) ცოდვილსა ამას მი{ლხინე}:
კაცი ვინმე
Ms. page: P58R კაცი ვინმე იყო არმათემელი სეფაჲსაჲ, მთისაგან ეფრემისი, და სახელი მისი ელკანა, ძჱ იერემელისი, ძისა თოვისი, ძისა სოფისი არმათემით.
ამას ესხნეს ორ ცოლ: სახელი ერთისაჲ მის ანა და სახელი მეორისაჲ მის ფენანა. და ესხნეს ფენანას ყრმანი, ხოლო ანას არა ესუა ყრმა.
და აღვიდის კაცი იგი ქალაქით თჳსით არმათემით ჟამითი ჟამად თაყუანის-ცემად და მსხუერპლისა შეწირვად სელომს. და იყვნეს ორნი იგი ძენი ელისნი, ოფნი და ფინეზ, მღდელნი უფლისანი.
და მოიწია დღჱ იგი, და შეწირა ელკანა მსხუერპლი და მისცა ფენანას, Ms. page: P58V ცოლსა თჳსსა, და ყოველთა ყრმათა მისთა ნაწილები ძეთა და ასულთა.
ხოლო ანას მისცა ნაწილი ერთი, რამეთუ არა ესუა მას ყრმა; გარნა უყუარდა ელკანას ანა უფროჲს ფენანაჲსა, და უფალმან დაუჴშა საშოჲ მისი და არა სცა მას შვილი.
და ურვისა მისგან და ჭირისა მისისა იტყოდა, რამეთუ არა სცა მას შვილი, არამედ დაუჴშა საშოჲ მისი.
ესრჱთ ყვის წელიწადითი წელიწადად მრავლით ჟამითგან: აღვიდის იგი ქმრისა თჳსისა თანა ტაძარსა მას უფლისასა, ესრჱთ განარისხებნ თავსა თჳსსა, ტირნ და არა ჭამნ იგი.
ჰრქუა მას ქმარმან მისმან: რაჲსა სტირ და არა სჭამ და რაჲსათჳს გჭუვის გული შენი? არა უმჯობჱს ვარა შენთჳს უფროჲს მრავლისა შვილისა?
და აღდგა იგი შემდგომად პურის ჭამისა მათისა სელომს, და ელი მღდელი ჯდა სავარძელთა ზედა წინაშე ბჭეთა ტაძრისა უფლისათა.
და იგი სალმობითა გულისაჲთა ილოცვიდა უფლისა მიმართ, ტირილით ტიროდა;
და აღუთქუმიდა აღთქუმასა უფალსა და იტყოდა: ადონა უფალო, ილიო საბაოთ, უკუეთუ მოხედვით მომხედო სიმდაბლესა ზედა მჴევლისა შენისასა, მომიჴსენო და მომცე თესლი მამაკაცისაჲ, მიცემით მიგცე წინაშე შენსა ვიდრე სიკუდიდმდე მისა, ღჳნოჲ და სათრობელი არა სუას და რკინაჲ არა აღვიდეს თავსა მისსა.
და იყო, რაჟამს განამრავლნა ანა ლოცვანი მისნი წინაშე უფლისა, ელი მღდელი ერჩდა პირსა მისსა.
და იგი იტყოდა გულსა შინა მისსა, გარნა ბაგენი ხოლო მისნი იძრვოდეს, ხოლო ჴმაჲ მისი არა გამოვიდოდა, და ეგონა ელის, ვითარმედ სთრავს.
ჰრქუა მას ყრმამან ელისმან: ვიდრემდის გთრავს? განიქარვე ღჳნოჲ ეგე და წარვედ უფლისა პირისაგან. Ms. page: P59R
მიუგო ანა და ჰრქუა: არა, უფალო, რამეთუ დედაკაცი ვარ მე ფიცხელთა დღეთაჲ, და ღჳნოჲ და სათრობელი არა მისუამს და განვჰფენ ლოცვათა ჩემთა წინაშე უფლისა.
ნუ ჰგონებ მჴევალსა შენსა ვითარცა ასულთაგან უღირსთაჲსა, რამეთუ მრავლითა ურვითა და სულმოკლებითა ჭირისაჲთა დადნობილ ვარ აქამომდე.
მიუგო ელი და ჰრქუა მას: წარვედ მშჳდობით, და ღმერთმან ისრაჱლისამან მოგეცინ შენ ყოველი თხოვაჲ შენი, რომელი ითხოო შენ მისგან.
და თქუა ანა: ვპოვე მადლი მჴევალმან შენმან წინაშე შენსა, უფალო. და წარვიდა დედაკაცი იგი გზასა თჳსსა, ჭა[მა] და სუა ქმრისა თჳსისა თანა, და პირი მისი არღარა იყო მწუხარჱ.
და აღიმსთუეს განთიად ხვალისაგან და თაყუანის-სცეს უფალსა, და წარვიდეს ქალაქად თჳსა არმათემდ. და შევიდა ელკანა ცოლისა თჳსისა ანაჲსა, და მოეჴსენა იგი უფალსა.
და იყო, ჟამსა ოდენ მათ დღეთასა მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძჱ და უწოდა სახელი მისი სამოელ, რამეთუ თქუა: უფლისა მიერ საბაოთისა ვითხოვე ესე.
და აღვიდა კაცი იგი ელკანა და ყოველი სახლი მისი შეწირვად მსხუერპლისა სელომს და ყოველთა ათეულთა ქუეყანისა მისისათა შეწირვად უფლისა.
ხოლო ანა არა აღვიდა, არამედ ჰრქუა ქმარსა თჳსსა: ვიდრე ყრმისა აღსლვადმდე არა აღვიდე. არამედ ოდეს ძუძუსა განეყენოს, მაშინ აღვიდეს ჩემ თანა და ეჩუენოს პირსა უფლისასა და იყოს ეგე მუნ.
ჰრქუა მას ელკანა, ქმარმან მისმან: ყავ, რაჲცა კეთილი არს წინაშე თუალთა შენთა; ჯედ შენ აქა, ვიდრემდის ძუძუსა განგეყენოს ეგე; არამედ დაამტკიცენ უფალმან ყოველივე გამოსრული პირისაგან შენისა. და დაჯდა დედაკაცი იგი მუნ და აწოვებდა ყრმასა მას, ვიდრემდის განეყენა Ms. page: P59V ძუძუსა.
და აღვიდა იგი სელომს, რაჟამს განეყენა იგი ძუძუსა, ზუარაკითა სამწლისაჲთა, პურითა და სათუელითა და სამითა საწყაულითა ღჳნითა, და შევიდა იგი ტაძარსა უფლისასა სელომდ, და ყრმაჲ იგი მათ თანა.
და მოჰგუარეს იგი წინაშე უფლისა; და დაკლა მამამან მისმან მსხუერპლები დღეთა მათ, რომელ-იგი ყვის ჟამითი ჟამად უფლისა; და მოჰგუარა ყრმაჲ იგი და დაკლა ზუარაკი, და წარმოუდგინა ანა, დედამან მისმან, ყრმაჲ იგი ელის.
და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო; ცხოველ არს სული შენი. მე ვარ დედაკაცი იგი, რომელი ვდეგ წინაშე შენსა, რაჟამს-იგი ვილოცევდ.
და მომცა მე უფალმან თხოვაჲ ჩემი, რომელი ვითხოვე მისგან;
და მე ვამსახურო ესე უფალსა ყოველთა დღეთა, რაოდენღა იყოს ესე და თაყუანის-სცა მუნ უფალსა.
ილოცა და თქუა ანა: განძრიელდა გული ჩემი უფლისა მიმართ, და ამაღლდა რქაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისაგან ვცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა.
რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო, და არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე; და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ.
ნუ იქადით, ნუცა იტყჳთ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა; რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განმზადნეს საქმენი თჳსნი.
მშჳლდები ძრიელთაჲ მოუძრულდა, და უძრულნი შეიმოსნეს ძალითა.
შუებულთა პური მოაკლდა, და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანაჲ; რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძრულდა.
უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის, შთააგდის ჯოჯოხეთა და აღმოიყვანის. Ms. page: P60R
უფალმან დააგლახაკის და განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის.
აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დარდომილი, რაჲთა დასხდენ იგინი ძრიელთა თანა ერისა მისისათა, და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მათ.
მოანიჭის თხოაჲ მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი; არა არს სიმტკიცჱ ძრიელებაჲ კაცისაჲ.
უფალმან უძრულ ყვნის ჴდომნი თჳსნი. უფალი წმიდა არს. ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძრიელი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისხმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა, ყოფად სარჩელი სამართალი ქუეყანასა ზედა. უფალი ამაღლდა ცათა შინა, და იქუხნა. თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღამაღლოს უფალმან რქაჲ ცხებულისა თჳსისაჲ.
და დაუტევეს ყრმაჲ იგი მუნ წინაშე უფლისა და წარვიდეს ქალაქად თჳსა არმათემდ.
ვინმცა მყო მე დღეთა
Ms. page: P60R ვინმცა მყო მე დღეთა მათებრ პირველთა, და წელთა მათ, რომელთა-იგი მცვიდა უფალი ჩემი?
ოდეს-იგი ბრწყინვიდა სანთელი მისი ზედა თავსა ჩემსა; ოდეს-იგი ვიდოდე ნათლითა მისითა ბნელსა შინა.
ოდეს-იგი ვიყავ შუებულ გზათა ჩემთა ...
ოდეს-იგი ვიყავ გზათა ჩემთა სიმართლითა დიდითა ფრიად, და გარემოჲს ჩემსა -- მონანი ჩემნი;
ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ, და მთათა ჩემთა გამოეცემოდა სძჱ;
რაჟამს-იგი განვიდი ქალაქად, და მსთუად უბანთა ზედა დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი;
მიხილიან მე ჭაბუკთა და დამემალნიან, და მოხუცებულნი ყოველნი ზე-აღმიდგიან;
მთავარნი დადუმდიან სიტყუად ჩემ წინაშე და ჴელი პირსა დაიდვიან;
ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდიან მე, Ms. page: P60V და ენაჲ მათი სასასა მათსა აექჳს;
რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, და თუალმან რომელან მიხილა, მერიდა მე;
რამეთუ განვარინი გლახაკი ჴელთაგან ძრიელისათა და ობოლსა, რომელსა არა აქუნ მწჱ, შევეწიი;
[კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ] ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი ქურივისაჲ მაკურთხევდა მე;
და სიმართლჱ შემემოსა მე, შევიმკვე სამართალი ვითარცა სამოსელი;
თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი ვიყავ მკელობელთაჲ;
მე ვიყავ მამაჲ უძრულთაჲ; და სასაჯელი, რომელი არა ვიცოდი, გამოვიძიი;
შევმუსრნი შუანი ცრუთანი და შორის კბილთა მათთა გამოუღი ნატაცები;
... და მხიარულ იქმნნიან, უკუეთუ სადა ვეტყოდი მათ.
ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წყალსა, ეგრეცა ესენი ელიედ სიტყუათა ჩემთა.
უკუეთუ განვიცინი მათა მიმართ, არავე ჰრწამნ; და ნათელი პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა.
გამოვიძინი გზანი მათნი და დავჯდი მთავრად მათა, დამკჳდრებულ ვიყავ ვითარცა მეფჱ შორის ახოანთა და ვითარცა სნეულთა ნუგეშინის-ვსცემდ.
აწ ესერა მეცინიან მე უნაკლულევანჱსნი ჩემსა; აწ ესერა მასწავებენ ზოგს რასმე, რომელთანი შეურაცხ-მეყვნეს მამანი მათნი, რომელნი არა შემერაცხნეს სწორად ძაღლთა მძოვართა ჩემთაჲსა.
და ძალი იგი ჴელთა ჩემთაჲ რაოდენ არს ჩემდა? მათ ზედა წარწყმდა აღსასრული ნაკლულევანისაჲ.
სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი ვიდოდეს ურწყულსა გუშინ იწროებასა და უბადრუკე ბასა;
რომელნი-იგი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო მათა საჭმელ; უპატიონი და განქარვებულნი და ნაკლულევანნი ყოვლისაგან კეთილისა, რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა.
აწ ესერა ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი,
რომელთანი სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდისანი.
შორის საოხნეთა ღაღადებს, Ms. page: P61R რომელნი ქარქუეტითა ველისაჲთა იზარდებოდეს,
უგუნურთა შვილნი და უპატიოჲსა სახლისანი.
აწ ესერა ქნარი მათი მე ვარ, და სასიტყუელად ვაქუ მე.
მომიძაგეს მე და განდგეს ჩემგან შორად და პირსა ჩემსა წინაშე არა მერიდნეს ნერწყუვად.
) იგავნი სოლომონისნი: ჰპოო:
ქრისტე შობად: ღამის თევასა:
Ms. page: P61R გესმოდენ, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: შვილ ვისხენ და აღვიზარდენ, და მათ შეურაცხ-მყვეს.
იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი და ვირმან _ ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ. ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან რა გულისხმა-ყო.
ვაჲ, ნათესავი ცთომილი და თესლი უკეთური, ნაშობნი ურჩულოებისანი! დაუტევეეს უფალი და განარისხეს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ, უცხო იქმნნეს და უკუნდგეს.
რაჲსა შესძინებთ წყლულებასა ზედა წყლულებათა ურჩულოებითა თქუენითა? ყოველი თავი სალმობად, და ყოველი გული ჭუვილითა.
ფერჴითი თავადმდე გუემულ არს, არა არს მას შინა ადგილი სულნელების, და არცა წყლულებანი განცხადებულ, არცა ნაგუემთა განსივებაჲ, არცა არს ადგილ წამლის ზედადასადებელ, არცა ზეთის და არცა შესახუეველი.
ქუეყანაჲ თქუენი ოჴერ, და ქალაქები თქუენი ცეცხლითა მომწუარ; სოფელსა თქუენსა თქუენ წინაშე უცხონი შესჭამდენ; და მოოჴრებულ და დაქცეულ ჴელთა მიერ უცხოთასა.
დაგდებულ და დატევებულ იყოს ასული ეგე სიონისაჲ ვითარცა ტალავარი მყოდოლთაჲ, და ვითარცა საგრილობელნი ხილისმცველთანი შორის ნესოანსა მას, და ვითარცა ქალაქი შეცვული.
არა თუმცა უფალმან ძალთამან დამიტევნა ჩუენ თესლი მკჳდრობისაჲ, სოდომელთაებრმცა დაქცეულ ვიყვენით Ms. page: P61V და გომორელთამცა მიმსგავსებულ ვართ.
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მთავართა სოდომისათა და ეკრძალენით რჩულსა ღმრთისასა ერი ეგე გომორისაჲ.
რაჲ ძეს ჩემი და თქუენი და განმრავლებისა მაგის მსხუერპლისა თქუენისაჲ? თქუა უფალმან: მაძღარ ვარ აწ, კმა არს ჩემდა საკუერთხი ვერძთაჲ; და ცმელი კრავთაჲ და ვაცთა თქუენთაჲ არა მნებავს;
ხილვაჲ, მოსლვაჲვე და ჩუენებაჲ თქუენი არა მნებავს. ვინმე ითხოვდა ამას ჴელთაგან თქუენთა დათრგუნვად? ამიერითგან ეზოსა ჩემსა არღარა შესძინოთ შემთხუევად.
უკუეთუ შემოსწიროთ თქუენ სამინდოჲ, მსხუერპლი იგი ცუდად არს თქუენდა; მიკუმიოთ თუ საკუმეველი, იგიცა საძაგელადვე შერაცხილ არს ჩემდა. თთჳსთავები თქუენი და შაბათები თქუენი და დღენი თქუენნი შერაცხილნი დიდნი წელიწადთანი არა თავს-ვისხნე.
უზმელებანი და უქმელებანი და თთჳსთავნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა, რამეთუ განმაძღარ ვარ აწ თქუენითა. არა ეგების ამიერითგან, მერმე არღარა გილხინო ცოდვათა თქუენთა.
რაჟამს აღიპყრნეთ ჴელნი თქუენნი ჩემდა მომართ, გარემივიქციო პირი ჩემი თქუენგან, და თუ განამრავლებდეთ ლოცვათა თქუენთა, არავე ვისმინო თქუენი, რამეთუ ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა.
Ms. page: P61V სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ, ქელკიანესა მღდელთაგანისა, რომელი დამკჳდრებულ იყო ანათონს, ქუეყანასა ბენიამენისსა.
იყო სიტყუაჲ უფლისაჲ მისა მიმართ დღეთა იოსიაჲსთა, ძისა ამოსისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეაცამეტესა მეფობასა მისსა.
იყო დღეთა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა, მეფისა იუდაჲსთა, ვიდრე მეათერთ\მეტად Ms. page: P62R წლადმდე ზედეკიაჲსა, ძისა იოსიაჲსთა, მეფისა იუდაჲსთა ვიდრე წარტყუენვადმდე იერუსალჱმისა მეხუთესა თთუესა.
იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ მისა მიმართ და თქუა:
ვიდრე დაბადებადმდე შენდა მუცელსა შინა გიცი შენ, და ვიდრე გამოსლვადმდე შენდა საშოჲთ წმიდა-გყავ შენ, წინაჲსწარმეტყუელად წარმართთა დაგადგინე შენ.
და ვთქუ: რომელი-ეგე ხარ, უფალო, უფალო, აჰა, ესერა, არა ვიცი სიტყუაჲ, რამეთუ ყრმაჲ ვარი მე.
და მრქუა მე უფალმან: ნუ იტყჳ, ვითარმედ ყრმა ვარი მე; რამეთუ ყოველთა, რომელთა მიგავლინო შენ, მიხჳდე, და ყოვლისაებრ, რომელი გიბრძანო შენ, იტყოდი.
ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, იტყჳს უფალი.
და მოყო უფალმან ჴელი მისი ჩემდა და შემახო პირსა ჩემსა და მრქუა მე: აჰა, ესერა, მიგცნე სიტყუანი ჩემნი პირსა შენსა.
აჰა, ესერა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავთა ზედა და მეფეთა აფხურად და დანერგვად, დარღუევად და აღშჱნებად.
იყვნენ ყურნი შენნი.
ღრმით ამო ვღაღადებთ შენდა: