TITUS
Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 
3


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   სარეცელთა ჩემთა ზედა ღამესა შინა ვეძიებდ, რომელი შეიყვარა სულმან ჩემმან, ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი, ვხადოდე მას და არა მისმინა მე.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
აღვდგე უკუე და მოვლო ქალაქსა შინა სავაჭროთა ზედა და უბანთა ზედა და მოვიძიო, რომელი შეიყვარა სულმან ჩემმან. ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი, ვხადოდე მას და არა მისმინა მე.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოვლიდეს ქალაქსა შინა. იხილეთ, რომელი შეიყვარა სულმან ჩემმან?

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
რამეთუ კნინოდენ წარვლე მათგან, ვიდრემდის ვპოვე, რომელი შეიყვარა სულმან ჩემმან. შევიპყარ იგი და არა განუტევე იგი, ვიდრემდის შევიყვანე იგი სახლსა შინა და საუნჯეთა შინა მშობლისა ჩემისათა.

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალჱმისანო, ძალთა შინა და ძლიერებათა შინა აგარაკისათა, უკუეთუ შესძრათ და აღადგინოთ სიყვარული, ვიდრემდის უკუეთუ ინებოს.

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
ვინ არს ესე, რომელი აღმოვალს უდაბნოსაგან, ვითარცა რტო კუამლისა კუმეულისა? მური და გუნდრუკი ყოველთაგან სულნელთა მენელსაცხებელთასა.

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და, სამეოცნი ძლიერნი გარემოს მისსა ძლიერთაგან ისრაჱლისათა.

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
ყოველთა მქონებელთა საჭურველთა წურთვილი ბრძოლასა ზედა, კაცთა საჭურველი მისი ჭირსა ზედა მისსა განკრთომისაგან ღამეთა შინა.

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
გავალაკი იქმნა თვისად მეფემან სოლომონ ძელთაგან ლიბანისათა.

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
სუეტნი მისნი შექმნნა ვეცხლისანი, და დრეკილი მისი - ოქროჲსა, აღსავალი მისი - მეწამული, შინაგანი მისი - ქუაფენილ, სიყუარული ასულთაგან იჱრუსალემისათა.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to igavnigLink to sept   
ასულნო სიონისანო, განვედით და იხილეთ მეფესა შინა სოლომონს გჳრგჳნითა მით, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო იგი დედამან მისმან დღესა შინა სიძობისა მისისასა და დღესა შინა სიხარულისა გულისა მისისასა.


Verse: 2V    
უკუჱ B.
Verse: 10V    
სუჱტნი B.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.