TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 912
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   წელთა რვადაათთა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროსაჲ, სიმაღლე მისი წყრთათა სამოცთა და სივრცე მისი წყრთათა ექუსთა. და აღდგა იგი ველსა შორის დეირასა, სოფელსა შინა ბაბილონსა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ქადაგი ჴმობდა ძლიერებისა თანა: თქუენ გეტყჳ, ნათესავთა, ერთა, ტომთა, ენათა,

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
რომელსაცა ჟამსა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმონისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომთა თაყვანის-ეცით ხატსა ოქროსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და რომელმანცა არა თაყუანის-სცეს, მასვე ჟამსა შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იყო, ოდეს ესმოდის ერთა ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა, და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომნი ერნი, ტომნი, ენანი თაყვანის-სცემდეს ხატსა ოქროჲსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან წინაშე ამისსა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მოუჴდეს მამრნი ქალდეველნი და შეასმენდეს იუდეანთა, და მიმგებელთა ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს:

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მეფეჲ საუკუნეთადმი ცოცხლებდინ!

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
შენ, მეფე, დასდევ რწმენაჲ: ყოველმან კაცმან, რომელმანცა ისმინოს ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა,

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
დავარდეს და თაყუანი-სცეს ხატსა ოქროჲსასა; და რომელმან უკეთუ არდავრდომილმან თაყუანი-სცეს, შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა აგზებულისა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
არიან უკუე მამრნი იუდეანნი, რომელნი დაადგინენ საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა: სედრაკ, მისაკ, აბედნაქო; მათ მამრთა არა უსმინეს რწმენასა შენსა და ღმერთთა შენთა არმკუთველ არიან და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-სცემენ.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ ნაბუქოდონოსორ გულისწყრომისა თანა და რისხვისა თქუა მოყვანებად სედრაკ, მისაკ და აბედნაქოსი; და მამრნი იგი მოიყვანნეს წინაშე მეფისა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიუგო ნაბუქოდონოსორ და ჰრქუა მათ: უკუეთუ ჭეშმარიტად, სედრაკ, მისაკ და ავდენაღო, ღმერთთა ჩემთა არამკუთნველ ხართ და ხატსა ოქროსასა, რომელი აღვსდგი, არ თაყუანის-სცემთ?

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აწ უკუე, უკეთუ გაქუსყე მზად, რაჲთა, ვითარცა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დავრდომილთა თაყუანი-სცეთ ხატსა, რომელი შევქმენ. ხოლო უკუეთუ არ თაყუანის-სცეთ, მასვე ჟამსა შესცჳვეთ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. და ვინ არს ღმერთი, რომელმან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან ჩემთა?

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიუგეს სედრაკ, მისაკ და ავდენაგო, მეტყუელთა, მეფესა ნაბუქოდონოსორსა: არა საჴმარად მაქუს ჩუენ სიტყჳსა ამისთჳს მიგებად შენდა,

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ ნაბუქოდონოსორ აღივსო გულისწყრომითა და შესახედავი პირისა მისისა იცვალა სედრახს ზედა, მისაქს, ავდენაქოს, და თქუა აღგზნებად საჴმილი შჳდწილად, ვიდრე არა სრულიად აღატყდეს,

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მამრთა, ძლიერთა ძალითა, ჰრქუა, შემკრველთა სედრახ, მისახ, ავდენაღოჲსთა, შეთხევაჲ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მამრნი იგი შეიკრნეს სარავარებისა თანა მათისა, და ტიარებისა, და პერიკნიმებისა და შესამოსლებისა მათისა. და შევარდეს შორის საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა,

Verse: 22  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვინათგან სიტყუა მეფისა უფროს განძლიერდა და საჴმილი აღეტყინა შჳდწილ უმეტეს.

Verse: 23  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა:

Verse: 26  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი,

Verse: 27  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ, და წრფელ გზანი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებ.

Verse: 28  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და მშჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალიმსა, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს,

Verse: 29  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდვთ ყოველთაგან,

Verse: 30  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა.

Verse: 31  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.

Verse: 32  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უუსჯულოესსა უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

Verse: 33  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხჳლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა.

Verse: 34  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
ნუ განმცემ სრულიად სახელისა შენისათჳს და ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა,

Verse: 35  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და ნუ განმაყენებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს შეყუარებულისა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა,

Verse: 36  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქჳშა ბაგისა თანა ზღჳსა,

Verse: 37  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს.

Verse: 38  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.

Verse: 39  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და პოვნად წყალობაჲ, არამედ სულისა მიერ შემუსრვილისა და მბერავისა სიმდაბლისაჲსა შემიწყნარე,

Verse: 40  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
ვითარცა ყოვლადდასაწველებისა მიერ ვერძთა და კუროთაჲსა, და ვითარცა ბევრებისა მიერ კრავთა პოხიერთაჲსა, ესრეთ იქმენინ მსხუერპლი ჩუენი წინაშე შენსა, უფალო, დღეს, და სრულ-ჰყავ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხჳლი მოსავთა შენდამი.

Verse: 41  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და აწ შეგიდგთ ყოვლისა მიერ გულისა და გეშიშვით შენ და ვეძიებთ პირსა შენსა.

Verse: 42  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
ნუ მარცხუენ ჩუენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა,

Verse: 43  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და განმარინენ ჩუენ საკჳრველებათაებრ შენთა და ეც დიდებაჲ სახელსა შენსა, უფალო!

Verse: 44  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და სირცხჳლეულ იქმნედ ყოველნი მაჩუენებელნი მონათა შენთა ძჳრებსა და კდემულ იყუნენ ყოვლისაგან მძლავრებისა, და ძალი მათი შემუსრენ.

Verse: 45  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო და დიდებული ყოველსა ზედა მკჳდროანსა.

Verse: 46  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და არ დასცხრებოდეს, რომელთა შესთხინეს მსახურნი მეფისანი, მაგზებელნი საჴმილსა, ნავთსა და ფისსა, ნაძეძსა და ნასხლევსა.

Verse: 47  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და გარდაეცემოდა ალი ზედაჲთ საჴმილისა წყრთათა ორმეოცდაცხრათა,

Verse: 48  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და მოგზნნა და მოწუნა, რომელნი პოვნა გარემოჲს საჴმილისა ქალდეველთაგანნი,

Verse: 49  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
ხოლო ანგელოზი უფლისაჲ თანაშთავიდა მყის აზარიაეთსა საჴმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა საჴმილისაგან.

Verse: 50  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი, და არ შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა, და არ შეაწუხნა იგინი და არ აღაშფოთნა იგინი.

Verse: 51  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
მაშინ სამნივე, ვითარცა ერთისაგან პირისა, აქებდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა, საჴმილსა შორის მეტყუელნი:

Verse: 52  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, და კურთხეულ სახელი დიდებისა შენისა წმიდაჲ და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

Verse: 53  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
კურთხეულ ხარ ტაძარსა შორის წმიდისა დიდებისა შენისასა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა დიდებულ საუკუნეთა,

Verse: 54  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
კურთხეულ ხარ მხედველი უფსკრულთა, მჯდომარე ქერაბინთა ზედა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

Verse: 55  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
კურთხეულ ხარ საყდარსა ზედა მეფობისა შენისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

Verse: 56  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
კურთხეულ ხარ სამყაროსა შორის ცისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა.

Verse: 57  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლსანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 58  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ანგელოზნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 59  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ცანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 60  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით წყალნი ყოველნი, ზეშთაზენი ცათანი, უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 61  Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ყოველნი ძალნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 62  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით მზე და მთოვარე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 63  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ვარსკულავნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 64  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ყოველნი წჳმანი და ცუარი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 65  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ყოველნი ქარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 66  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 67  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ნეფხუა და მწველი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 68  Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ცუარნი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 69  Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ყინელი, ნეფხვა უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 70  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით თრთჳლნი და თოვლნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 71  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ღამენი და დღენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 72  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ნათელი და ბნელი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 73  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ელვანი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 74  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ქუეყანაჲ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 75  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით მთანი და ბორცვნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 76  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ყოველნი მცენარენი ქუეყანისა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 77  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით წყაროები უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 78  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ზღუანი და მდინარენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 79  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ვეშაპნი და ყოველნი მოძრავნი წყალთა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 80  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ყოველნი მფრინველნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 81  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 82  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ძენი კაცთანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 83  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ძენი ისრაჱლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 84  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით მღდელნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 85  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 86  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით სულნი და მბერავნი მართალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 87  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ღირსნი და მდაბალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

Verse: 88  Link to oskijer Link to psa Link to sept Link to sept   
აკურთხევდით ანანია, აზარია და მისაილ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა, რამეთუ განმარინნა ჩვენ ჯოჯოხეთისაგან და ჴელისა სიკუდილისაჲსა მაცხოვნნა ჩუენ, და გამომიჴსნნა ჩუენ საშუალ მგზებარისაგან ალისა და საშუალისაგან ცეცხლისა მიჴსნნა ჩუენ.

Verse: 89  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აღუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

Verse: 90  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აკურთხევდით მსახურებელნი უფალსა ღმერთსა ღმერთთასა, უგალობდით და აღუარებდით, რამეთუ ყოველთა საუკუნეთადმი წყალობა მისი.

Verse: 91  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ნაბუქოდონოსორსა ესმა მგალობელთა და დაუკჳრდა. და აღდგა სწრაფისა თანა და ჰრქუა დიდ-დიდთა თჳსთა: არა მამრნი სამნი შევსთხიენითა საშუალ ცეცხლისა შებორკილებულნი? და ჰრქუეს მეფესა: ჭეშმარიტად, მეფე.

Verse: 92  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიმგებელმან თქუა მეფემან: ხოლო ვითარმე ვხედავ მამრთა ოთხთა ჴსნილთა და მოარულთა საშუალ ცეცხლისა და განყოფილებაჲ არა არს მათ შორის? და ხილვაჲ მეოთხისაჲ მსგავს არს ძისა ღმრთისა.

Verse: 93  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მოუჴდა ნაბუქოდონოსორ კარისა მიმართ საჴუმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა და თქუა: სედრაქ, მისაქ, აბედნაქო, მონანი ღმრთისა მაღლისანი, გამოვედით და მოვედით! და გამოვიდეს სედრაქ, მისაქ, აბედენაქო საშუალისაგან ცეცხლისა.

Verse: 94  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შემოკრბეს სატრაპესნი და სპისმყუანნი, და ადგილისმთავარნი და ძლიერნი მეფისანი და ჰხედვიდეს მამაკაცთა მათ, რამეთუ ვერ ეუფლა ცეცხლი სხეულთა მათთა, და თმაჲ თავისა მათისაჲ არ შეიტუსა და სარავარნი მათნი არა განირყუნეს, და საყნოსი ცეცხლისაჲ არა იყო მათ შორის.

Verse: 95  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თაყვანის-სცა წინაშე მათსა მეფემან უფალსა, და მიუგო ნაბუქოდონოსორ და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსი, რომელმან მოავლინა ანგელოზი მისი და განარინნა მონანი მისნი, რამეთუ ესვიდეს მისდამი, და სიტყუა მეფისა უგულებელს-ყვეს და განსცნეს სხეულნი მათნი, რათა არა მკუთნველ იქმნენ, არცა თაყუანის-სცენ ყოველსავე ღმერთსა, არამედ ღმერთსა ხოლო მათსა.

Verse: 96  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მე დავსდებ რწმენასა, რაჲთა ყოველმან ერმან, ტომმან, ენამან, რომელმან უკუეთუ თქუას გმობაჲ ძჳნად ღმრთისა სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსსა, წარსაწყმედელად იყოს და სახლნი მათნი დასატაცებელად, ვინათგან არა ვინ არს ღმერთი სხუაჲ, რომელიმცა შემძლებელ იყოს ჴსნად ესრეთ.

Verse: 97  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეფემან წარმართნა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო სოფელსა მას ბაბილოვნისასა და აღაორძინნა იგინი და ღირს-ყო წინამძღუანვად ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე მისსა:

Verse: 98  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ნაბუქოდონოსორ მეფე ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მყოფთა ყოველთა შორის ქუეყანასა, მშჳდობა თქვენი განმრავლდინ.

Verse: 99  Link to oskijer Link to sept Link to sept   
სასწაულნი და ნიშნი, რომელნი ქმნნა ღმერთმან მაღალმან ჩემ თანა, სათნო იქმნა წინაშე ჩემსა მითხრობად თქუენდა,

Verse: 100  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვითარცა დიდნი და ძლიერნი, და ვითარცა დიდ და ძლიერ არს მეფობა მისი. მეფობა მისი - მეფობა საუკუნე და ჴელმწიფება მისი ნათესავამდე და ნათესავად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.