TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 8
Previous part

Chapter: 8 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ აღმაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რაჲთამცა განირყუნა მტერი იგი და შურის-მგებელი.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ ვიხილენით ჩუენ ცანი, ქმნულნი ჴელთა შენთანი, მთოვარე და მასკულავები, რომელ შენ დაჰბადე;

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
რაჲ არს კაც, რამეთუ მოიჴსენე იგი, ანუ ძჱ კაცისაჲ, რამეთუ მოხედენ მას?

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
დააკლე იგი მცირედ ანგელოზთა შენთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
დაადგინე იგი ქმნულსა ჴელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთ მისთა,

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე, უფროჲს მჴეცნიცა ველისანი.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
მფრინველნი ცისანი, თევზნი ზღჳსანი, რავდენნი ვლენან ალაგებსა ზღუათასა.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო, უფალო ჩუენო, რამეთუ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.