) რაჲჟამს ქრისტჱ ნათელს-იღე{ბდა}.
ნეტარ არიან რომელთა მი{ეტევნენ}.
ნეტარ არს კაცი რომელსა არა:
)
მარხვათა ა პარასკევსა:
პავლჱ მოციქული
Ms. page: P5VA=53R პავლე, მოციქული ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქმისა მისებრ ქრისტჱ იესუჲსა,
ტიმოთჱს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.
ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა-ესე ვჰმსახურებ წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენი ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე,
მსურის ხილვაჲ შენი, მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი და სიხარულითა აღვივსები;
მოვიჴსენი, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედისდედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ივნიკჱს თანა: მრწამს, რამეთუ შენ თანაცა.
რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ აღდუღებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა მით ჴელითა ჩემთაჲთა.
რამეთუ არა მოგუცა ჩუენ ღმერთმან სული მოშურნეობისაჲ, არამედ ძრიელებისა და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ.
ნუუკუე გრცხუენინ წა\მებაჲ Ms. page: P1RA=49R იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, ნუცაღა მე, კრული ესე მისი, არამედ თანაიჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა,
რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომეცა ჩუენ ქრისტე იესუს მიერ უწინარჱს ჟამთა მათ საუკუნეთა,
რომელი გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანათლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ მით,
რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღუარად წარმართთა.
რომლისათჳსცა მევნების, არამედ არა მრცხუენის, რამეთუ ვიცი, რომელი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა.
გთნდა უფალო ქუეყანაჲ შენი
Ms. page: P1RB ამისა შემდგომად
ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისად და მუნ იყო მათ თანა და ნათელ-სცემდა.
იყო იოჰანეცა და ნათელ-სცემდა ენომს, მახლობელად სალემსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მივიდოდეს მისა მრავალნი და ნათელს-იღებდეს.
რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოჰანე საპყრობილესა.
და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანჱსთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს.
მოვიდა იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა თუ ნათელ-სცემს, და ყოველნივე მივლენან მისა.
მიუგო იოჰანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ ზეცით.
თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებული წინაშე მისა.
რომელსა აქუს სძალი, იგი არს სიძე; ხოლო მეგობარი სიძისაჲ, რომელი დგას და ისმენს, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს.
მისა ჯერ-არს აღორძინებაჲ, და ჩემდა დაკლებაჲ.
ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი,
რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არარას ვინ მიიღებს.
რომელმან მიიღოს წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს.
და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მისცა ღმერთმან სული.
მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მისცა ჴელთა მისთა.
რომელსა ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისაგან, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა.
ვითარცა გულისხმა-ყო ესე უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლჱსნი მოწაფენი უსხენ და ნათელსცემს უფროჲს იოჰანჱსსა,
რამეთუ თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,
დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.
) დიდი საიდუმლოჲ გამოჩი{ნებისა}.
) ოდეს განგეხუნეს შენ ცანი.