რაჲმეთუ უფალსა უყუარს
ხოლო მშჳდთა დაიმკჳდრონ:
146
და იერემიაჲსნი: (Lam.Jer_3_22-32
) 148
ჰპოვნე; M01_17
ამასვე;
)
საჴსენებელსა წმიდათასა:
შეგიყუარო შენ უფალო ძალო ჩე{მო}:
იყავ მართლ განმზრახველ
Ms. page: P10RB იყავ მართლ განზრახველ მოსაჯულისა შენისათჳს ადრე, ვიდრე გზასაღა იყო მის თანა, ნუუკუე მოსაჯულმან მან შენმან მიგცეს მსაჯულსა, და მსაჯულმან მიგცეს მტარვალსა, და საპყრობილესა შეგაგდონ შენ.
ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე შეურაცხი იგი დანგი.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: არა იმრუშო.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველმან რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულის-თქუმით, მუნთქუესვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა.
უკუეთუ თვალი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობჱს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და ნუმცა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
და თუ ჴელი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობჱს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და ნუმცა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
თქუმულ არს: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, ეცინ მას განსატევებელი წიგნი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველმან რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერად სიძვისა, ამრუშოს იგი; და რომელმან დატევებული ცოლ ყოს, იმრუშებს-ვე.
მერმე გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს პირველთა: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ნუ ჰფუცავთ ყოველსა ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;
ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბერკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.
ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ ერთისა თმისა განთეთრებად, გინა დაშავებად.
არამედ Ms. page: P11V იყავნ სიტყუაჲ თქუენი: ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტჱს ამისა ეშმაკისაგან არს.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
ხოლო მე გეტყჳ: ნუ უჴდებით ბოროტსა, არამედ გცეს თუ ვინმე მარჯუენესა ღაწუსა შენსა, მიუპყარ მარცხენჱცა.
და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართისა შენისა, მიუტევე მას ფიჩჳცა შენი.
და თუ ვინმე წარგიძღუანებდეს შენ მილიონ ერთ, მივედ შენ ორცა.
რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს ვასხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა.
გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.
ხოლო მე გეტყჳ: ჰყუარობდით მტერთა თქუნთა და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ულოცევდით, რომელნი მიგხუეჭდენ და გდევნიდენ თქუენ.
რაჲთა იყვნეთ შვილ მამისან თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზჱ მისი აღმოავლინოს ბოროტთა ზედა და კეთილთა ზედა; და წჳმნ მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა.
უკუეთუ ჰყუარობდეთ მოყუარეთა თქუენთა, რაჲ სასყიდელი გაქუნდეს თქუენ? არა-მე მეზუერეთა ეგრევე ყვიან?
და თუ მოიკითხვიდეთ მეგობართა თქუენთა ხოლო, რაჲ უმეტჱსი ჰყოთ? წარმართთაცა ეგრევე ყვიან.
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი სრულ არს.
ანტონისასა. ჰპოო: