მაშინ აღმოიყვანა იესუ უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.
და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, და მერმე შეემშია.
და მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნნენ.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: ესე წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.
მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა
და ჰრქუა მას: უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა ზედა აღგიღონ შენ, რაჲთა არა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
ჰრქუა მას იესუ: მერმე წერილ არს ესრე: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი
და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.
მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.
ვითარცა ესმა იესუს, რამეთუ იოვანე მიეცა საპყრობილედ, განეშორა და წარვიდა გალილეად.
და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპარნაუმს, ზღჳსკიდით კერძო, საზღვართა მათ ზაბულონისათა და ნეფთალემისათა.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული:
ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.
ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილეს ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუჩნდა მათ ზედა.
მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.
და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადჱ მათი და შეუდგეს მას.
და წარმოვიდა მიერ და იხილნა ორნი ძმანი: იაკობ ზებედჱსი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედჱს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.
და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელსა შორის მათსა და ქადაგებდა სასუფეველსა და განჰკურნებდა ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.
და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი.
და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღიორდანისაჲ, და განკურნნა იგინი.