TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 165
Previous part

Chapter: 3 
3


Verse: 1  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   სარეცელთა ჩემთა ზედა ღამე ვეძიებდ, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან,

Verse: 2  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
ვხადოდე მას და არა ჴმა-მცა მე, ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი.

Verse: 3  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა. ნუთუ ჰპოვეთ, რომელი უყუარს სულსა ჩემსა?

Verse: 4  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
ვითარცა კნინ წარვლე მათგან, ვპოვე იგი, რომელი უყუარს სულსა ჩემსა". პოვა სძალმან სიძჱ და თქუა: "შევიპყარ იგი და არა განუტეო, ვიდრემდის შევიყვანო იგი სახიდ დედისა ჩემისა და საუნჯეთა მშობელისა ჩემისათა.

Verse: 5  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალჱმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ, რაჟამსცა უნდეს".

Verse: 6  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
სიძჱ სძალსა ჰკითხავს: "ვინ არს ესე, მომავალი უდაბნოჲთ, აღმაღლებული, ვითარცა კუამლი საკუმეველთაჲ? ზმური და გუნდრუკი და ყოველი შეზავებული ნელსაცხებლისმოქმედთაჲ."

Verse: 7  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
ქალწულთა ესე თქუეს: "აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და სამეოცნი ძლიერნი გარემო მისა ძლიერთაგან ისრაჱლისათა.

Verse: 8  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
ყოველთა მახჳლი ჴელთა, წურთილნი ღუაწლსა, კაცად-კაცადსა ბარკალთა თანა შიშისათჳს ღამისაჲსა.

Verse: 9  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
გავალაკნი ქმნნა სოლომონ მეფემან ძელთაგან ლიბანისათა.

Verse: 10  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
სუეტნი შექმნნა ვეცხლისანი, კამარად დრეკილი მისი -- ოქროჲსაჲ, საჯდომელი მისი -- ძოწეულისაჲ, იატაკი მისი -- ანთრაკ ლესულ სიყუარულისაგან ასულთა იერუსალჱმისათა.

Verse: 11  Link to mcatLink to igavnigLink to bakaratLink to sept   
განვედით და იხილეთ მეფჱ სოლომონ, მიჰხედეთ გჳრგჳნსა მას მისსა, რომელი-იგი დაადგა მას დედამან მისმან დღესა სიძობისა მისისასა და დღესა სიხარულისა მისისასა".



Verse: 9V    
ლიბანისათაჲ O.





Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.