TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 178
Previous part

Chapter: 9  
თავი 9


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   რამეთუ აქუნდა პირველსა მას სჯულსა სამართალი, მსახურებაჲ წმიდაჲ იგი სოფლისაჲ.
Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
კარავი აღმართებულ იყო პირველი, რომელსა შინა სასანთლჱ იგი და ტაბლაჲ და დაგებაჲ იგი პურისაჲ, რომელსა ერქუა "წმიდა".
Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
მერმე შემდგომად კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის, რომელსა ერქუა "წმიდაჲ წმიდათაჲ",
Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
ოქროჲსაჲ აქუნდა სასაკუმევლჱ და კიდობანი იგი შჯულისაჲ, შემოსილი შინაჲთ, გარჱთ ოქროჲთა, რომელსა შინა იყო ტაკუკი ოქროსაჲ, სავსჱ მანანაჲთა, და კუერთხი იგი აჰრონისი, რომელ განედლდა, და ფიცარნი იგი შჯულისანი,
Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ზედა კერძო მისსა ქერობინი იგი დიდებისაჲ, რომელი-იგი აგრილობდა სალხინებელსა მას; რომლისათჳს არა არს აწ თითოეულად სიტყუად.
Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
და ესრჱთ აღმართებულ იყო, გარეშესა მას კარავსა მარადის შევლენენ მღდელნი და მსახურებასა აღასრულებენ.
Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო შინაგანსა მას წელიწადსა ერთგზის მღდელთმოძღუარი იგი შევიდის და არა თჳნიერად სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს.
Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ამას გამოაცხადებდა სული წმიდაჲ, რამეთუ არღა გამო\ჩინებულ Page of ms. P: 283R   იყო წმიდათა იგი გზაჲ, რამეთუ პირველისაჲღა მის აქუნდა წესი.
Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
რომელი-იგი იგავით იყო ჟამისა მის მოწევნადისაჲ, რომელ შესაწირავნი და მსხუერპლნი შეიწირვოდეს, ვერ შემძლებელ იყვნეს გულითა სრულ-ყოფად შემწირველსა მას,
Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
გარნა საჭმელთა მათ ხოლო და სასუმელთა ზედა და თითოპირითა ბაგითა და სამართალითა ჴორცთაჲთა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა.
Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
Page of ms. P: 191V   ხოლო ქრისტე მოვიდა, მღდელთმოძღუარი იგი მერმეთა მათ კეთილთაჲ, უფროჲსითა მით და უსრულჱსითა კარვითა ჴელით\უქმნელითა, Page of ms. P: 192R   ესე იგი არს, არა მისი დაბადებულისაჲთა,
Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
არა სისხლითა ზუარაკთაჲთა, არამედ თჳსითა სისხლითა შევიდა სიწმიდესა მას და საუკუნოჲ [გამოჴსნაჲ] პოვა.
Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ სისხლი იგი ზუარაკთაჲ და ვაცთაჲ და ნაცარი იგი დეაკეულთაჲ, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა და განსწმედდა ჴორცთა მათ განწმედისაებრ,
Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
რაოდენ უფროჲს სისხლი იგი ქრისტჱსი, რომელმან-იგი სულითა წმიდითა თავი თჳსი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, რომელ განწმიდოს გონებაჲ მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა.
Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
და ამისთჳს ახლისა შჯულისა შუამდგომელ არს, რაჲთა სიკუდილი მოიწიოს გამოჴსნად პირველისა შჯულისა, აღთქუმაჲ იგი მოიღონ ჩინებულთა მათ საუკუნოჲსა მის მკჳდრობისათა.

Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
Page of ms. P: _   Page of ms. S: 194V  სადა-იგი წიგნისა წერაჲ არს, სიკუდილი უნებლიაჲთ ზედა-აც წიგნის მწერალსა მას.
Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ყოველი წიგნი დაწერილი შემდგომად მკუდართა მტკიცე არნ. უკუეთუ არა, ვერსადა მტკიცე არნ, ვიდრე ცოცხალღა არნ წიგნის მწერალი იგი,
Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
რომლისაგან არცა პირველი იგი თჳნიერ სისხლისა განახლდებოდა.
Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ითქუნეს ყოველნი იგი მცნებანი მსგავსად შჯულისა მოსჱს მიერ ყოვლისა მიმართ ერისა, ვითარმედ მოიღის სისხლი იგი ზუარაკთაჲ და ვაცთაჲ წყალსა თანა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა, მას წიგნსა და ყოველსა ერსა აპკურის
Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
და თქჳს: ესე სისხლი აღთქ\უმისაჲ, Page of ms. S: 195R  რომელი გამცნო თქუენ ღმერთმან.
Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
თჳთ მას კარავსა და ყოველსა ჭურჭელსა სამსახურებელისასა ეგრევე მსგავსად სისხლი ასხურის.
Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
და ყოველივე იგი სისხლითა განწმდებოდა მსგავსად შჯულისა მის, და თჳნიერ სისხლისა დათხევისა არა იყო მოტევებაჲ.
Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუე სახენი იგი ზეცისათანი ამით განწმდებიან, არამედ იგი ზეცისანი უმჯობჱსითა მსხუერპლითა არიან მათსა.

Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
Page of ms. S: _  Page of ms. P: 274V   რამეთუ არა ჴელითქმნულთა სიწმიდეთა შევიდა ქრისტე Page of ms. P: 275R   სახითა ჭეშმარიტებისაჲთა, არამედ ზესკნელს ცათა შევიდა ჩუენთჳს შეტყუებად წინაშე ღმრთისა.
Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
არა თუ ვითარმცა მრავალგზის შეწირა თავი თჳსი ძღუნად, ვითარცა-იგი მღდელთმოძღუარი შევიდის წელიწადსა ერთგზის სიწმიდესა მას სისხლითა სხჳსაჲთა;
Verse: 26   Link to pavleni Link to gnt   
უკუე ჯერ-ვიდრემე-იყო მისა ვნებაჲ მრავალგზის სოფლის დაბადებითგან; ხოლო აწ ერთგზის აღსასრულსა ჟამთასა შეურაცხის-ყოფად ცოდვათა მსხუერპლითა თჳსითა გამოჩნდა.
Verse: 27   Link to pavleni Link to gnt   
და ვითარცა-იგი წინაუც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი.
Verse: 28   Link to pavleni Link to gnt   
ეგრევე ქრისტე ერთგზის შეიწირა მრავალთათჳს აღსაჴოცელად ცოდვათა, ხოლო მეორედ თჳნიერ ცოდვისა გამოეცხადოს, რომელნი მოელიან მას მაცხოვრად სარწმუნოებით.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.