Ms. page: P21RA შენდა შუენის გალობაჲ.
{!?} ხოლო შენ უფალო ნუ განმაშორებ წყალ{ობასა}. ვიდრე
ნეტარ არს რომელმან გულისხმა ყოს გლახა{კისა}:
იძრა და
Ms. page: P21R იძრა და წარვიდა აბრაჰამ მზის დასავალით კერძო, მოვიდა და დაეშჱნა შორის კადესა [და შორის] ასურსა და მუნ დაშჱნებულ იყო მწირობით გერალელთა კერძო.
და თქუა აბრაჰამ ცოლისა თჳსისაჲ, ვითარმედ: დაჲ ჩემი არ მიავლინა აბიმელიქ, მეფემან გერალელთამან, და მიიყვანა სარა თავისა თჳსისა ცოლად.
ეჩუენა ღმერთი აბიმელიქს ჩუენებასა ღამისასა და ჰრქუა: უწყოდე, რამეთუ მოჰკუდები მაგის დედაკაცისა გამო, რომელ-ეგე მოგიყვანებიეს შენ შენდა ცოლად, რამეთუ მაგას ქმარი თჳსი ზედა-ადგს. განეშორე, აბიმელიქ, ზრახვისა მაგისგან.
და ჰრქუა აბიმელიქ ღმერთსა: უფალო ღმერთო, ნათესავი ერთი უცბობით და სიმართლით მო-ხოლო-მსპოა?
არა-მე აბრაჰამ თჳთ თქუა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს? და დედაკაცმან მან თქუა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს იგი? და მე გულითა წრფელითა და ჴელითა სიმართლისაჲთა მოვიყვანე იგი ცოლად ჩემდა.
ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა უწყი, რამეთუ გულითა წრფელითა ჰყავ ეგე, და შეგიწყალე შენ, რაჲთა არა სცოდო წინაშე ჩემსა შეხებითა მაგის დედაკაცისაჲთა.
აწ მიეც დედაკაცი ეგე ქმარსავე თჳსსა, რამეთუ კაცი ეგე წინაჲსწარმეტყუელი არს. უკუეთუ დააყენო, უწყოდე, რამეთუ მოისპო და ყოველივე, რაჲცა არს სახლსა შენსა.
და აღიმსთო განთიად აბიმელიქ მეფემან და მოუწოდა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა მათ სიტყუათა; შეეშინა ყოველთა ფრიად და დამდაბლდეს წინაშე უფლისა ღმრთისა.
მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე საქმჱ ჰქმენ ჩუენ ზედა? ნუმცა შე-რაჲ-გცოდეთ შენ, რამეთუ მოავლინე ჩემ ზედა და მეფობასა Ms. page: P21V ჩემსა ცოდვაჲ დიდძალი? და საქმჱ ესე, რომელ არავის უქმნიეს, მაქმენ ჩუენ.
და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: მარქუ მე, რაჲ ესე ჰყავ?
მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა: იჭჳთ ვეჭუდი გულსა შინა ჩემსა, ვითარმედ სოფელი ესე წარმართთაჲ არს, მე მომკლან და ცოლი ჩემი წარიყვანონ.
ხოლო გულითა დადცა ჩემდა არს მამით და არა დედით, ხოლო აწ ცოლად ჩემდა არს.
და იყო, რაჟამს გამომიყვანა მე ღმერთმან სახლისაგან მამისა ჩემისა, ვარქუ დედაკაცსა ამას, ვითარმედ: ესე რაჲმე სიმართლჱ დაიმარხე ჩემთჳს ყოველსა ადგილსა, რომელსაცა შევიდეთ, მუნ თქუ, [ვითარმედ: ძმაჲ არს] ჩემი, რაჲთა არა ქმნულკეთი ლობასა მაგას შენსა გხედვიდენ და მე მომკლან.
და ვითარცა ესმა ესე აბიმელიქს, მოიღო მან ათასი სატირი მრჩობლი ვეცხლი, ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები ფრიად, და აღაგო დედაკაცი იგი და მისცა აბრაჰამს, ქმარსა თჳსსა.
და ჰრქუა აბიმელიქ მეფემან აბრაჰამს: აჰა ესერა ქუეყანაჲ ესე ჩემი შენ წინაშე არს; სადაცა გნებავს, დაეშჱნე.
და სარას ჰრქუა: აჰა ესერა ათასი სატირი ვეცხლი მრჩობლი მიმიცემიეს ქმარსა შენსა; იგი იყავნ შენდა პატივ პირსა მაგას შენსა, რამეთუ თუალთა ჩემთა უნდა შენი და სხუაჲცა, რაჲ-იგი იყოს შენი, მიმიცემიეს მათ, რომელნი შენ თანა არიან. ამიერითგან მართლის მეტყუელ იყავ, აბრაჰამ.
და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი აბიმელიქისი და მონანი და მჴევალნი მისნი. და მაშინ შობად იწყეს.
რამეთუ დაყენებულ იყო ყოველი მამაკაცი წესისაგან თჳსისა და დაყენებულ იყო ყოველივე საშოჲ დედათა მათთაჲ და ყოველსა მას სახლსა აბიმელიქისსა სარაჲსთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.
და უფალმან ღმერთმან მოიძია სარა, Ms. page: P22R ვითარცა-იგი ეტყოდა; ყო უფალმან ღმერთმან სარაჲსთჳს, ვითარცა-იგი აღუთქუა.
და მიუდგა სარა და უშვა აბრაჰამს სიბერისა დღეთა ჟამსა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ღმერთი.
და უწოდა აბრაჰამ სახელი ძესა თჳსსა ისაკ.
და მოიქუა აბრაჰამ ძჱ იგი თჳსი ისაკი დღესა მერვესა და წინადასცჳთა მას, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
და აბრაჰამ იყო ას წლის, რაჟამს ესუა ისაკი.
და თქუა სარა: ნანდჳლ საცინელ მყო მე ღმერთმან, რამეთუ ვისცა ესმეს, უხაროდის და მეცინოდის მე.
და მრქუას, ვითარმედ: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ ვშევ სიბერესა ჩემსა, და ყრმაჲ იყოს მკერდსა ჩემსა?
აღორძინდა ყრმაჲ იგი, და ყო აბრაჰამ ტაძრობაჲ დიდი დღესა მას, რომელსა განეყენა ძჱ თჳსი ისაკი ძუძუსა.
)
ლიტანიისათა