TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 71
Previous part

Chapter: 71 
Verse: 1  Link to sept Link to armat   ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა.

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიიღონ მთათა მშჳდობაჲ ერისაჲ და ბორცუთა სიმართლე.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
განმართლებად გლახაკთა ერისათა და ცხორებად ნაშობთა დავრდომილთასა და დამდაბლებად ამპარტავანთა.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
დადგეს და ელოდის მზისა თანა და მთოვარისა წინა თესლითი თესლამდინ.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
გარდამოჴდეს, ვითარცა წუიმაჲ საწმისსა მისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაჲ ცურინ ქუეყანასა ზედა.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
გამობრწყინდეს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკფდეს მთოარჱ.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
უქებდეს იგი ზღჳთი ზღუადმდე და მდინარითგან კიდემდე სოფლისა.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
მის წინაშე პირველად ჰინდონი შეურდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ;

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაჲსათა და საბაჲსათა ძღუენი მიართუან მას.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
თაყუანის-სცენ მას ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და ყოველი ერი ჰმონებდეს მას;

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ იჴსნა გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, ჭირული და დავრდომილი. რომელსა არა აქუნდა მწე.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი მდაბალთანი აცხოვნეს.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღნადგინებისათჳს და სიცრუისა იჴსნნეს სულნი მათნი, და დიდებულ იყოს სახელი მისი მათ წინაშე.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
ცხონდეს და მოეცეს მას ოქროჲსა მისგან არაბიაჲსა; ილოცვიდენ მისა მიმართ ყოველსა ჟამსა და მარადღე აკურთხევდენ მას.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
იყოს იგი სიმტკიცე ყოველსა ქუეყანასა და თავთა ზედა მთათასა ამაღლდეს უფროჲს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქსა შენსა, ვითარცა თივაჲ ქუეყანისაჲ.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ უწინარეს მისა არს სახელი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ, რომელმან ყვნის საკჳრველნი მხოლომან.

Verse: 19  Link to mcat Link to sept Link to armat   
და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისაჲ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; და აღივსო დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაჲ. იყავნ, იყავნ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.