) რომელთა მცნება{ჲ} მაცხოვრისაჲ:
ახარებდით დღითი დ{ღედ}. ვიდრე მისი:
უგალობდით უფალსა გალობ{ითა}. ვიდრე ყოველი
Ms. page: P378R მას ჟამსა ოდენ ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ბოროტის-ყოფად რომელთამე ეკლესიათა.
და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანჱსი, მახჳლითა.
ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ ესევითარი, შესძინა შეპყრობაჲ პეტრჱსიცა. და იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი,
რომელ-იგი შეიპყრა და შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა დაცვად; და ეგულებოდა შემდგომად ზატიკისა მის გამოყვანებად იგი ერსა წინაშე.
და პეტრეს სცვიდეს საპყრობილესა შინა; ხოლო ლოცვაჲ გულსმოდგინე იყო ეკლესიათა ღმრთისათა [მისთჳს].
და რაჟამს ეგულებოდა გამოყვანებაჲ მისი ჰეროდეს, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მცველნი იგი წინაშე კარსა საპყრობილისასა სცვიდეს.
და ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მის ზედა და ნათელი დიდი გამობრწყინდა საპყრობილესა მას შინა; და სცა გუერდსა პეტრჱსსა Ms. page: P378V და აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.
ჰრქუა ანგელოზმან მან პეტრეს: შეისხენ სანდალნი. და მან ყო ეგრე და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი და შემომიდეგ მე.
და გამოვიდა პეტრე და შეუდგა მას, და არა იცოდა პეტრე, ვითარმედ ჭეშმარიტად ანგელოზისა მისგან არს საქმჱ ესე, ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.
და ვითარცა განვლეს პირველი საცავი და მეორჱცა, მოვიდეს ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელიცა-იგი თჳთ განეღო მათ; და მოვიდეს და განვლეს ფოლოცი ერთი და მეყსეულად გენეშორა მისგან ანგელოზი იგი
და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი, რამეთუ ჭეშმარიტად მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი ჩემდა და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდჱსთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა ჰურიათაჲსა.
გულისხმა-ყო და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა იოვანჱსსა, რომელსა ეწოდა მარკოზ, სადა-იგი მრავალნი შეკრებულ იყვნეს და ილოცვიდეს.
და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა მას ბჭისასა, გამოვიდა სმენად მჴევალი ერთი, რომელსა სახელი ერქუა როდე.
იცნა ჴმაჲ პეტრჱსი და სიხარულითა არა განუხუნა ბჭენი, არამედ მივიდა და უთხრა, ვითარმედ: ესერა, პეტრე ბჭეთა ზედა დგას.
ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი სამე. ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: იგი არს.
ხოლო პეტრე დგა და ჰრეკდა. ვითარცა განუღეს კარი, იხილეს იგი და განუკჳრდა.
ხოლო პეტრე ჴელი განუყარა, რაჲთა დადუმნენ; და უთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ჰრქუა მათ: უთხართ ესე იაკობს და სხუათაცა ძმათა და მიერ გამოვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა.
რომელი
Ms. page: P378V Ms. page: K238A_26 რომელი-იგი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი განვიცადეთ Ms. page: P379R და ჴელნი ჩუენნი მსახურებდეს სიტყუასა მას Ms. page: K238B_1 ცხოვრებისასა.
და ცხოვრებაჲ იგი გამოცხადნა და ვიხილეთ და გითხრობთ თქუენ ცხოვრებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ:
რომელი ვიხილეთ, ვწამებთ და გითხრობთ თქუენ. რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა: და ზიარებაჲ იგი ჩუენი იყოს მამისა თანა და ძისა მისისა იესუ ქრისტჱსა. {1}
და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუესმა მისგან, და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი მის თანა არა არს არცა ერთ.
უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზიარებაჲ მაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით. ვტყუვით და არა ვჰყოფთ ჭეშმარიტებასა.
უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა-იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ მაქუს ურთიერთას და სისხლი იგი იესუჲსი, ძისა მისისაჲ, განმწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.
უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ცოდვაჲ არა გჳქმნიეს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა.
უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩვენ ყოვლისაგან სიცრუვისა
უკუეთუე {?} ვთქუათ, ვითარმედ არარაჲ ვცოდეთ, ვტყუვით მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შორის.
გთნდა უფალო ქუეყანაჲ შენი
მოიქცა პეტრჱ და
Ms. page: P379R მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფჱ იგი, რომელი უყუარდა იესუს, რომელიცა-იგი მიეყრდნა სერობასა მკერდსა მისსა და ჰრქუა: ვინ არს, უფალო, რომელი მიგცემს შენ?
ესე იგი იხილა პეტრე და ჰრქუა: უფალო, მისთჳს რაჲ სთქუ?
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი ვიდრე მოსლვად ჩემდადმდე, შენდა რაჲ? შენ შემომიდეგ მე.
და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფჱ იგი არა მოკუდეს და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრე მე მოვიდე.
ესე არს იგი მოწაფჱ, რომელი წამებს მისთჳს და რომელმან დაწერა ესე. ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
და არიან სხუანიცა მრავალნი სასწაულნი, რომელნი ქმნნა იესუ, რომელნი, უკუეთუმცა დაწერილ იყვნეს თითოეულად, არღა ვჰგონებ, ვითარმედ სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
განადიდე მაცხოვარ სოფელსა.
სუფევს ღმერთი წარმართთა: