) რომელნი საუკუნითგან.
ყოველსა ქუეყანასა.
ცანი უთხრობენ:
ამის გამო
Ms. page: P377R ამის გამო ვიზრუნო მოჴსენებად თქუენდა მას: დაღათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა.
სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას სოფელსა, განღჳძებაჲ თქუენი მნებავს მოჴსენებითა.
უწყი, რამეთუ აღრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა
და ვისწრაფო. რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენგანსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათ მოჴსენებათა ყოფაჲ.
რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყე თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი მოსლვაჲ და ძალი, არამედ თჳთ ვხედევდით მისსა მას Ms. page: P377V დიდებულებასა.
რამეთუ მოიღო ღმრთისა მიერ მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. {1}
და ესე ჴმაჲ ჩუენ {!} გუესმა ზეცით გარდამო, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა წმიდასა.
:
Ms. page: L497B და მაქუს ჩუენ უმეტესი საწინაწარმეტყუელოი სიტყუაჲ რომელ კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ თუ ვითარცა სანთელსა, აღნთებულსა წყუდიადსა ადგილსა, ვიდრე დღჱ განათლდეს და მთიები გამობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა.
ვწამებ
Ms. page: P377V ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტჱსა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა.
ქადაგე სიტყუაჲ ესე, ჟამითი ჟამად ზედაადეგ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოველთა სულგრძელებითა და მოძღურებითა.
რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულისთქუმისაებრ გულისა მათისა შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა,
და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი მათნი გარემიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ. ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ ეგე შენი კეთილად აღასრულე.
რამეთუ მე აწ, ესერა, შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია.
ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს.
ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.
ყოველთა წარმართთა {დ}აი{გვიწყებიეს}:
და ოდეს ისადილნეს:
Ms. page: P377V და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. და ჰრქუა მას: დააძოვენ კრავნი ჩემნი.
მერმე ჰრქუა მას იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
მერმე ჰრქუა მას მესამედ: სიმონ Ms. page: P378R იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ, ვითარმედ: გიყუარ მეა? და ჰრქუა: უფალო, შენ იცი ყოველი, შენ ყოველი უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დააძოვენ ცხოვარნი ჩემნი.
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრე გნებავნ. ხოლო ოდეს დაჰბერდე, განგიპყრნენ ჴელნი შენნი და სხუათა შეგარტყან და მიგიყვანონ, ვიდრე-იგი შენ არა გინდეს.
ესე თქუა და აუწყა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ესე ვითარცა თქუა, მერმე ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
) მოციქულნი და მოწამენი.
) ანგელოზთა ერნი შენდა დი{დებასა}: