) დიდებულ{ო} პირველ-მოწამ{ეო}.
) მჴედარო ზეცი[სა] მე{უფისაო}.
იქადოდიან შენდამი ვიდრე მყუენ
იხარებდენ შენდა:
Ms. page: P374R ხოლო სტეფანე სავსე იყო სულითა წმიდითა და მადლითა, იქმოდა ნიშებსა დიდსა ერსა შორის სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.
აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგანნი, რომელსა ჰქჳან ლიბინტიელთაჲ და ალექსანდრელთაჲ, და ეძიებდეს სტეფანჱს თანა სიტყუასა.
და ვერ შეუძლებდეს წინადადგომად სიბრძნითა მისითა და სულითა წმიდითა, რომელსა იტყოდა.
მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმა მაგისგან სიტყუაჲ გმობისაჲ, რომელსა იტყოდა მოსჱსთჳს და ღმრთისა.
აღძრეს ერი იგი და მოხუცებულნი და მთავარნი და ზედამივიდეს სტეფანესა და მოიყვანეს კრებულსა მათსა შორის.
და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელნი იტყოდეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუასა ბოროტსა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და რჩეულისა.
გუესმა მაგისგან, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს შჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.
ხედვიდეს მას, რომელნი-იგი მუნ დგეს კრებულსა მას შორის, და იხილეს პირი მისი, ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.
ჰრქუა მას მღდელთმოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრჱთ არს?
ხოლო მან ჰრქუა მას: კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამსა, ვიდრე იყოღა იგი შუამდინარესა ასურეთისასა, ვიდრე დამკჳდრებადმდე მისა ქარანს შინა.
და ჰრქუა მას: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი მე გიჩუენო შენ.
გამოვიდა ქუეყანისა მისგან ქალდეველთაჲსა და დაეშჱნა ქარანს შინა. შემდგომად სიკუდილისა [მამისა] მისისა დაემკჳდრა იგი ქუეყანასა მას, რომელსა ესე Ms. page: P374V აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ.
და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა არცა წარსადგომელი ფერჴისაჲ, და აღუთქუა მას მიცემად იგი სამკჳრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისა, და არა ესუა მას შვილი.
ეტყოდა მას ღმერთი, ვითარმედ: იყოს ნათესავი შენი მწირ ქუეყანასა უცხოსა და დაიმონნენ იგინი და ბოროტსა უყოფდენ ოთხას წელ;
და ნათესავსა რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, -- თქუა უფალმან; და მისა შემდგომად გამოვიდენ, მსახურებდენ მე ადგილსა ამას.
და მოსცა მას შჯული წინადაცუეთისაჲ. და მან შვა ისაკი და წინადასცჳთა მას მერვესა დღესა; და ისაკმან -- იაკობი და იაკობმან -- ათორმეტნი მამათმთავარნი.
ხოლო მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს ეგჳპტედ; და იყო ღმერთი მის თანა.
და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა სიბრძნჱ და მადლი წინაშე მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა, და დაადგინა იგი მთავრად ეგჳპტჱსა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა.
და იყო სიყმილი და ჭირი დიდი ეგჳპტეს და ქუეყანასა მას ქანანისასა, და არა ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი.
ესმა იაკობს, რამეთუ არს საზრდელი ეგჳპტეს, და წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად.
და მეორედ მისლვასა გამოეცხადა იოსებ ძმათა თჳსთა და განეცხადა სახლსა ფარაოჲსსა ნათესავი იოსებისი.
წარავლინნა იოსებ და მოუწოდა იაკობს, მამასა თჳსსა, და ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა.
და შთავიდა ისრაჱლი ეგჳპტედ; და აღესრულა იგი მუნ და მამანი ჩუენნი;
და მოიხუნეს იგინი და დაჰფლნეს სჳქემს საფლავსა მას, რომელი-იგი მოიგო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს.
და ვითარ მოიწია ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან აბრაჰამსა, აღორძინდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა.
ვიდრემდის აღდგა Ms. page: P375R სხუაჲ მეფჱ ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები.
ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე-განუთხევდა შვილთა, რაჲთა არა ცხონდენ.
ხოლო რაჟამ მოსე იწვა, იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა, რომელი იზარდებოდა სამ თთუე სახლსა მამისა თჳსისასა.
და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფაროჲსმან და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად.
და განსწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგჳპტელთაჲთა, და იყო იგი ძრიელ სიტყჳთა თჳსითა და საქმითა.
და ვითარცა აღესრულებოდეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა თჳსსა მიხედვად ძმათა თჳსთა, ისრაჱლისათა.
და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა მავნებელსა მას, და იყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა მეგჳპტელი იგი და ქჳშაჲ ზედა-მიაქცია მას.
ჰგონებდა, ვითარმედ გულისხმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ღმერთმან ჴელითა მისითა მოსცა მათ ცხოვრებაჲ; ხოლო მათ ვერ გულისხმა-ყვეს.
მერმე კუალად იხილნა ვინმე, რომელნი ილალებოდეს ურთიერთას; და დააწყნარებდა მათ მშჳდობად და ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაჲსა ავნებთ ურთიერთას?
ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა თჳსსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა?
ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს, ვითარ-იგი მოჰკალ გუშინ მეგჳპტელი იგი?
ხოლო მოსე ივლტოდა სიტყჳთა მით; და მწირობდა ქუეყანასა მას მადიამისასა, სადა-იგი ესხნეს მას ორ ძე.
და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩუენა მას უდაბნოსა [მთასა] სინასა ანგელოზი უფლისაჲ ალითა ცეცხლისაჲთა მაყლოანსა მას შინა.
ხოლო მოსეს უკჳრდა ხილვაჲ იგი, იხილა რაჲ; და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო ჴმაჲ უფლისაჲ მისა მიმართ და თქუა:
მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი, ხოლო მოსე შეძრწუნდა და ვერ Ms. page: P375V [იკ]ადრებდა განცდად.
ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ ჴამლნი ეგე ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, ქუეყანაჲ წმიდაჲ არს.
ხილვით ვიხილე ძჳრი იგი ერისა ჩემისაჲ და გარდამოვჴედ განრინებად მათა; და აწ მოვედ, და მიგავლინო შენ ეგჳპტედ.
ესე მოსე, რომელ უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოავლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი-იგი ეჩუენა მაყლოანსა მას შინა.
ამან გამოიყვანნა იგინი; და ქმნა ნიშნები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ.
ესე იგი მოსე არს, რომელ ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა: წინაწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან ამათაგან თქუენთა, ვითარცა -- ესე მე; მისი ისმინეთ.
ესე არს, რომელი-იგი იყო ერისა მის თანა უდაბნოსა მას შინა ანგელოზისა მის თანა, რომელი-იგი ეტყოდა მას მთასა სინასა მამათა მათ ჩუენთა, რომელნი-იგი შეიწყნარნა მან სიტყუანი ცხოვრებისანი მოცემად თქუენდა,
რომლისაჲ არა ინებეს დამორჩილებაჲ მამათა მათ თქუენთა, არამედ განიშორეს და უკუნიქცეს გულითა მათითა ქუეყანად ეგჳპტედ.
ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინამიძღოდენ ჩუენ, რამეთუ მოსე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ეგჳპტით, არა უწყით, რაჲ ყოფილ არს.
და აჰმართეს მას დღესა შინა ჴბოჲ იგი და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის, და იხარებდეს ქმნულითა მით ჴელითა მათთაჲთა.
მიაქცინა იგინი ღმერთმან და მისცნა მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას წინაწარმეტყუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შემოსწირევდით ჩემდა ორმეოც წელ უდაბნოსა ზედა, სახლი ეგე ისრაჱლისაჲ?
და აღიღეთ თქუენ კარავი იგი მოლოქისი და ვა\რსკულავი Ms. page: P376R იგი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად მათა; და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნისა.
კარავი იგი საწამებელი იყო მამათა მათ ჩუენთა თანა უდაბნოსა მას ზედა, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოსცა მან, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს აღსაქმედ მისა მსგავსად სახისა მის, რომელ-იგი ეხილვა მას.
რომელიცა შემოიღეს შემდგომითი-შემდგომად მამათა ჩუენთა ისუჲს თანა დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსპნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთაჲსა, ვიდრე დღეთამდე დავითისთა,
რომელმან-იგი პოა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოვა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
სოლომონმანცა რაჲმე უშჱნა მას სახლი.
არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელითქმნულთა ტაძართა შინა მყოფ არს, ვითარცა თქუა წინაწარმეტყუელმან:
ცანი საყდარნი ჩემნი არიან და ქუეყანაჲ კუარცხბერკი ფერჴთა ჩემთაჲ. რაბამი სახლი მიშჱნოთ მე, თქუა უფალმან, ანუ რაჲმე ადგილი იყოს განსასუნებელისა ჩემისაჲ?
არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი?
გულფიცხელნო და ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა! თქუენ მარადის სულსა წმიდასა წინააღუდგებით ანთრაკად, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრევე თქუენ.
რომელნი წინაწარმეტყუელთაგანი არა დევნნეს მამათა თქუენთა? და მოწყჳდნეს, რომელნი-იგი წინაწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისასა, რომლისათჳს აწ თქუენ განმცემელ და მკლველ ექმნენით,
რომელთა მოიღეთ შჯული ბრძანებისაებრ ანგელოზისაჲსა და არა დაიმარხეთ.
ვითარცა ესმოდა მათ, განიხერხებოდეს გულითა მათითა, და იღრჭენდეს კბილთა მათთა მის ზედა.
ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, აღიხილნა ზეცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მჯდომარჱ მარჯუენით მისა.
და თქუა: აჰა, ესერა, ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა მარჯუენით ღმრთისა.
Ms. page: P376V [ხოლო მა]თ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ყურთა ჴელნი დაისხნეს და მოვიდეს მის ზედა.
და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს ...
სტეფანეს ზედა. ხოლო იგი ილოცვიდა უფლისა მიმართ და იტყოდა: უფალო, შეივედრე სული ჩემი.
და დაიდგნა მუჴლნი და თქუა: უფალო, ნუ შეურაცხებ ამათ ცოდვასა ამას და შეივედრე სული ჩემი. და ესე ვითარცა თქუა, შეისუენა.
Ms. page: P376V სავლე იყო ჯერისმჩინებელ მოკლვასა მას მისსა. და იყო მათ დღეთა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა იერუსალჱმისათა; და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა.
და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთისათა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა.
) გუაქუს
ფებერვალსა: ვ :
დაადგ თავსა მისსა ვიდრე
ამენ ამენ გეტყჳ
Ms. page: P376V ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და არა მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს.
რომელსა უყუარდეს თავი თჳსი, განუტეოს იგი. და რომელსა სძულდეს თავი თჳსი ამას სოფელსა, ცხოვრებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.
უკუეთუ ვინმე მსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. უკუეთუ ვინმე მსახურებდეს, პატივ-სცეს მამამან ჩემმან ზეცათამან.
აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲმე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ამის ჟამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.
მამაო, ადიდე სახელი შენი. მოიწია ჴმაჲ ზეცით: გადიდე და კუალად გადიდო.
ხოლო ერი იგი დგა და ესმა, იტყოდეს: ქუხილი არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.
მიუგო იესუ და ჰრქუა: არა ჩემთჱს იყო ჴმაჲ ეგე, არამედ თქუენთჳს.
აწ სარჩელი არს ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ გარდამოვარდეს ქუე.
და მე ავმაღლდე ზე, ყოველნი ჩემდა მოვიზიდნე.
ხოლო ამას იტყოდა და აუწყებდა, რომლითა Ms. page: P377R სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილი.
მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისადმდე ეგოს, და შენ ვითარ იტყჳ, რამეთუ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ ვინ? არს ესე ძჱ კაცისაჲ?
ჰრქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუს, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა იცინ, ვიდრე ვალნ.
ვიდრემდე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და დაეფარა მათგან.
და ესოდენი სასწაული ქმნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მათ მისა მიმართ.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?
ამისთჳს ვერ უძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია:
დაუბნელდენ თუალნი მათნი და დაუსულბენ გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა და არცა გულისხმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნე იგინი.
ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.
) იტყოდენ უფლისა მიერ