რაჲმეთუ ესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩე{მგან}.
უფალო ნუ გულის-წყრომი{თა}.
და იყო მათ
Ms. page: P25V და იყო, მათ დღეთა შეკრბეს უცხოთესლთა ბანაკები ბრძოლად ისრაჱლისა. და ჰრქუა ანქუშ დავითს: უწყებით უწყოდე, რამეთუ გამოხჳდე ჩემ თანა ბრძოლად და კაცნი შენნი შენ თანა.
და ჰრქუა დავით ანქუშს: აწ ესრჱთ სცნა, რაჲ გიქმნეს მონამან შენმან. და ჰრქუა ანქუშ დავითს: მე ესრეთ ზურგის-მცემელ და მთავრად დაგადგინო ყოველთა დღეთა.
სამოელ მოკუდა და ეტყებდა მას ყოველი ისრაჱლი, და დაჰფლეს იგი არმათემს, ქალაქსა თჳსსა. და საულ აჴოცნა ყოველნი მუცლით-მეზღაპრენი და ქუეყანით-მცნობელნი.
და შეკრბეს უცხოთესლნი და დაიბანაკეს სომანს. და შეკრბა საულ და ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ და დაიბანაკეს გელბოელს.
და იხილა საულ ბანაკი იგი უცხოთესლთაჲ და შეეშინა ფრიად და განჰკრთა გული მისი.
და იკითხვიდა საულ უფლისა მიერ, და არარაჲ მიუგო მას უფალმან ძილსა შინა და გამოცხადებათა და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ.
Ms. page: P26R და ჰრქუა საულ მონათა თჳსთა: მიძიეთ მე დედაკაცი მუცლით-მეზღაპრჱ, და მივიდე მისა და გამოვიძიო მისგან. და ჰრქუეს მას მონათა მისთა: აჰა ესერა დედაკაცი მუცლით-მეზღაპრჱ აენდორს შინა.
და იცვალა საულ სამოსელი თჳსი და შეიმოსა სამოსელი სხუაჲ. და წარვიდა საულ და ორნი მონანი მისნი მის თანა, და მივიდეს დედაკაცისა მის ღამე. და ჰრქუა მას საულ: მიმისნე მე მუცლით-მეზღაპრეობითა შენითა და აღმომგუარე, რომლისაჲ გრქუა შენ.
და ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უწყი-მეა, რაჲ ყო საულ? ვითარ-იგი მოსრნა მუცლით-მე ზღაპრენი და ქუეყანით-მცნობელნი, და შენ რაჲსათჳს საფრჴეს მიგებ სულსა ჩემსა?
და ეფუცა მას საულ და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი, არარაჲ შეგემთხჳოს შენ ბოროტი სიტყჳთა ამით.
და ჰრქუა დედაკაცმან მან: ვინ აღმოგგუარო შენ? და ჰრქუა საულ: სამოელ აღმომგუარე მე.
და იხილა დედაკაცმან მან სამოელ და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: რაჲსათჳს შემიტყუვე მე? საულ შენ ხარ.
და ჰრქუა საულ: ნუ გეშინინ; რაჲ იხილე, თქუ. და ჰრქუა დედაკაცმან მან საულს: ღმერთნი ვიხილენ, აღმომავალნი ქუეყანით.
და ჰრქუა საულ დედაკაცსა მას: რაჲ სცან? ჰრქუა მან საულს: კაცი ზურგ-მაღალი აღმოვალს ქუეყანით და მოუბლარდნიეს მას ორკეცი. და ცნა საულ, ვითარმედ სამოელ არს, და მოდრკა პირსა ზედა ქუეყანისასა და თაყუანის-სცა მას.
და ჰრქუა სამოელ: რაჲსათჳს შემაურვებ მე აღმოსლვად ჩემდა? და ჰრქუა საულ: მჭირს მე ფრიად, და უცხოთესლნი მბრძვანან მე, და ღმერთი განმეშორა ჩემგან და არღარა ისმინა ჩემი და არცაღა ჴელითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა, არცა საძილთა, არცა გამოცხადებით, და აწ მოგხადე შენ, Ms. page: P26V რაჲთა მაუწყო, რაჲ ვყო.
და ჰრქუა მას სამოელ: რაჲსათჳს მკითხე მე? რამეთუ უფალი განგეშორა შენგან და არს იგი მოყუასსა შენსა თანა.
და ყო ეგრე, ვითარცა იტყოდა ჴელითა ჩემითა; განხეთქა უფალმან მეფობაჲ შენი ჴელისაგან შენისა და მისცა იგი მოყუასსა შენსა დავითს.
რამეთუ არა ისმინე ჴმაჲ უფლისაჲ და არა აღასრულე რისხვაჲ გულის-წყრომისა მისისაჲ ამალეკსა ზედა; ამის სიტყჳსათჳს გიყო შენ უფალმან ღმერთმან ესრჱთ.
და ამას დღესა მისცეს უფალმან ისრაჱლი შენ თანა ჴელთა უცხოთესლთასა და ხვალე შენ და ძჱ შენი იონათან და ბანაკი ისრაჱლისაჲ მისცეს უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა.
და საულს დგომისაგან თჳსისა ქუეყანასა ზედა შეეშინა ფრიად სიტყჳსა მისთჳს, რომელთა ეტყოდა სამოელ, და არღარა იყო მერმე მის თანა ძალი, რამეთუ არღა ეჭამა პური მას დღესა დღე ყოველ.
და შევიდა დედაკაცი იგი და იხილა, რამეთუ სულ-მოკლე იქმნა საულ, და ჰრქუა მას: აჰა ესერა ისმინა მჴევალმან შენმან ჴმისა შენისაჲ და დავიდევ სული ჩემი ჴელთა ჩემთა და ვისმინენ სიტყუანი შენნი, რომელთა მეტყოდე მე.
აწ ისმინე მჴევლისა შენისა ჴმაჲ, და დაგიგო პური და ჭამე, და იყოს შენდა ძალი, რამეთუ გზასა სლვად ხარ შენ.
და არა უნდა ჭამად და აიძულეს მას მონათა მათ მისთა. მაშინ ისმინა სიტყჳთა მათითა და აღდგა იგი ქუეყანისაგან და დაჯდა სავარძელთა ზედა.
ხოლო დედაკაცსა მას ედგა ჴბოჲ სახლსა შინა, და იწრაფა და დაკლა და მოიღო ფქვილი და შესუარა და შექმნა იგი უცომოდ.
და მოიღო წინაშე საულისა და მონათა მისთა; და ჭამეს და აღდგეს და წარვიდეს მას ღამესა.
და შეიკრიბეს უცხოთესლთა მათ ყოველი ბანაკი მათი აფეკს; და ისრაჱლმან დაიბანაკა ნაინს იეზრაელისა.
და მთავარნი იგი უცხოთესლთანი წარმოვიდეს, ასეული და ათასეული. და დავით და კაცნი მისნი წარ\მოვიდეს Ms. page: P27R უკუანა ანქუშის თანა.
და თქუეს მთავართა მათ და ერისთავთა უცხოთესლთა: ვინ არიან კაცნი ესე, რომელნი წარმოვლენ? და ჰრქუა ანქუშ მთავართა მათ უცხოთესლთა: ესე არს დავით, მონაჲ საულ მეფისა ისრაჱლისაჲ, რომელი მოვიდა ჩემ თანა. და ესე მეორჱ წელი არს და არარაჲ ვპოვე მე ბრალი მის თანა არცა ერთი, ვინაჲთ დღითგან შემოვიდა ჩემ თანა ვიდრე აქამომდე.
და განრისხნეს მის ზედა მთავარნი იგი უცხოთესლთანი და ჰრქუეს ანქუშს: მიაქციენ კაცნი იგი და მივიდენ თჳსსავე ადგილსა, სადაცა დაგიდგინებიან იგინი მუნ, და ნუ მოვლენ ჩუენ თანა ბრძოლად, რაჲთა არა იყოს ძჳრის მზრახვალ ბანაკისა ჩუენისა და რაჲთა დაეგოს უფალსა თჳსსა თავებითა მით კაცთაჲთა.
არა ესე არსა დავით, რომელსა შეასხმიდეს მძნობარნი და იტყოდეს: მოსრა საულ ათასეული და დავით -- ბევრეული?
და მოუწოდა ანქუშ დავითს და ჰრქუა მას: ცხოველ არს უფალი, რამეთუ წრფელ და კეთილ ხარ წინაშე თუალთა ჩემთა, განსლვაჲ შენი და შემოსლვაჲ შენი ჩემ თანა ბანაკსა ამას, და არარაჲ ვპოვე შენ თანა ბიწი, ვინაჲთგან მოსრულ ხარ ჩემ თანა ვიდრე დღენდელად დღედმდე; და წინაშე თუალთა უცხოთესლთასა არა კეთილადშჩან შენ.
და აწ მიიქეც და წარვედ მშჳდობით და ნურას ჰყოფ ბოროტსა წინაშე მთავართა ამათ უცხოთესლთა.
და ჰრქუა დავით ანქუშს: რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲ ბოროტი ჰპოვე [მონისა შენისა თანა], ვინაჲთგან ვარ შენ წინაშე, ვიდრე აქამომდე, რაჲთა არა მოვიდე და ვჰბრძოდი მტერთა უფლისა ჩემისა მეფისათა?
მიუგო ანქუშ და ჰრქუა დავითს: ვიცი, რამეთუ სათნო ხარ წინაშე თუალთა ჩემთა, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, და ერისთავნი ესე უცხოთესლთანი იტყჳან: არა მოვიდეს იგი ჩუენ თანაო.
და აწ აღიმს\თუე Ms. page: P27V განთიად შენ და ყრმათა შენთა, რომელნი არიან შენ თანა, და წარვედით ამიერ ადგილით, და სიტყუასა ბოროტსა ნუ დაიდებ გულსა შენსა. აღიმსთუეთ გზასა თქუენსა და განგითენეს თქუენ.
და აღიმსთო დავით და კაცთა მათ მისთა განთიად ცვად ქუეყანასა მას, და უცხოთესლნი იგი ჰბრძოდეს ისრაჱლსა.
და ივლტოდა ერი ისრაჱლისაჲ პირისაგან უცხოთესლთაჲსა და დაეცნეს წყლულნი იგი მრავალნი მთასა ზედა გელბოესა.
და შეჰმართეს უცხოთესლთა მათ საულს და ძეთა მისთა და წყლეს იონათან და ამინადაბ და მელქისობ, ძენი საულისნი.
და დამძიმდა ბრძოლაჲ იგი საულის ზედა. და პოვეს იგი კაცთა მოისართა და წყლეს იგი უპესა ქუეშე.
და ჰრქუა საულ მენუჟიბესა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და განმგუმირე მე, ნუუკუე მოვიდენ უცხოთესლნი და მომკლან მე და მემღერდენ. და არა ინება მენიჟუბემან მან, რამეთუ შეეშინა ფრიად. და მოიღო საულ ჴრმალი თჳსი და დაეცუა მას ზედა.
და ვითარცა იხილა მენიჟუბემან მან, რამეთუ [მოკუდა საულ], დაეცუა მახჳლსა თჳსსა ზედა და მოკუდა მის თანა.
და მოკუდა საულ და სამნი ძენი მისნი და მენიჟუბე იგი მისი მას დღესა და ყოველნი კაცნი ერთბამად.
და ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს წიაღ-კერძო ღელესა მას და წიაღ იორდანესა, რამეთუ ივლტოდა ერი ისრაჱლისაჲ, და მოკუდა საულ და ძენი მისნი, [დაუტევნეს ქალაქნი თჳსნი და ივლტოდეს. და] მოვიდეს უცხოთესლნი და დაემკჳდრნეს .
და იყო, ხვალისაგან მოვიდეს უცხოთესლნი იგი განძუარცვად მომწყუდართა მათ და პოვეს საულ და სამნი ძენი მისნი, დაცემულნი მთასა ზედა გელბოლსა.
და თავები მოჰკუეთეს მათ და განძუარცნეს იგინი და წარიღეს საჭურველი მათი და მიიღეს ქუეყანად უცხოთესლთაჲსა, და ახარებდეს კერპთა მათთა და ერსა მათსა.
და შეიღეს საჭუ\რველი Ms. page: P28R იგი საულისი ასტრატიონისა და გუამი მისი მოაგეს ზღუდეთა ბეთშანისათა.
და ესმა მისთჳს მკჳდრთა იაბის გალადისათა, რაჲ-იგი უყვეს უცხოთესლთა მათ საულს და ძეთა მისთა,
აღდგეს ყოველნი ღამე კაცნი ძრიელებისანი და წარვიდეს და წარიღეს გუამი საულისი და იონათანისი, ძისა მისისაჲ, ზღუდისაგან ბეთშანისა, და მოიხუნეს იგინი აბინდ და დაწუნეს იგინი ცეცხლითა.
და მოიხუნეს ძუალნი მათნი და დაჰფლნეს იგინი ქუეყანასა იაბინისასა და იმარხვიდეს შჳდ დღე.
და იყო
Ms. page: P28R და იყო, შემდგომად სიკუდილისა მის საულისა დავით გარე-მოქცეულ იყო მოწყუედისა მისგან ამალეკთაჲსა, და იყო დავით სეკელაკს შინა ორ დღე.
და იყო დღესა მესამესა და აჰა ესერა კაცი მოვიდა ბანაკით ერისა მისგან, რომელი იყო საულის თანა, და სამოსელი მისი დაეპო და მიწაჲ გარდაესხა თავსა მისსა. და შევიდა იგი წინაშე დავითისა და დავარდა იგი ქუეყანასა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას.
ჰრქუა მას დავით: ვინაჲ მოხუალ შენ? ხოლო მან ჰრქუა: ბანაკისაგან ისრაჱლისა განრინებულ ვარ.
ჰრქუა მას დავით: რაჲ არს ამბავი, მითხარ მე. ხოლო მან ჰრქუა: ივლტოდა ერი იგი ბრძოლისაგან მიერ ბანაკით, და დაეცნეს მთავარნი ერისანი, და საულ და ძჱ მისი იონათან მოწყდეს.
და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი უთხრობდა: ვინაჲ უწყი, რამეთუ მოკუდა საულ და იონათან, ძჱ მისი?
ჰრქუა კაცმან მან: შეჩქუეფებით შეცჳვეს მთასა მას გელბოლსა, და საულ დაყრდნობილ იყო მახჳლსა მისსა ზედა, და ეტლები და მთავარნი შეემთხჳნეს მას.
და მოიქცა გარე, მიხილა მე და მიწოდა.
და მრქუა მე: Ms. page: P28V ვინაჲ ხარ შენ? და ვარქუ: ამალეკელი ვარ მე.
[და მრქუა მე]: დამადეგ და მომკალ მე, რამეთუ შეუპყრიე მე ბნელსა ბოროტსა და სული ჩემი ჩემ თანაღა არს.
დავადეგ და მოვკალ იგი, უწყოდე, ვითარმედ ვერღარა ცხონდეს შემდგომად დაცემისა მისისა. და მოვიხუენ შარავანდედნი თავისაგან მისისა და სავლტენი, რომელნი იყვნეს მკლავითა მისთა, და მოგართუენ იგინი უფალსა ჩემსა.
ვითარცა ესმა ესე დავითს, იპყრა სამოსელი თჳსი და მოიპო იგი და ყოველთა კაცთა მის თანა;
ტიროდეს და ეტყებდეს და იმარხვიდეს საულისთჳს და იონათანისთჳს, ძისა მისისა, და ერისათჳს ისრაჱლისა, და სახლისათჳს იუდაჲსა ვიდრე მწუხარადმდე, რამეთუ დაეცნეს მახჳლითა.
და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი უთხრობდა: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: ძე ვარი მე კაცისა მწირისა ამალეკელისაჲ.
ჰრქუა მას დავით: ვითარ არა შეგეშინა მიყოფად ჴელი შენი და განგუმერად ცხებული უფლისაჲ?
და მოუწოდა დავით ერთსა მონათა მისთაგანსა და ჰრქუა: მოიყვანეთ ეგე და ემთხჳენით მაგას. დასცეს და დაამჴუეს იგი ქუეყანასა.
და ჰრქუა მას: სისხლი შენი თავსა შენსა ზედა, რამეთუ პირმან შენმან თქუა, ვითარმედ: მე მოვკალ ცხებული უფლისაჲო.
და გოდებდა დავით გოდებასა მას საულის ზედა და იონათანის, ძისა მისისა, და სახლისათჳს ისრაჱლისა.
Ms. page: P28V ნესტჳ აღამაღლეთ სიონს შინა, მარხვაჲ მიაწიეთ, კურნებასა ქადაგებდით:
ერი შემოკერბით, წმიდა ყვენით ეკლესიანი, შეიწყნარებდით მოხუცებულთა, შვმოჰკრებდით ძუძუჲსმწოვართა, ნინევთა; გამოვედინ სიძჱ [სასუენებელით] და სძალი -- ეზოჲთ თჳსით.
შორის აღსავალსა საკურთხეველისასა ტიროდეთ მღდელნი და მსახურნი უფლისანი, იტყოდეთ: ულხინე, უფალო, ერსა შენსა Ms. page: P29R და ნუ მისცემ ნაწილსა შენსა სირცხჳლსა ყუედრებისასა, რაჲთა არა უფლებდენ მათ ზედა წარმართნი და რაჲთა არა თქუან: სადა არს ღმერთი იგი მათი?
და შეშურდა ღმერთსა ქუეყანისა თჳსისაჲ და შეიწყალა ერი თჳსი.
ნოემბერსა: იდ :
) ხვალისაგან უნდა ჰპოო: 788
ზატიკთა: