] მაღალთა ზედა
ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳსი: ვიდრე
] პირველადვე თქუა ესაჲა აჰა
უფალმან მწყსოს მე და მე არა მაკლდეს
რომელი ჰმწყსი ისრაჱლსა
და მწყემსნი იყვნეს
Ms. page: L2A და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველსა დგებოდეს ჴმილვიდეს საჴმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა.
და ანგელოზი უფლისაჲ დაადგა მათ, და დიდებაჲ უფლისაჲ გამობრწყინდა მათ ზედა, და შეეშინდა მათ შიშითა დიდითა.
და ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან: Ms. page: L2B ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ, აჰა, ესერა, გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა:
რამეთუ იშვა თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა.
და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხვეული, მწოლარჱ ბაგასა.
და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლჱ ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს:
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოვებაჲ.
და იყო, ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი უფალმან მაუწყა ჩუენ.
და მოვიდეს მწრაფლ და პოეს მარიამ და იოსებ, და ყრმაჲ იგი მწოლ არს ბაგასა.
და ვითარცა იხილეს, გულისხმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს.
და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ Ms. page: L3A მწყემსთა მათ მათა მიმართ.
ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე, დაედვა გულსა თჳსსა.
და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმოდა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათა მიმართ.
) ყოველთა დაბადებულთა შემოქ{მედი}:
უფალმან მრქუა მე ძე ჩემი:
ითხოვენ ჩემგან და მიგ{ცნე}:
ამისთჳს
Ms. page: L3A ამისთჳს ესრეთ იტყუის უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ მწყემსთა ზედა ერისა ჩემისათა: თქუენ განაბნიენით ცხოარნი ჩემნი და განაშორენით იგინი, და უგულებელს-ჰყვენით იგინი. აჰა, ესერა, მე შური ვიძიო თქუენგან უკეთურებისაებრ სლვისა თქუენისა, _ იტყჳს უფალი.
და მე შევიწყალნე ნეშტნი ერისა ჩემისა ყოვლისაგან ქუეყანისა, სადაცა განვაბნიენ იგინი მუნ, დავადგინნე Ms. page: L3B [იგინი] საძოარსა ზედა მათსა, და აღორძნდენ და განმრავლდენ.
და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი ჰმწყსიდენ მათ; და არღარა ეშინოდის მერმე, არცა შეძრწუნდენ, _ იტყუის უფალი.
აჰა, ესერა, დღენი მოვლენან, _ იტყჳს უფალი, _ აღუდგინო დავითს აღმოსავალით [მართალი] და მეუფებდეს მართალი მეუფჱ, ცნას და ყოს განკითხვაჲ და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა.
დღეთა მისთა ცხონდეს იუდაჲ და ისრაჱლმან დაიმკუიდროს სასოებით.
მრავლით კერძო
Ms. page: L3B მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა, ხოლო უკუნაჲსკნელთა მათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა,
რომელიცა დაადგინა მკუიდრად ყოველთა, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი,
რომელი იყო ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისაჲ, უტუირთვან სიტყუანი ძლიერებისანი, განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი Ms. page: L4A მარჯუენით სიმდიდრესა მაღალთა შინა.
ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი იგი მათსა დაიმკუიდრა სახელი.
ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძჱ ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ. და მერმე იტყუის: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე.
და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოი იგი სოფლად, იტყუის: თაყუანის-სცემდით მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი.
ხოლო ანგელოზთათჳს იტყუის: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად [და] მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.
ხოლო ძისათუის იტყუის: საყდარი შენი, ღმერთო, [უკუნითი] უკუნისამდე; კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა.
შეიყუარე სიმართლჱ და მოიძულე ურჩულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა.
შენ დასაბამითგან, უფალო, ქუეყანაჲ Ms. page: L4B დააფუძნე და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან;
... ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ
და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ და წელიწადთა შენთა არა მიაკლდეს.
ჰრქუა უფალმან
ხოლო იესუ ქრისტჱს
Ms. page: L4B ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო: რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვამდე მათა იპოა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ.
და ვითარ ამას ზრახვიდა იგი, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით ეჩუენა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყუანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ, რომელი-იგი მისგან შობად არს, სულისაგან წმიდისა არს იგი.
შვე[ს] ძჱ, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათაგან.
ხოლო ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულოს Ms. page: L5A სიტყუაჲ იგი უფლისაჲ წინაწარმეტყუელისაგან თქმული:
აჰა, ესერა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა არს ღმერთი.
განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან; და მიიყვანა ცოლი თუისი,
და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი იესუ.
) უფალი იშვა ბეთლემს ჰურისტან[ისასა]:
) რაჲმე შევწირო{თ}:
) შობასა უფლისასა ბეთლემს:
აღმოთქუნ გულმან ჩე[მმან]:
) დასაბამად ქმნა ღმერთმან
დიდსა შაბათსა:
) იხარებდით მართალნი ცანი.
ყოველთა წარმართთა აღიპყრ[ენით]:
და შეჰსძინა
Ms. page: L5A და შესძინა უფალმან სიტყუაჲ აქაზისა და ჰრქუა:
ისწავე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა Ms. page: L5B სიღრმედ ანუ სიმაღლედ.
და თქუა აქაზ: არა ვითხოო და განვცადო უფალი.
და ჰრქუა ესაია: ისმინე, სახლო დავითისო! ნუ მცირე არსა თქუენდა კაცისა ღუაწლისა შემთხუევაჲ. და ვითარმე უფალსა შეამთხუევთ ღუაწლსა?
ამისთჳს მიგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული: აჰა, ესერა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ევმანუელ.
ერბოსა და თაფლსა ჭამდეს, ვიდრე ცნობამდე მისა და გამორჩევად მისა ბოროტისა გამოირჩიოს მან კეთილი.
რამეთუ, ვიდრე ცნობამდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს მან კეთილი. დაშთეს ქუეყანაჲ, რომლისათჳს შენ გეშინის პირისაგან ორთა მეფეთაჲსა.
არამედ მოავლინოს შენ ზედა უფალმან და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი არღა წევნულ არიან, ვინაჲთ დღითგან მიუღო ეფრემ იუდაჲსგან, მეფჱ იგი ასურასტანელთაჲ.
) რაჲმეთუ გამოჩნდა
დიდ არს უფალი ქებულ მტ{კიცედ}:
) და იყო საჴმილავსა მას:
დიდსა შაბათსა.
) აღესრულა თქმული
ღმერთო მიწყალენ ჩუენ და მაკურ[თხენ]:
და შენ
Ms. page: L6A და შენ, ბეთლემ, სახლი ეგე ევფრათაჲსი, არასადა უმწემეს ხარა, რაჲთა იყო შენ ათასეულთა შორის იუდაჲსთა? რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდა მთავარი, რომელი მთავრობდეს ისრაჱლსა ზედა, და გამოსავალნი მისნი დღეთაგან საუკუნეთა.
ამისთუის მოსცეს მათ ვიდრე ჟამადმდე შობისა, რამეთუ შვეს [და] ნეშტთა ძმათა მისთა მიაქციონ ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.
და დადგეს და იდიდოს და მწყსიდეს სამწყსოსა ძლიერებით უფალი; და დიდებითა სახელისა უფლისა ღმრთისაჲთა იყვნენ, რამეთუ აწ განდიდნეს ვიდრე კიდემდე ქუეყანისა.
და იყოს ესევე მშჳდობაჲ, რაჟამს მოვიდეს Ms. page: L6B ასურასტანელი იგი ქუეყანასა თქუენსა; და ოდეს მოიწიოს სოფელსა თქუენსა, და აღდგენ მის ზედა შუიდნი მწყემსნი და რვანი ...
Ms. page: P382R წყლულებანი დამწყსიდენ ასურასტანელსა მას მახჳლითა და ქუეყანაჲ ნებროთისი -- პანტეზსა მისსა, და გიჴსნეს შენ ასურასტნელისა მისგან, რაჟამს მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა და ოდეს მოიწიოს სამთავროთა თქუენთა.
და იყოს ნეშტი იაკობისი წარმართთა შორის ერსა მრავალსა, ვითარცა ცუარი უფლისა მიერ გარდამოსრული და ვითარცა კრავნი მწვანვილსა, რაჲთა არავინ შეკრბეს იგინი და არცა წინა-აღუდგნეს ძეთა კაცთაჲსა.
) ვიხილეთ ჩუენ ქუაბსა
ღმერთო სარჩელი შენი მეუ[ფჱსა]:
იგავნი სოლომონისნი ძისა დავითისნი
Ms. page: P382R იგავნი სოლომონისნი, ძისა დავითისნი, რომელი მეფობდა ისრაჱლსა ზედა.
ცნობად სიბრძნისა და სწავლულებისა, ცნობად სიტყუათა გონიერებისათა
და შეწყნარებად ქცევითა სიტყუათა, ცნობად ჭეშმარიტებისა და სიმართლისა და სასჯელთა წარმართებად.
რაჲთა მიეცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ და ყრმათა ჩჩჳლთა გულისხმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ.
რომელთაჲ ისმინოს ბრძენმან და უბრძნჱს იყოს, ხოლო გულისხმის-მყოფელმანმოღუაწებაჲ მოიგოს.
ცნას იგავნი, დაფარულნი სიტყუანი, თქმულნი ბრძენთანი, და იგავნი.
დასაბამი სიბრძნისაჲ -- შიში უფლისაჲ; გულისხმა კეთილ ყოველთა, რომელთა ყონ იგი; და მსახურებაჲ მისი კეთილ ღმრთისა მიმართ; შიში უფლისაჲ -- დასაბამი ცნობისაჲ; სიბრძნჱ და სწავლულებაჲ უცებთა შეურაცხ-ყვიან.
ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ და ნუ განეშორები შჯულსა დედისა შენისასა.
რამეთუ გჳრგჳნი მადლისაჲ დაიდგა თავსა შენსა და მანიაკი ოქროჲსაჲ -- ყელსა შენსა.
) დღეს იხარებენ ცანი
გთნდა უფალო ქუეყანაჲ შენი:
Ms. page: P382R ... და ინებონ, თუმცა იყვნეს ცეცხლით შემწუარ.
რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენთჳს, ძჱ მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა ბეჭთა მისთა, და ჰრქჳან სახელი დიდისა ზრახვისაჲ ანგელოზი, ღმერთი ძრიელი და ჴელმწიფჱ, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ, რამეთუ მე მოვავლინო მშჳდობაჲ მთავართა ზედა, მშჳდობაჲ და სიცოცხლჱ.
და მშჳდობისა მისისაჲ არა არს რიცხჳ, ... დაჯდეს ... წყევასა მისსა ... წარემართოს სიმართლითა და ჭეშმარიტებითა ამიერითგან და უკუნისადე ჟამთა. შურმან უფლისა საბაოთისგან ყო ესე.
) ვინაჲ მოვედით მოგუნო
საფუძველნი მისნი მთა{თა}:
და გამოვიდეს
Ms. page: P382V და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესჱსისა, და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოჴდეს.
და განისუენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისამან და გულისხმის-ყოფისამან, სულმან ზრახვისამან და მეცნიერებისამან და ღმრთისმსახურებისამან,
სულმან ძრიელებისა და შიშისა ღმრთისამან; და აღავსოს იგი, არა დიდებისაებრ შჯიდეს, არცა სიტყჳსაებრ ამხილებდეს,
არამედ სჯიდეს სიმართლისა სასჯელსა და ამხილებდეს დიდებულთა ქუეყანისათა. დასცეს ქუეყანაჲ სიტყჳთა პირისა მისისაჲთა და სულითა ბაგეთა მისთაჲთა მოსპოს უღმრთოჲ.
და იყვნენ სიმართლითა მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებითა მომტკიცებულ გუერდნი მისნი.
მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი განისუენებდეს თიკანთა თანა, და ჴბოჲ და კუროჲ და ლომი ერთად ძოვდენ, და ყრმამან მცირემან მოიყვანნეს იგინი.
და ჴარი და ლომი ერთად ძოვდენ, და ერთად მართუენი მათნი იყვნენ.
და ყრმამან ჩჩჳლმან ჴურელსა ასპიდისასა ჴელი დასდვას;
და არარაჲ ავნოს მას და არცა შეუძლოს წარწყმედად მთასა მას ზედა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანაჲ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა წყალმან მრავალმან დაფარის ზღუაჲ.
) შობილსა ქალწ{ულისაგან}:
წყალობითა შენითა უფალო:
განძლიერდით
Ms. page: P382V განძრიელდით ჴელნი დაშთომილნი და მუჴლნი დაჴსნილნი.
ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა გულითა, განძრიელდით და ნუ გეშინინ. აჰა, ესერა, უფალი ჩუენი სასჯელსა მიაგებს და მიაგოს იგი. თავადი მოვიდეს და მაცხოვნნეს ჩუენ.
მაშინ აღეხუნენ თუალნი ბრმათანი და ყურთა ყრუთასა ესმოდის.
მაშინ ხლდებოდიან მკელობელნი ვითარცა ირემნი, და განემართოს ენაჲ ბრგუნვილი, რამეთუ გამოსთქდა უდაბნოსა წყალი და ჴევნები ქუეყანასა წყურიელსა.
და იყოს უდაბნოჲ წყურნებად, და წყურიელსა ქუეყანასა იყოს წყაროჲ წყალთაჲ. Ms. page: L9A მუნ იყოს სიხარული მფრინველთაჲ და საყოფელი ურჩხულთაჲ ლერწამი და წყურნები.
მუნ იყოს გზაჲ მართალი და გზა წმიდა ეწოდოს მას. ვერ წარვიდეს მიერ არაწმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზაჲ არაწმიდათაჲ; ხოლო გულარძნილნი იგი ვიდოდიან მას ზედა და არა სცთებოდიან.
არა იყოს მუნ ლომი და არცა მჴეცთა ბოროტთაგანი, არა აღვიდეს და არცა იპოოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოჴსნილნი იგი და შეკრებულნი უფლისა მიერ.
მოიქცენ და მივიდენ სიონად სიხარულით და მხიარულებით, რამეთუ თავსა ზედა მათსა იყოს ქებაჲ და მხიარულებაჲ. და განეშოროს სალმობაჲ და ზრუნვაჲ, წუხილი და კუნესაჲ.
) ქრისტჱს
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა დაჯედ
მთასა
Ms. page: P368R აღვედ მთასა მაღალსა მახარებელი ეგე სიონისაჲ, აღიმაღლე ძრიელად ჴმაჲ შენი მახარებელმან მაგან იერუსალჱმისამან, აღიმაღლე, ნუ გეშინინ, არქუ ქალაქებსა იუდაჲსსა:
აჰა, ესერა, ღმერთი, ღმერთი ჩუვნი, აჰა, ესერა, უფალი ძრიელებით მოვალს და მკლავი მისი უფლებით; აჰა, ესერა, სასყიდელი მისი მის თანა და საქმენი წინაშე მისსა.
ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სამწყსოსათა თჳსთა და მკლავითა თჳსითა შეკრიბნეს კრავნი და მუცლად-ღებულთა ნუგეშინის-სცეს.
ვინ აღწყნა პევშითა თჳსითა წყალნი და ცანი მტკავლითა განზომნა და ყოველი ქუეყანაჲ ბრჭალითა? ვინ აღწონნა [მთანი სასწორითა] და ბორცუნი უღლითა?
ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ეყო მას, რაჲთამცა კუალს ადგინა იგი?
ანუ ვინ უჩუენა მას სამართალი, ანუ გზაჲ გულისხმის-ყოფისაჲ ვინ აუწყა მას?
უკუეთუ ყოველნი წარმართნი ვითარცა ნაწუეთნი კარსისანი და წამი სასწორისაჲ შეირაცხნენ და ვითარცა ნერწყუანი პირისანი.
ხოლო ლიბანი ვერ კმა არს საგზებლად, და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა არიან საკუერთხად.
და ყოველნი წარმართნი არად, ვითარცა არარაჲ არიან და არად შერაცხილ არიან.
) მეუფჱ ჰურიათაჲ და მჴსნელი:
აუარებდით უფალსა რაჲმეთუ კეთილ:
იაკობს
Ms. page: P368R იაკობს, მონასა ჩემსა, შევეწიო მას; და ისრაჱლ, რჩეული ჩემი, შეიწყნაროს სულმან ჩემმან; მივსცე სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა გამოართუას.
არა ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა ისმეს გარე ჴმაჲ მისი.
ლერწამი განტეხილი არა შეიმუსროს, და პატრუკი ბრდჳნვალჱ არა დაშრტეს, არამედ ჭეშმარიტად გამოიღოს სამართალი.
და ყოველი Ms. page: P368V [შეძ]რწულნდეს, [ვიდრემდე დ]ადვას ქუეყანასა სამართალი; და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
ესრე იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნა ცანი და დაამყარნა იგინი; რომელმან დაამყარა ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, და მოსცა საშუმინველი ერსა თჳსსა, და სულნი, რომელნი ვლენან მას ზედა.
მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე შენ სიმართლით და გიპყარ ჴელი შენი და განგაძრიელე შენ და მიგეც აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა,
ახილვად თუალთა ბრმათასა და გამოყვანებად კრულნი საპყრაობილით, რომელნი სხენან ბნელსა.
მე ვარ უფალი, და ესე არს სახელი ჩემი.
) ქალაქი რომელ შეიყუარე:
მოიჴსენე უფალო დავით:
) წელსა
დიდსა შაბათსა:
აღდეგ უფალო
მოიჴსენე უფალო დავით და:
და იყო მათ დღეთა
Ms. page: P371V და იყო, მათ დღეთა შინა ბრძანებაჲ გამოჴდა აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა.
ესე პირველი აღწერაჲ სოფლისაჲ წელთა მათ კჳრინე ასურისა ბჭისათა.
წარვიდოდა ყოველი და აღიწერებოდა კაცად-კაცადი თჳსით ქალაქით.
აღვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტნად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ნათესავისა დავითისი,
მისლვად და შთაწერად წიგნსა მას სოფლისა აღწერისასა მარიამითურთ, რომელი-იგი თხოვილ იყო მისა.
და იყო, ვიდრე-იგი მუნღა იყვნეს, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.
და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუეველითა და შთააწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.
) ყოველთა დაბადებულთა:
უფალმან მრქუა მე ძე
ითხოენ: ჩემგან:
უფალმან დამამტკიცა მე
Ms. page: P371V უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა საქმეთა თჳსთა ზედა.
წინავე საუკუნეთა დამამტკიცა მე დასაბამსავე ვიდრე შესაქმემდე ქუეყანისა.
და წინავე უფსკრულთა შესაქმემდე და ვიდრე აღმოდინებამდე წყაროთა წყალთაჲსა.
და უწინარჱს მთათა და ვიდრე ბორცუთა დამტკიცებადმდე მშვა მე .
უფალმან დაჰბადა შჱნი და უდაბნოჲ, კიდემდე მყოფნი ცასა ქუეშე.
და ოდეს განაგებდა ცათა, მის თანა ვიყავ, და ოდეს იგი აჰმართებდა საყდართა თჳსთა ზედა ქართა
და ოდეს იგი განაძრიელებდა ღრუბელთა ზესკნელთა და ოდეს იგი კრძალულად დასხმიდა წყალთა ქუეშე ცასა.
რამეთუ დასდვა ზღუასა ზედა შიში თჳსი, Ms. page: P372R რაჲთა არა გარდაჰჴდენ ყოველნი წყალნი ბრძანებათა მისთა ჟამსა მას, რომელსა დაამტკიცებდა საფუძველთა ქუეყანისათა, მე ვიყავ მის თანა განმგებელ.
და მე ვიყავ, რომლითა მხიარულ არნ უფალი მარადის, და მე ვიხარებდ წინაშე მისსა ყოველსა ჟამსა,
რაჟამს იგი მხიარულ იყო სოფლისა გასრულებასა ზედა და უხაროდა ძეთათჳს კაცთაჲსა.
Ms. page: P372R მე პირისაგან მაღლისა გამოვედ, და ვითარცა ნისლმან დავფარე ქუეყანაჲ.
მე მაღალთა შინა დავემკჳრე, და საყდარი ჩემი სუეტსა ღრუბლისასა.
სიმრგულჱ ცისაჲ მივიღე მარტომან და სიღრმესა უფსკრულთალსა ვიდოდე.
ღელვათა ზღჳსათა ყოველსა ქუეყანასა და ყოველსა ზედა ერსა და ნათესავსა მოვიგე.
ამისა შემდგომად განსასუენებელსა ვეძიებდ, ვისსა განვისუენო.
მაშინ მამცნო მე დამბადებელმან ყოველთამან და რომელმან დამამტკიცა კარავსა ჩემსა და მრქუა მე:
იაკობსა შორის დაემკჳდრე და ისრჱლსა შორის დაეშჱნე.
უწინარჱს საუკუნეთა დამამტკიცა მე და ვიდრე საუკუნეთა არა მოვაკლდი.
და საყოფელად ჰმსახურებდე და ესრჱ სიონს შინა დავემტკიცო.
ქალაქსა წმიდასა ეგრევე დამაშჱნა და იერუსალჱმსა ჴელმწიფებაჲ ჩემი.
და ძირნი დავიგნე ე...
Ms. page: P372R ... გამოეკუეთა მეფისაგან თჳნიერ კაცობრივისა ჴელისა ქმნულებისა, დაეცა ხატსა მას ფერჴთა მათ რკინისათა და თიჴისათა და კეცისათა და დააწულილნა იგინი სრულიად.
მაშინ დაწულილდეს იგინი ერთად, რკინაჲ იგი და კეცი და რვალი და ოქროჲ და იქმნნეს იგი(!) ვითარცა მტუერი კალოჲსა ზაფხულისაჲ. და აღიღო იგი სიმრავლემან ქარისამან, და ყოვლად ადგილი არა ეპოვა მათ და ლოდი იგი, რომელი ეცა ხატსა მას, იქმნა იგი მთად დიდ(!) და დაიპყრა ქუეყანაჲ.
) მრავლით კერძო:
ზემო თავით.
ჰრქუა უფალმან
ხოლო იესუ ქრისტჱს შობასა
Ms. page: P372V ხოლო იესუ ქრისტჱს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, და ა[ჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:
სადა არს ახლად შობილი იგი მეუფჱ ჰურიათაჲ]? რამეთუ ვიხილეთ ჩუენ ვასრკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა.
ვითარცა ესმა ესე ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა იგი, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
და შეკრიბნა ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და ჰკითხვიდა მათ: სადა შობად არს ქრისტჱ?
ხოლო მათ ჰქრუეს: ბეთლემს ჰურისატანისასა. რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ:
და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არსადა უმრწემჱს ხარ შენ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
მაშინ ჰეროდე ფარულად მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის მასკულავისაჲ.
და წარავლინნა ბეთლემს და ჰრქუა მათ: მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივედე და თაყუანის-ვსცე მას.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისაგან, წარვიდეს, და აჰა ესერა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდის მოვიდა და დაადგრა ქუაბსა მას ზედა, სადა იყო ყრმაჲ იგი.
ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა.
და მოვიდეს სახლსა მას და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას და აღაღეს საფასეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
და ბრძანებაჲ მოიღოს ჩუენებით ანგელოზთაგან, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.
და ვითარცა განეშორნეს იგინი, Ms. page: P373R და აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოკლვად ყრმაჲ ეგე და წარწყმედად.
ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე. და წარვიდეს ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: ეგჳპტით უწოდი ძესა ჩემსა.
რაჟამს იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და წარავლინნა და მოწყჳდნა ყოველნი ყრმანი ბეთლემისანი და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგან და ვიდრე უდარჱსამდე, მსგავსად ჟამისა მის, რომელი-იგი გამოიკითხა მოგუთა მათგან.
მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
ჴმაჲ ისმა ჰრამაჲთ ტირილისა და გოდებისაჲ; ჰრაქელ სტიროდა შვილთა თჳ[სთა და არა] უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა იოსებს ჩუენებით
და ჰრქუა მას: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
აღდგა იოსებ და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად თჳსა იერუსალჱმდ.
და ვითარცა ესმა, ვითარმედ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანსა ზედა ჰეროდჱს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ, და ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა.
და მუნ დაეშჱნა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ ნაზარეველ ეწოდოს მას.