ხოლო მე მრავლითა მოწყ{ალებითა}: ვიდრე სახლსა შენსა.
სიტყუათა ჩემთა ისმინე:
და იყო
Ms. page: P22R და იყო, შემდგომად მათ დღეთა სიტყუად იწყო აბრაჰამ მონათ-უხუცჱსსა მას მისსა, რომელ-იგი იყო ჴელმწიფჱ ყოველსა ზედა სახლსა მისსა, და ჰრქუა მას: მოყავ ჩემდა ჴელი შენი და დამდევ წყვილთა ჩემთა.
და მეფუცე უფალსა ღმერთსა ცისა და ქუეყანისასა, რაჲთა მოჰგუარო შენ ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა თანა-ესე მე დაშჱნებულ ვარ.
არამედ მიხჳდე შენ ქუეყანასა მას მკჳდრობისა ჩემისასა, ვინაჲ-იგი მე გამოსრულ ვარ, და მიხჳდე შენ ნათესავისა მის ტომისა ჩემისა და მოჰგუარო შენ ისაკს, ძესა ჩემსა, ცოლი.
და ჰრქუა მას ეზოჲს-მოძღუარმან მან: უფალო, ყოვლითა\ვე Ms. page: P22V უწყებულ ვარ, რაჲცა მიბრძანო, ხოლო ესე განვიგულო და მივიდე ბრძანებითა შენითა და დედაკაცსა მას თუ არა უნდეს მოსვლად ჩემდა ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მე მივაქცევდე ძესა მაგას შენსა ქუეყანასა მას, ვინაჲ-იგი შენ გამოსრულ ხარ?
ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა.
და არა სთნდეს უფალსა ღმერთსა ცათა და ქუეყანისასა, რომელმან გამომიყვანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა, ქუეყანისა მისგან მკჳდრობისა ჩემისა; და მეფუცა მე და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა. არამედ მანვე თავადმან უფალმან წარგიძღუანოს ანგელოზი თჳსი წინაშე შენსა და წარგიმართნეს გზანი შენნი, და მოჰგუარე შენ ცოლი ძესა ჩემსა ისაკს.
და უკუეთუ არა ინებოს მან დედაკაცმან მოსლვად კუალსა შენსა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ყრმაჲ ესე ჩემი ნუ მიგყავნ მუნ.
და დასდვა ჴელი თჳსი ეზოჲს-მოძღუარმან მან წყვილთა ზედა უფლისა თჳსისათა და ეფუცა იგი ამის სიტყჳსათჳს.
და მოიბნა ათნი აქლემნი სააქლემოჲთ უფლისა თჳსისაჲთ და ყოვლისაგან ფასისა წარიღო მის თანა; და აღდგა და წარვიდა მდინარეთა შუვა, ასურეთა ქალაქად ნაქორისა.
და მიიბნა ადგილსა ერთსა და დააწვინნა აქლემნი მისნი გარეშე ქალაქსა მას წინაშე გუამსა ერთსა წყლისასა მიმწუხრი, მას ჟამსა ოდენ, რომელსა მერწყული გამოუ ტევიან მიერ ქალაქით.
იწყო ზმნად და აღთქუმად გულსა შინა თჳსსა, ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და თქუა: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარ-ძი-თუ-მიმართო დღეს გზაჲ ესე ჩემი და ჰყო წყალობაჲ უფლისა ჩემისა თანა.
და აწ მოწევნულ ვარ მე და ვდგა Ms. page: P23R მე წყალსა ამას თანა ქალსახლისები ამის ქალაქისაჲ გამოვიდენ და მოვიდენ მერწყულეთა თანა ამის ქალაქისათა.
და იყოს ქალწული ერთი, ვჰრქუა ამათგანსა ერთსა, ვითარმედ: მოდრიკე სარწყული ეგე და მასუ, და მრქუას მე მუნთქუესვე: სუ შენცა და აქლემნიცა შენნი ვარწყულნე მიგაძღომადმდე, უწყოდე, ვითარმედ იგი განგიმზადებიეს მონისა შენისა ისაკისთჳს, და მით გულისხმა-ვყო, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისთჳს.
ესე სიტყუანი იყვნეს-ღა პირსა მისსა, მუნთქუესვე მოვიდოდა რებეკა, ასული ბათოველისი, ძის წული მელქაჲსი, ცოლისა ნაქორისი, აბრაჰამის ძმისაჲ.
და იყო იგი შუენიერ პირითა ფრიად, ქალწული იყო, არა იცოდა მამაკაცი. მოვიდა და მოიწია წყაროდ და აღავსო სარწყული იგი თჳსი.
მიეგებვოდა ეზოჲს-მოძღუარი იგი აბრაჰამისი და ჰრქუა მას: მასუ მე წყალი ეგე მცირედ.
და ჰრქუა ქალმან მან: სუი(!), უფალო, და აქლემთაცა მაგათ ვასუა. და იწრაფა მუნთქუესვე და გარდამოიღო სარწყული იგი თჳსი და ასუა მას.
და წარაქცია ლაგჳნი იგი ავაზანსა და იწყო აღმოღებად წყლისა მის და ასუა აქლემთა ყოველთა.
და კაცი ესე ხედვიდა და უკჳრდა პირველად ქმნულებაჲ იგი ქალისაჲ მის და მერმე სიტყუაჲ იგი, რომელი იზმნა, და განიზრახვიდა გულსა თჳსსა და გულს ეტყოდა, ვითარმედ: წარ-მე-უმართებიესა ღმერთსა გზაჲ იგი მისი ანუ არა?
და იყო, რაჟამს განძღეს აქლემნი იგი, მოვიდა მუნთქუესვე ოდენ ეზოჲს-მოძღუარი იგი და განჴსნა ფასსა მას თჳსსა და აღმოიხუნა საყურნი ოქროჲსანი, რამეთუ იყო სასწორი მათი თითო სატირის მრჩობლის. და მოიხუნა სავლტენი ათისა ლიტრისანი Ms. page: P23V და შეასხნა ჴელთა მისთა.
მაშინ კითხვად იწყო და ჰრქუა: ვისი შვილი ხარ? იყოს-მეა ადგილი სავანედ სახლსა შენსა?
და მან ჰრქუა მას: ასული ბათოელისი ვარი მე მელქაჲსი, რომელი ესუა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.
და საჭმელი კაჰრაულთათჳს ჩუენსა სახლსა ფრიად არს და ადგილიცა ფართო არს სადგურად.
და სთნა კაცსა მას გულსა შინა თჳსსა და დადრკა და თაყუანის-სცა უფალსა ღმერთსა და თქუა:
კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან არა ცუდად ყო სიმართლჱ მისი და ჭეშმარიტებაჲ და მე წარმიმართა სახლსა ძმისა უფლისა ჩემისასა.
და წარბიოდა ქალი იგი და უთხრა სიტყუაჲ იგი, რასა ეტყოდა კაცი იგი სახლსა დედისა თჳსისასა.
და რებეკას ესუა ძმაჲ ერთი, სახელი ერქუა ლაბან.
საყურნიღა და სავლტენი ესხნეს და სიტყუაჲ იგი ესმოდა, რასა-იგი დაჲ მისი ეტყოდა რებეკა, რამეთუ იტყოდა: ესრე მეტყოდა მე. აჰა კაცი იგი მირბიოდა წყაროსა მას თჳთ შემთხუევად და სიტყუად, ვინ-ძი რაჲ არს კაცი იგი, ანუ რასა იტყჳს. და ვითარცა მივიდა ლაბან წყაროსა მას, იხილა კაცი იგი, რამეთუ გარდაეჴადა და ზედა ადგა აქლემთა მათ ავაზანთა მათ ზედა წყალთაჲსა.
და ჰრქუა მას: წარმოგუალე შინა. მე მოვედ შენთჳს, კურთხეულო ღმრთისაო! რასა სდგა გარე? სახლი შენთჳს განმიმზადებიეს და აქლემთათჳს სადგური.
და შე-რაჲ-ვიდა ეზოჲს-მოძღუარი იგი აბრაჰამისი ტაძართა მათ ლაბანისთა, გარდაჰჴადა აქლემთა მათ და დაუგეს ბზჱ და საჭმელი და წყალი დაბანად ფერჴთა მისთა და დაბანად ფერჴთა მისთანათა მათ ყრმათა.
და დაუდგეს მათ ტაბლაჲ. და ზე-აღდგა Ms. page: P24R ეზოჲს-მოძღუარი იგი და ჰრქუა მათ: არა წეს არს ჩემდა პირველად პურისა ჴელისა მიყოფაჲ, ვიდრე არა ვიტყოდი სიტყუათა, რომელ მისხენ გულსა ჩემსა. და ჰრქუეს: იტყოდე მდუმრიად.
სიტყუად იწყო მან და თქუა: მონაჲ ვარი მე აბრაჰამისი.
და უფალმან ღმერთმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად და სცა მას საცხოვარი ძრიელად: ცხოვარი და ზროხაჲ, ოქროჲ და ვეცხლი, მონები და მჴევლები და აქლემები.
და უშვა სარა, ცოლმან მისმან, უფალსა ჩემსა ძჱ ერთი სიბერესა მისსა და მას ყრმასა მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი.
და მე მაფუცა და მრქუა: ნუსადა მოჰგუარო შენ ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა შორის მე დაშჱნებულ ვარ მსხემობით ქუეყანასა მას მათსა.
არამედ აღსდგე და მიხჳდე სახლსა მამისა ჩემისასა და მოჰგუარო შენ ცოლი ძესა ჩემსა ისაკს.
არამედ ჯერ-თუ-გიჩნდეს თქუენ სიმართლით უფლისა მიმართ ჩემისა, მარქუთ მე; უკუეთუ სხუაჲ რაჲმე იყოს, იგიცა მაუწყეთ მე; რაჲთა მივიქცე ანუ მარჯულ ანუ მარცხლ.
მიუგეს ლაბან და ბათოველ და ჰრქუეს მას: უფლისა მიერ გამოვიდა ბრძანებაჲ ესე და ჩუენ ვერაჲ ჴელ-გუეწიფების მიგებად შენდა სიტყუაჲ ფიცხელი კეთილისა გარეშე.
აჰა ესერა არს რებეკა წინაშე შენსა; წარვედ და წარიყვანე. და ეყავნ ეგე ცოლად ძესა მას უფლისა შენისასა.
და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ეზოჲს-მოძღუარსა მას აბრაჰამისსა,
აღაღო საფასეთა თჳსთა და მოიღო ოქროჲ და ვეცხლი პატიოსანი და მისცა რებეკას და ძღუენი მიუძღუანა ძმასა მისსა და დედასა.
ჭამდეს და სუმიდეს მათ თანა ყოველნი, რომელნი იყვნეს, და განისუენეს მას ღამესა. და დილეულ აღ-რაჲ-დგეს, ჰრქუა მათ ... Ms. page: P24V და წარვიდე უფლისა ჩემისა და ნუ დამაყენებთ.
ხოლო მათ წარგზავნეს რებეკა, დაჲ იგი მათი, ფასითურთ თჳსით და ეზოჲს-მოძღუარი იგი და მონა-მჴევალნი მისნი.
და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს მას: დაჲ ეგე ჩუენი იყავნ ნათესავებად და ბევრებად და დაიმკჳდრენ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთა შენთაჲ.
აღდგა რებეკა და შიმუნვარნი მისნი და დასხნეს აქლემებსა და წარვიდენ მის კაცისა თანა. და წარიყვანა ეზოჲს-მოძღუარმან მან რებეკა, და წარვიდეს.
და ისაკ გამოსრულ იყო განცხრომად მიმწუხრი მახლობელად გუამსა წყლისასა, რამეთუ იგი დაშჱნებულ იყო მზის აღმოსავალით კერძო.
თუალნი აღიხილნა და იხილნა აქლემნი მომავალნი.
მიიხილა რებეკა და იხილა ისააკი და გარდამოჴდა ადრიად აქლემისაგან.
და ჰრქუა ეზოჲს-მოძღუარსა მას: ვინ არს ისი კაცი, რომელი ვალს ველსა ზედა? ხოლო მან ჰრქუა: ესე არს უფალი ჩემი. და მან მოიღო მუნთქუეს-ოდენ ბიალონი და დაიბურა.
და ეტყოდა ეზოჲს-მოძღუარი იგი ყოველთა მათ სიტყუათა, რაჲცა-იგი იყო.
მოვიდა ისაკ და შევიდა იგი სახლსა სარაჲსსა, დედისა თჳსისასა, და შეირთო ცოლი თჳსი რებეკა; და იყო იგი მისა ცოლად, შეიყუარა იგი.
Ms. page: P24V ფუცა უფალმან სიწმიდითა თჳსითა და თქუა, რამეთუ: აჰა, ესერა, მოვიდენ დღენი თქუენ ზედა და წარგიხუნენ თქუენ ჭურვილებითა მათითა და, რომელნი თქუენ თანა იყვნენ, შთაითხინენ ქუაბებსა განჴურვებულსა.
და მოგიყვანნენ თქუენ შიშუელნი მამები და დედები ურთიერტსა პირსა შემთხუევით და განგთხინენ თქუენ მთათა ზედა რემანისათა, Ms. page: P25R თქუა უფალმან.
შევედით ბეთელად და ურჩულოებდით გალგალას და განამრავლეთ უღმრთოებაჲ და მოიღეთ და შეწირეთ ნაზორევი თქუნნი განთიად და ათეული თქუენი სამ ჟამს.
და აღმოიკითხვიდეს შჯულსა გარე და ხადეს აღსაარებით; უთხართ იგი, რამეთუ ესრჱთ შეიყუარეს იგი ძეთა მათ ისრაჱლისათა, თქუა უფალმან.
მიგცე თქუენ სალმობაჲ კბილთაჲ ყოველსა შინა ქალაქსა თქუენსა და სიძნელჱ პურისაჲ -- ყოველთა შინა ადგილთა თქუენთა; და -- არცა ეგრე მოიქეცით, თქუა უფალმან.
და დავაყენე წჳმაჲ თქუენგან სამით თთჳთ წინა სთულებისაჲთ და ერთსა ქალაქსა არა უწჳმო, ერთი ნაწილი შეისოვლოს და ერთი ნაწილი არა შეისოვლოს; და ნაწილსა მას რომელი არა შეისოვლოს, იგი განჴმეს, თქუა უფალმან.
და შეკრბეს ორი და სამი ერთსა ქალიქსა სუმად წყლისა და არა განძღენ; და ეგრეცა არა მოიქცეთ ჩემდა, თქუა უფალმან.
და გგუემნე თქუენ სიცხითა, და ეგრეცა არა მოიქცეთ ჩემდა, თქუა უფალმან. და განამრავლეთ ურჩულოებაჲ თქუენი და საყურძენი თქუენი და ლეღოანი და ზეთისხილოანი შეჭამა იგი მგრაგნელმან, და ეგრეცა არა მოიქეცით, თქუა უფალმან.
და მოვავლინე სიკუდილი ქუეყანასა თქუენსა, მოვწყჳდენ ჭაბუკნი თქუენნი მახჳლითა და წარგიქციენ თქუენ ტყუედ წინაშე ფერჴთა ჰუნეთასა და ვსაჯე ბანაკი თქუენი ცეცხლითა და რისხვითა ჩემითა; და არცა ეგრე მოიქეცით ჩემდა, თქუა უფალმან.
და დაგაქციენ თქუენ, ვითარცა სოდომაჲ და გომორაჲ, და იყვენით თქუენ ვითარცა მუგუზი ერთი, გამოტაცებული ცეცხლით; არცა ეგრე მოიქეცით ჩემდა, თქუა უფალმან.
ამისთჳს ესრე გეტჳს უფალი: ისრაჱლ, განემზადე Ms. page: P25V ხადად სახელსა ღმრთისა შენისასა.
რამეთუ აჰა, ესერა, რომელმან განამტკიცნა ქუხილნი და დაჰბადა სულები, მიუთხრობს კაცთა შორის ცხებულსა მისსა, გამოაბრწყინვის ცისკარი და დაადგინის ნისლი და მისწუთების სიღირმეთა ქუეყანისათა; უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელ არს, სახელი მისი.
Ms. page: P25V ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა-ესე მე აღვიღებ თქუენ ზედა, გოდებაჲ აღიღოს სახლმან ისრაჱლისამან.
დაეცა და შეიმუსრა ქალაქები სახლისა ისრაჱლისაჲ, და არავინ იყოს აღმმართებელ მისა.
ესრე იტყჳს უფალ: ქალაქისაჲ მის, რომლისაჲ გამოჴდის ათასი, ასი დაშთის; და რომლისაჲ გამოვიდოდა ასი, მუნ დაშთეს ათი სახლსა ისრაჱლისასა.