) მეუფემან ქრისტემან თჳსითა ჴე{ლმწიფებითა}:
მიწყალე მე უფალო რაჲმეთუ შენდამი:
რაჲმეთუ დიდ არს წყალობაჲ.
უფალო წყალობაჲ შენი უკუნისამდე:
მოყავ ჩემდა ჴელი:
)
დიდსა: შაბათსა:
Ms. page: P29R მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაელ, დიდი იგი მთავარი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა; და იყოს ჟამი ჭირისაჲ, ჭირი, რომელი არა ყოფილ იყოს, ვინაჲთგან იქმნა ნათესავი ვიდრე მუნ ჟამამდე; და მას ჟამსა განერეს ერი შენი ყოველი, რომელი იპოოს დაწერილი წიგნსა მას ცხოველთასა.
და მრავალნი, რომელნი დაძინებულ იყვნენ ქუეყანასა მიწასა, აღდგენ ესენი ცხორებად საუკუნოდ და რომელნიმე ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ.
ხოლო გულისხმის-მყოფელნი იგი გამობრწყინდენ ვითარცა ბრწყინვალებაჲ სამყაროჲსაჲ, და მართალთაგანნი მრავალნი -- ვითარცა ვარსკულავნი ცისანი საუკუნოდ და მერმეცა.
უკუეთუ
Ms. page: P29R უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳიან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს?
უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს.
უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი.
ვიპოვენით უკუე ცრუმოწამჱ ღმრთისა, Ms. page: P29V რამეთუ ვწამეთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელ არა აღადგინა.
უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ, არცა ქრისტე აღდგომილ არს.
უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი; ცოდვათავე შინა თქუენთა ხართ.
აწ უკუე რომელთა-იგი შეისუენეს ქრისტჱს მიერ, წარ-მე-წყმდესა?
უკუეთუ ამას ცხორებასა ქრისტჱს მოსავ ვართ, უსაწყალობელჱს ყოველთა კაცთა ვართ.
ხოლო აწ ქრისტე აღდგომილ არს მკუდრეთით, პირველი იგი შესუენებულთაჲ.
რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი და კაცისა მიერ -- აღდგომაჲ მკუდართაჲ.
ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეცა ქრისტჱს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნებიან.
ხოლო კაცად-კაცადი თჳსითა წესითა: პირველად ქრისტჱ, მერმე ქრისტჱსნი იგი მოსლვასა მას მისსა.
მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი და ძალნი.
რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.
უკანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს -- სიკუდილი.
რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა; რაჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაემორჩილა, ჩანს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი.
მაშინ თავადიცა ძჱ დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.
რაჲმე უკუე ყონ, რომელთა-იგი ნათელ-იღეს მკუდართათჳს? უკუეთუ მკუდარნი არა აღდგომად არიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მათთჳს?
ანუ ჩუენ რაჲსაღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა?
მოსწყდებით დღითი-დღე, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა ვყავ ეფესოს შინა, რაჲმე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ სამე და ვსუათ და ხვალე მოვწყდეთ!
ნუ ცთებით: განხ\რწნიან Ms. page: P30R გონებანი ტკბილნი ზრახვათა ბოროტთა.
განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ.
უკუეთუ
უკუეთუ ვინმე თქუას: ვითარმე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითამე ჴორცითა მოვიდენ?
უგუნურო! შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდის არა მოკუდის.
და რომელ-იგი დასთესი, არა იგი გუამი, რომელი ყოფად არნ, დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი, რომელიმე იფქლისაჲ, გინა თუ სხუაჲ თესლი.
ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თითოეულსა მას თესლსა თჳსი გუამი.
არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუაჲ ჴორც არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორც არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორც არს თევზთაჲ,
და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; სხუაჲ არს ზეცისათაჲ მათ დიდებაჲ და სხუაჲ არს ქუეყანისათაჲ;
სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს მთოარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს მასკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა მასკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა,
ეგრეცა აღდგომაჲ მკუდართაჲ: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით;
დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძრულებით და აღდგების ძალითა;
დაეთესვის ჴორცი მშუმინვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. უკუეთუ არს ჴორცი მშუმინვიერი, არს სულიერიცა.
ეგრეცა წიგნი იტყჳს: იყო პირველი იგი კაცი ადამ საშუმინველად ცხოველად, ხოლო მეორჱ იგი ადამ -- სულად განმაცხოველებელად.
არა პირველად სულიერი, არამედ მშუმინვიერი, მაშინღა სულიერი.
პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწაჲ; მეორჱ იგი კაცი ზეცით გამო სულიერი.
ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეცა მიწისაგანისანი; და ვითარცა-იგი ზეცისაგანი, ეგრეცა ზეცისაგანისანი.
და ვითარცა შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაჲ, შევიმოსოთ ხატი იგი ზეცისაგანისაჲცა.
ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუ\ფეველი Ms. page: P30V ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ, და არღაცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს.
აჰა, ესერა, საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე შევისუენოთ, არამედ არა ყოველნი განვახლდეთ.
მეყსა შინა წამსა თუალისასა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი აღდგენ უხრწნელად და ჩუენ განვახლდეთ;
რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა მის შემოსად უხრწნილებაჲ და მოკუდავისა მის შემოსად უკუდავებაჲ.
რაჟამს მოკუდავმან მან შეიმოსის უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულის სიტყუაჲ იგი წერილი: დაითქა სიკუდილი ძლევითა.
სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? ანუ სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?
რამეთუ საწერტელ სიკუდილისა არს ცოდვაჲ, და ძალ ცოდვისა შჯული არს.
ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მომცა ჩუენ შჯული ჴელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.
ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ, ჰმატებდით საქმესა მას უფლისასა, უწყოდეთ, რამეთუ შრომაჲ ეგე თქუენი არა ცუდად არს უფლისა მიერ.
) გაუწყებ
დიდსა: შაბათსა:
არა
Ms. page: P30V არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.
უკუეთუ გრწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲსმიერნი მოიყვანნეს მის თანა.
ხოლო ამას ვიტყჳ სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რამეთუ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწიფნეთ შესუენებულთა მათ;
რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთმთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით და მკუდარნი იგი ქრისტჱსმიერნი აღდგენ პირველად;
Ms. page: P31R და მაშინღა ჩუენ ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა აერთა ზე[და] და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდით ამიერითგან.
ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას სიტყჳთა ამით.
ნეტარ არს რომელმან გულ{ისხმა-ყო}:
შენდამი უფალო ავიღე სული ჩემი ჴელთა შ{ენთა}.
მო-ვინმე-უჴდეს
Ms. page: P31R მოვ-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობდეს, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს:
მოძღუარ, მოსე ესრე დაგჳწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილოჲ იყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.
შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.
და მეორემან და მესამემან,
ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაშთა შვილი.
და მათსა შემდგომად მოკუდა დედაკაცი იგი.
აწ უკუე აღდგომასა მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ შჳდთავე ესუა იგი?
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ;
ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მკუდრეთით, არცა იქორწინებიან, არცა განჰქორწინებენ,
არცა სიკუდიდ მერმე ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან.
რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყლოანსა მას ზედა, ვითარცა-იგი იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა.
რამეთუ ღმერთი არა არს მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე.
ამენ ამენ გეტყჳ თქუენ
Ms. page: P31R ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და დაიმ\არხნეს Ms. page: P31V და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ; და რომელთა ისმინონ, ცხონდენ.
ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.
და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძჱ კაცისაჲ არს.
ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, -- ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.
და გამოვიდოდიან კეთილისა მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტისა მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.
არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა მამისა ჩემისასა.
) მე ვარ პური ცხორებისაჲ
ზატიკთა: დ :
) მცნებისა გარდასლვითა.
) რომელმან ყოვლად {!} წმიდაჲ ტაძარი ცათა.
) ქუელის-მოქმედო ღმერთო