და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.
და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ არიან მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ.
ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
ნეტარ არიან, რომელთა ჰმშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.
ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
ნეტარ არიან მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ.
ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუვით ჩემთჳს.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი *ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინაწარმეტყუელნი უწინარჱს თქუენსა.
თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე შეიმარილოს? არღარა საჴმარ არნ მიერითგან, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.
თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშჱნებულსა.
არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა.
*ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა, არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.
ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტა მარტოჲ ერთი რქაჲ არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ვიდრემდე ყოველივე იყოს.
უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირჱსთაჲ და ასწავებდეს ესრჱთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს სიკუდილისა.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს საშჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, რომელ არს საძაგელ, თანამდებ არს იგი კრებულით განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა ცეცხლისასა.
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენთჳს,
დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ პირველად და დაეგე ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.
იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან მან ბჭესა და ბჭემან მან მიგცეს შენ მსახურთა, და მათ შეგაგდონ საპყრობილესა.
ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე დანგისა კოტორი.
გასმიეს სამე, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა იმრუშო.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა და გული უთქუმიდეს მისთჳს, მუნთქუესვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.
უკუეთუ თუალი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობჱს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
და უკუეთუ მარჯუენჱ ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობჱს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა.
თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა მის სიძჳსა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.
კუალად გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცისა შენისათჳს.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ არაფუცვად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;
ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბერკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.
ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.
არამედ იყავნ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტჱსი ამათსა უკეთურისაგანი არს.
გასმიეს, *რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა წინააღდგომად ბოროტსა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა.
და რომელსა უნდეს საშჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.
და რომელი წარგიქცევდეს შენ მძღურად მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.
და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილ-უყავთ მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ
რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზჱ მისი მიეფინის ბოროტთა ზედა და კეთილთა, და აწჳმის მართალთა ზედა და ცოდვილთა.
უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერენიცა და ცოდვილნი ამასვე იქმან.
და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტჱს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა და ცოდვილთა ეგრევე ყვიან?
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.