TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 829
Previous part

Chapter: 31 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   მას ჯამსა შინა, - თქუა უფალმან, - ვეყო მე ღმრთად ნათესავსა ისრაჱლისასა, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან: ვპოე სიტფოჲ უდაბნოს შინა მომსრველთა თანა მახჳლითა, მიმავალნი მაწანებელთამი ისრაჱლისათა. ვიდოდეთ და ნუ მოსრავთ ისრაჱლსა,

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ შორით უფალი გამოუჩნდეს მას. სიყუარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარებენ, ამისთჳს მოგიზიდენ შეწყალებად.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მერმე აღგაშენო შენ, და აღეშენოს ქალწული ისრაჱლისაჲ. მერმე მოიღო ბობღანი შენი და გამოხჳდე მწყობრსა შორის მემღერეთასა.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მერმე დაჰნერგენით ვენაჴებნი მთათა შინა სამარიაჲსათა, დამნერგველთა დაჰნერგენით და აქებდით.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ არს დღე ჩინებისა სიტყჳს-მგებელთასა მთათა შორის ეფრემისთა. აღდეგით და აღვიდეთ სიონად უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა,

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ამათ ეტყჳს უფალი იაკობსა: განიშჳთ და დაიჴჳვლეთ თავსა ზედა წარმართთასა, სასმენელებ-ყავთ და აქებდით და თქუთ: იჴსნა უფალმან ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, მე მოვიყვანებ მათ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და შევკრიბნე იგინი დასასრულით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა და შვილ-ისხას ერი მრავალი, მათ შორის: კოჭლი და ბრმაჲ, მუცელქმნული და მშობელი, ერთბამად ეკკლესიაჲ დიდი და მოიქცენ აქა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ტირილით განვიდეს შენგან და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი გამსუენემან ნაკადულებსა ზედა წყალთასა გზასა შინა წრფელსა. და არღა სცთებოდიან მას ზედა მერმე, რამეთუ ვექმენ ისრაჱლსა მამად და ეფრემი პირმშოჲ ჩემი არს.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ წარმართთა და მიუთხართ ჭალაკთა შორიელთა. თქუთ: განმფიწლავმან ისრაჱლისამან შეკრიბოს იგი და შეკრიბოს იგი, ვითარცა მაძოვნებელმან სამწყსო თჳსი,

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, განარინა იგი ჴელისაგან უმტკიცესთა მისთასა.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოვიდენ და იშუებდენ და იხარებდენ მთასა ზედა სიონისასა, და მოვიდენ და განცჳბრდენ კეთილთა ზედა უფლისათა ქუეყანასა ზედა იფქლისა და ღჳნისა და ნაყოფთასა, და საცხოვართა და ცხოვართა და ზროხათასა. და იყოს სული მათი, ვითარცა ხე ნაყოფიერი და ვითარცა სამოთხე დამთრვალი, და არ მოემშიოსყე მერმე.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მაშინ იხარებდენ ქალწულნი შესაკრებელთა შორის ჭაბუკთათა და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად. და გარდავაქციო გლოაჲ მათი სიხარულად, და ვყუნე იგინი განმხიარულებულ და ვახარო მათ ჭუილისაგან მათისა.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განვადიდო და დავათრო სული მღდელთა, ძეთა ლევისთა, და ერი ჩემი კეთილთა ჩემთაგან აღივსოს, - თქუა უფალმან.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან: ჴმაჲ ჰრამას შორის ისმა გოდებისა და ტირილისა და ბავთისა, რაქილისა, მტირალისა ძეთა მისთა ზედა, და არა ინება ნუგეშინის-ცემის ძეთა თჳსთა, რამეთუ არა არიან.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოაკლდებინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან და თვალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი საქმეთა შენთა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ქუეყანისაგან მტერთაჲსა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს სასოება აღსასრულისა შორის შენისა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ძენი შენნი საზღვართა მათთა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მსმენელსა მესმა ეფრემის გოდებისაჲ: მწუართე მე და განვიწუართე, ხოლო მე, ვითარცა ზუარაკი, არ განვისწავლე. მომაქციე მე და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარ.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ შემდგომად ტყუეობისა ჩემისა შევინანე და შემდგომად გულისხმის-ყოფისა ჩემისა ვიცემდი თეძოთა ზედა, და სულთ-ვითქუემდ დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა, და მკდემაცა და შეგივრდი შენ, რამეთუ მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაბუკით ჩემითგან.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ძე საყუარელი, ეფრემ, ჩემი, ყრმაჲ მშუენებელი, რამეთუ ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის შორის არიან. ჴსენებით მოვიჴსენო მისი. მერმე ამისთჳს ვისწრაფი მის ზედა. მწყალობელმან შევიწყალო იგი, - თქუა უფალმან.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
დადგინენ შენდაღ; სიონ, ებგურნი. ყავ შენდად ტანჯვაჲ. მიეც გული შენი ბეჭთა შენთა გზასა, რომელსა ხუალ, მოიქეც, ქალწულო ისრაჱლისაო. მიიქეც ქალაქთა მიმართ შენთა მგლოარე,

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვიდრემდის მიიქცევი, ასული შეურაცხქმნილი? რამეთუ აღგაგო შენ უფალმან მაცხოვარებად დასანერგველად ახლად, რომლისა მაცხოვარებასა გარეუვიდოდიან კაცნი.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან: მერმეცა თქუან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა შორის იუდაჲსსა და ქალაქთა შორის მისთა, ოდეს მოვაქციო ტყუეობაჲ მათი. კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა,

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დამკჳდრებულნი მუნ - იუდა და ყოველნი ქალაქნი მისნი - მოქმედებითურთ ქუეყანისაჲთ, და აღებულ იქმნენ შორის სამწყსოსა,

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ დავათრვე ყოველი ქუეყანა წყურიელი და ყოველი სული მშიერი აღვავსე კეთილებითა.

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს აღვდეგ, და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილ იქმნა ჩემდამო.

Verse: 27  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და დაუთესო სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა თესლი კაცთაჲ და თესლი საცხოვართა.

Verse: 28  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, ვითარცა ვიღჳძებდ, მათ ზედა აღფხურად, და აღჴუარდვად, და დარღუევად და ბოროტებად, და წარწყმედად, ეგრეთ ვიღჳძო მათ ზედა, აღშენებად და დანერგვად, - თქუა უფალმან,

Verse: 29  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მათ დღეთ შინა არღარა თქუან მერმე: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს,

Verse: 30  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არამედ კაცადი ცოდვასა შინა თჳსსა მოკუდეს, ყოველი კაცი, კაწახის-მჭამელისანი, მოლხუენ კბილნი მისნი.

Verse: 31  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი,

Verse: 32  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან,

Verse: 33  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ესე არს აღთქმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა, შემდგომად მათ დღეთა, - თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად.

Verse: 34  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, - თქუა უფალმან, - რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთაჲ არა მოვიჴსენო მერმე.

Verse: 35  Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან, მომცემელმან მზისამან ნათელად დღისა, სიმტკიცისა მთოვარისა და ვარსკულავთაჲსა სინათლედ ღამისა, და მიმცემმან ღაღადებასა ზღუასა შორის, და ბგერედ ღელვანი მისნი; უფალ ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.

Verse: 36  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუუკუთუ დასცხრენ შჯულნი ესე პირისაგან ჩემისა, - თქუა უფალმან, - და ნათესავიცა ისრაჱლისაჲ დასცხრეს ყოფადი ნათესავად წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა.

Verse: 37  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: აღ-თუ-მაღლდეს ცაჲ განსაცხრომელადმი, და და-თუ-მდაბლდეს იატაკი ქუეყანისაჲ ქუე, მე არგამოუცდელ-ვყო ნათესავი ისრაჱლისაჲ, - თქუა უფალმან, - ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს.

Verse: 38  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღეშენოს ქალაქი უფლისაჲ გოდლითგან ანამეილისით ვიდრე ბჭედმდე კუთხისა.

Verse: 39  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გამოჴდეს მერმეცა სასოებაჲ, საბელი განზომისაჲ წინაშე მათსა, ვიდრე ბორცუამდე ღარისსა, და გარემოემრგულოს მრგულივ რჩეულთაგან ქვათა კაბათადმი.

Verse: 40  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოველსა ღელესა ფანგარიმითასა და სანაცრისა, და ყოველსა ასარიმოთსა, ვიდრე ნაღუარევამდე ნაძუებისათა, ვიდრე კუთხამდე ბჭისა ცხენთაჲსა აღმოსავალისა, სიწმიდედ უფლისა; და არღა მერმე არ მოიფხურას და არა დაირღუეს მისაუკუნომდე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.