მოიჴსენე უფალო დავით:
ვითარ იგი ეფუცა უფალი:
განადიდა ცხორებაჲ მე.
ღმერთო ჩემო უბიწო არიან გზანი შენნი:
და მოვიდეს
Ms. page: P373V და მოვიდეს ყოველნი ტომნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონდ და ჰრქუეს მას: აჰა ესერა ჩუენ ძალნი შენნი და ჴორცნი შენნი ვართ.
და გუშინ და ძუღუან, ვიდრე იყო-ღა საულ მეფედ ჩუენ ზედა, შენვე იყავ განმყვანებელ და შემომყვანებელ ისრაჱლისა, და შენ გრქუა უფალმან, ვითარმედ: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი, და შენ იყავ წინამძღუარ და მთავარ ისრაჱლისა.
და მოვიდეს მოხუცებულნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონდ და აღუთქუა მეფემან დავით აღთქუმაჲ ქებრონს წინაშე უფლისა, და სცხეს მუნ დავითს მეფედ ყოველსა ისრაჱლსა ზედა.
ნაშობი იყო ოც და ათისა წლისაჲ დავით მეფობასა თჳსსა და ორმეოც წელ მეფობდა იუდასა ზედა.
და შჳდ წელ და ექუს თთუე მეფობდა იერუსალჱმს, და ოც და ცამეტსა წელსა ყოველსა ზედა იერუსალჱმსა და იუდასა.
წარვიდეს დავით მეფჱ და ყოველი ერი მის თანა იობოსელისა მის, რომელი-იგი დამკჳრებულ იყო ყოველსა მას ქუეყანასა. და ეუწყა დავითს, რამეთუ იტყოდეს იობოსელნი იგი, ვითარმედ არა მოვიდეს აქა დავით, რამეთუ ჴდომად აღუდგეს მას ბრმანი და მკელობელნი და იტყოდეს: ნუ მოვალნ აქა დავით.
და მიიწია დავით და დაიპყრა ციხის-ციხჱ იგი სიონისაჲ და თქუა: ესე არს ქალაქი დავითისი.
და უბრძანა დავით მას დღესა შინა და თქუა: ყოველმან, რომელმან დასცეს იაბოსელი იგი მახჳლითა, აიღენ ბრმათა მათ ზედა და მკელობელთა და მოსრნენ იგინი, რომელთა სძულდა სული დავითისი; რამეთუ ამის გამო თქჳან სიტყჳს ჯერად, ვითარმედ: ბრმანი და მკელობელნი ნუ შევლენედ ტაძრად უფლისა.
და დაემკჳდრა დავით ციხის-ციხესა მას და უწოდა მას ქალაქი დავითისი. და აღაშჱნა ქალაქი იგი გარემოჲს ბორცუსა მას და მას შინა აღიქმნა სახლი თჳსი.
და ვიდოდა დავით სრბით და განდიდნებოდა და უფალი ყოვლისა-მპყრობელი იყო მის თანა.
Ms. page: P383R შემდგომად დადუმებისა მის მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ!
სიმონ წარმოთქუა, ვითარცა-იგი პირველად მოხედა ღმერთმან გამოყვანებად წარმართთაგან [ერი სახელისათჳს მისისა.].
და ესე შეეტყუებიან სიტყუანი წინაწარმეტყუელთაგანი, ვითარცა წერილ არს:
ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშჱნო კარავი იგი დავითისი, დაცემული იგი მისი აღვჰმართო და აღვაშჱნო,
რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი, იტყჳს უფალი.
რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკუნითგან.
მისთჳს მე ვიტყჳ, რაჲთა არა აიძულოთ, რომელნი-ეგე წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა;
არამედ ამცნებდ მათ, რაჲთა განეყენნენ შეგინებულთაგან ნაკერპავთა, სიძჳსაგან, მრუშებისა და სისხლისა.
რამეთუ მოსეს პირველითგან ნათესავით ქალაქად ჰქონდეს ქადაგნი, შესაკრებელთა შორის ყოველთა შაბათთა რომელნი იკითხვიდეს.
მაშინ ჯერ-უჩნდა მოციქულთა და მღდელთა ყოვლით კრებულითურთ [გა]მორჩევად კაცნი მათით, მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბას თანა: იუდა, რომელსა ერქუა ბარსაბა, და შილა, კაცნი მთავარნი ძმათა შორის;
მიწერეს ჴელითა მათითა ესრჱთ; მოციქულნი, მღდელნი და ძმანი, რომელნი ხართ ანტიოქიაჲთ და კილიკიაჲთ წარმართთაგანნი ძმანი, გიკითხავთ.
რამეთუ გუესმა, ვითარმედ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგაშფოთნეს თქუენ სიტყჳთა, აღსძრვიდეს სულთა თქუენთა, ვითარმედ: წინადაიცჳთეთ და შჯული დაიმარხეთ, რომელი ჩუენ [არა] ვბრძანეთ;
ჯერ-გჳჩნდა ჩუენ, კრებულთა ერთბამად, არამედ გამოვირჩიენით კაცნი მივლინებად თქუენდა საყუარელთა ჩუენთა პავლჱს და ბარნაბაჲს თანა,
კაცთა, რომელთა მიუცემიან თავნი თჳსნი სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.
მივავლინენით იუდა და შილა და მათცა სიტყჳთ გითხრან ყოველი.
რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არა უფროჲს დავდვათ თქუენ ზედა სიმძიმჱ, გარნა ესე, რომელი უსაჴმარჱს არს.
განე[შორ]\ენით Ms. page: P383V ნაკერპავთაგან, სისხლისაგან დამშთვრისა; ამათგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით.
) იაკობ ღმრთისა
ზატიკთა: ა : სამშაბათსა:
გაუწყებ
Ms. page: P383V გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გეხარა თქუენ ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივი,
არცა მე კაცისაგან მოვიღე გინა თუ ვისწავე, არამედ გამოცხადებითა ქრისტჱსითა.
რამეთუ გესმინა სლვაჲ ჩემი ოდესმე ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ მე ეკლესიათა ღმრთისათა და ვსტყუენევდი მათ.
და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ასაკის სწორთა ჩემთა, უმეტჱს მოშურნე ვიყავ მამულისათჳს შჯულისა ჩემისა.
ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედისმუცლით ჩემითგან,
რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მუნთქუესვე არა ვაუწყე ჴორცითა და სისხლითა,
არცა აღვედ იერუსალჱმდ მათ თანა, რომელნი იყვნეს უწინარჱს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკეს.
და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრჱსა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.
სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.
ხოლო რომელსა-ესე ვიტყჳ წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუი.
ეფუცა უფალი დავითს ვიდრე შენთაჲ:
კრებულ რაჲ იყვნეს
Ms. page: P383V კრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხვიდა მათ იესუ
და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძჱ არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.
ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით უფლისა [ხადის] და იტყჳს:
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავხსნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?
ვინაჲთგან დავით უფლით ხადის, ვითარ ძჱ არს?
და ვერვინ იკადრა სიტყჳს-გებად მისა, არცაღა ჴელ-ვინ-იწიფა მიერითგან კითხვად მისა არღარაჲ.
) მღდელნი განწმედილ{ნი}
) ჴორცი უფლისაჲ: სისხლი: