TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 177
Previous part

Chapter: 31  
თავი 31



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   მას ჟამსა შინა თქუა უფალმან: ვეყო მე ღმრთად ნათესავსა ისრაილისასა, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან: ვპოე სიტფოჲ უდაბნოსა Page of ed. 1709: 102a  შინა, მომსრველთა თანა მახჳლითა, მიმავალნი მაწამებელთამი ისრაჱლისათა; ვიდოდეთ და ნუ მოჰსრავთ ისრაილსა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ შორით უფალი გამოუჩნდეს მას. სიყუარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარებენ, ამისთჳს მოგიზიდენ შეწყალებად.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მერმე აღგაშენო შენ, და აღეშენოს ქალწული ისრაილისაჲ, მერმე მოიღო ბობღანი შენი და გამოხჳდე მწყობრსა შორის მემღერეთასა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მერმე დაჰნერგენით ვენაჴნი მთათა შინა სამარიაჲსათა, დამნერგუელთა დაჰნერგენით და აქებდით.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ არს დღე ჩინებისა სიტყჳს-მგებელთაჲსა მთათა შორის ეფრემისთა: აღდეგით და აღვიდეთ სიონდ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამათ ეტყჳს უფალი იაკობსა: განიშჳთ და დაიჴჳვლეთ თავსა ზედა წარმართთასა, სასმენელებ-ყავთ და აქებდით და თქუთ: იჴსნა უფალმან ერი თჳსი, ნეშტი ისრაილისაჲ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე მოვიყვანებ მათ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და შევკრიბნე იგინი დასასრულით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა, და შვილ-ისხას ერი მრავალი, მათ შორის კოჭლი და ბრმაჲ, მუცელ-ქუმული და მშობელი ერთბამად ეკკლესიაჲ დიდი და მოიქცენ აქა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ტირილით განვიდეს შენგან, და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი გამსუენემან ნაკადულებსა ზედა წყალთასა, გზასა შინა წრფელსა, და არღა სცთებოდინ მას ზედა მერმე, რამეთუ ვექმენ ისრაილსა მამად, და ეფრემა პირმშოჲ ჩემი არს.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, წარმართთა, და მიუთხართ ჭალაკთა შორიელთა, თქუთ: განმფიწლავმან ისრაილისამან შეკრიბოს იგი და დაიცვეს იგი, ვითარცა მაძოვნებელმან სამწყსოჲ თჳსი.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, განარინა იგი ჴელისაგან უმტკიცესთა მისთაჲსა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ და იშუებდენ და იხარებდენ მთ\ასა Page of ed. 1709: 102b  ზედა სიონისასა, და მოვიდენ და განცჳბრდენ კეთილთა ზედა უფლისათა, ქუეყანასა ზედა იფქლისა და ღჳნისა და ნაყოფთასა და საცხოვართა და ცხოვართა და ზროხათასა. და იყოს სული მათი, ვითარცა ხე ნაყოფიერი და ვითარცა სამოთხე დამთრვალი, და არ მოემშიოსყე მერმე.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მაშინ იხარებდენ ქალწულნი შესაკრებელთა შორის ჭაბუკთათა, და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად, და გარდავაქციო გლოვაჲ მათი სიხარულად და ვყვნე იგინი განმხიარულებულ და ვახარო მათ ჭუილისაგან მათისა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განვადიდო და დამათრო სული მღდელთაჲ, ძეთა ლევისთაჲ, და ერი ჩემი კეთილთა ჩემთაგან აღივსოს, თქუა უფალმან.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან: ჴმაჲ ჰრამას შორის ისმა გოდებისა და ტირილისა და ბავთისაჲ, რაქილისა მტირალისაჲ ძეთა მისთა ზედა, და არა ინება ნუგეშინისცემის ძეთა თჳსთა, რამეთუ არა არიან.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან, ნუ მოაკლდებინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან და თუალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი საქმეთა შენთაჲ, თქუა უფალმან, და მოიქცენ ქუეყნისაგან მტერთაჲსა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს სასოება აღსასრულისა შორის შენისა, თქუა უფალმან, და მოიქცენ ძენი შენნი საზღვართა მათთა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მსმენელსა მესმა ეფრემის გოდებაჲ. მწუართე მე, და განვიწუართე; ხოლო მე ვითარცა ზუარაკი არ განვისწავლე, მომაქციე მე, და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარ.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ შემდგომად ტყუეობისა ჩემისა შევინანე და შემდგომად გულისხმისყოფისა ჩემისა ვიცემდი თეძოთა ზედა და სულთ-ვითქუემდ დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა, და მკდემაცა და შეგივრდი შენ, რამეთუ მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაბუკით ჩემითგან.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძე საყუარელი ეფრემ ჩემი, ყრმაჲ მშუებელი, რამეთუ, ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის შორის არიან, Page of ed. 1709: 103a  ჴსენებით მოვიჴსენო მისი მერმე; ამისთჳს ვისწრაფო მის ზედა; მწყალობელმან შევიწყალო იგი, თქუა უფალმან.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დაადგინენ შენდად, სიონ, ებგურნი, ყავ შეწდად ტანჯვაჲ, მიეც გული შენი ბეჭთა შენთა; გზასა, რომელსა ხუალ, მოიქეც, ქალწულო ისრაილისაო, მიიქეც ქალაქთა მიმართ შენთა მგლოარე.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვიდრემდის მიიქცევი, ასული შეურცხ-ქმნილი? რამეთუ აღგაგო შენ უფალმან მაცხოვარებად, დასანერგველად ახლად, რომლისა მაცხოვარებასა გარეუვიდოდინ კაცნი.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: მერმეცა თქუან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა შორის იუდაჲსსა და ქალაქთა შორის მისთა, ოდეს მოვაქციო ტყუეობაჲ მათი: კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დამკჳდრებულნი მუნ იუდა და ყოველნი ქალაქნი მისნი მოქმედებითურთ ქუეყანისაჲთ, და აღებულ იქმნეს შორის სამწყსოსა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ დავათრვე ყოველი ქუეყანაჲ წყურიელი და ყოველი სული მშიერი აღვავსე კეთილებითა.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აღვდეგ და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილ იქმნა ჩემდამო.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და დაუთესო სახლსა ისრაილისსა და სახლსა იუდაჲსსა თესლი კაცთაჲ და თესლი საცხოვართაჲ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, ვითარცა ვიღჳძებდ მათ ზედა აღფხურად და აღჴუარდვად და დარღუევად და ბოროტებად და წარწყმედად, ეგრეთ ვიღჳძო მათ ზედა აღშენებად და დანერგვად, თქუა უფალმან.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინ არღარა თქუან მერმე: მამათა ჭამეს კაწახი, და კბილნი შვილთანი მოლხუეს.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ კაცადი ცოდვასა შინა თჳსსა მოკუდეს, ყოველი კაცი და კაწახის მჭამელისანი, მოლხუენ კბილნი მისნი.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და აღუთქუა სახლსა ისრაილისასა და სახლსა იუ\დაჲსასა Page of ed. 1709: 103b  აღთქუმაჲ ახალი,

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა აღთქუმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა პურობისა ჩემგან ჴელისა მათისასა გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქუმისა შორის ჩემისა, და მე უდებვყვნე იგინი, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესსე აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაილისასა და სახლსა იუდაჲსსა შემდგომად მათ დღეთა თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გაგონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი და ვიყო მათდა ღმრთად და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა ასწავებდენ კაცადი მოყუასსა თჳსსა და კაცადი ძმასა თჳსსა, მეტყუელნი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდინ მე მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, თქუა უფალმან, რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოებათა მათთა და ცოდვათა მათთა და არა მოვიჴსენო მერმე.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან, მომცემელმან მზისამან ნათლად დღისა, სიმკაცრისა მთოვარისა და ვარსკულავთაჲსა. სინათლედ ღამისა, და მიმცემმან ღაღადებასა ზღჳსა შორის, და ბგერედ ღელვანი მისნი, უფალ ყოვლისა-მპყრობელ სახელი მისი.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ დასცხრენ შჯულნი ესე პირისაგან ჩემისა, თქუა უფალმან, და ნათესავიცა ისრაილისაჲ დასცხრეს ყოფად ნათესავად წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: აღ-თუ-მაღლდეს ცაჲ განსაცხრომელადმი, და დათუ-მდაბლდეს იატაკი ქუეყანისაჲ ქუე, მე არ გამოუცდელ-ვყო ნათესავი ისრაილისაჲ, თქუა უფალმან, ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და აღეშენოს ქალაქი უფლისაჲ გოდლითგან ანამეილისით ვიდრე ბჭედმდე კუთხისა,

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოჴდეს მერმეცა სასოებაჲ, საბელი განზომისაჲ წინაშე მათსა ვიდრე ბორცუამდე Page of ed. 1709: 104a  ღარისსა და გარემო ემრგულოს მრგულივ რჩეულთაგან ქვათა კაბათადმი,

Verse: 40   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველსა ღელესა ფანგარიმისასა და სანაცრისა და ყოველსა ასარიმოთსა ვიდრე ნაღუარევამდე ნაძუებისათა, ვიდრე კუთხემდე ბჭისა ცხენთაჲს აღმოსავალისა სიწმიდედ უფლისა და არღა მერმე არ მოიფხურას და არა დაირღუეს მისაუკუნომდე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.