღეს მიიყვანებს უფალი უფალსა შენსა თავისაგან შენისა? და ჰრქუა ელისე: მეცა უწყი, თქუენ დუმენით.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ელია ელისეს: დადეგ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე ვიდრე იერიქოდმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, არა დაგიტეო შენ და მოვიდეს იერიქოდ.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოუჴდეს ძენი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი, რომელნი იყვნეს იერიქოს, და ჰრქუეს ელისეს: უკუეთუ უწყი, რამეთუ დღეს უფალი Page of ms. P: 206V   აღამაღლებს უფალსა შენსა თავისაგან შენისა? ჰრქუა ელისე: მეცა უწყი, თქუენ დუმენით.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ელია ელისეს: დადეგ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე ვიდრე იორდანედმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, არა დაგიტეო შენ. და წარვიდეს იგინი.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ერგასისნი კაცნი, ძენი წინაჲსწარმეტყუელთანი, მოვიდეს და დადგეს შორის მათსა შორსრე, ხოლო იგინი დგეს იორდანესა ზედა.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოიღო ელია ხალენი თჳსი, შეკეცა და სცა წყალთა მათ, და განიყო წყალი იგი იმიერ და ამიერ, და განვიდეს ორივე ჴმელად.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყო, ვითარცა განვიდეს იგინი, ჰრქუა ელია ელისეს: ითხოვე, რაჲ გიყო შენ ვიდრე ამაღლებასა ჩემსა შენგან. და ჰრქუა ელისე: იყავნ სული ეგე, რომელ არს შენ ზედა, მრჩობლი ჩემ ზედა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ელია: განაფიცხე თხოვაჲ ეგე; გარნა თუ მიხილო მე ამაღლებული შენგან, გეყავნ ეგრე, უკუეთუ [არა], ვერ იყოს.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყო, სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა ესერა ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი, და განაშორეს ურთიერთას. და აღიტაცა ელია ძრვით ვითარცა ზეცად.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო ელისე ღაღადებდა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! მერმე არღარა იხილა იგი. და უპყრა ელისე სამოსელი იგი მისი და განაპო იგი ორგან.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოიღო ელისე ხალენი იგი ელიაჲსი, რომელი დაეცა მის ზედა, და სცა წყალთა მათ, და არა განიპო წყალი იგი და თქუა ელისე: სადა არს ღმერთი იგი ელიაჲსი აფფო? და სცა წყალთა მათ ესრჱთ მეორედ; და განიყვნეს წყალნი იგი იმიერ და ამიერ და განვიდა იგი ჴმელად.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და იხილეს იგი ძეთა ...



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.