TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 346
Previous part

Chapter: 31  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მას ჟამსა შინა, თქუა უფალმან; ვეყო ღმერთ ნათესავსა ისრაჱლისასა, და იგინი იყვნენ ჩემდა ერ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან; ვპოე სიწრფოებაჲ უდაბნოსა მომსრველთა თანა მახჳლითა, რომელნი მივიდეს მაწამებელად ისრაჱლისა, ვიდოდეთ და ნუ მოჰსრავთ ისრაჱლსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
შორით უფალი გამოუჩნდეს მათ, სიყუარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ, ამისთჳს მოგიზიდე შენ შეწყალებად.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აღგაშჱნო შენ, და აღგეშჱნას, ქალწული ისრაჱლი, მერმე მოიღო ბობღანი შენი, <და> გამოიღო კრებულთა თანა მომღერთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
მერმე აშჱნოთ ვენაჴები მთასა სამარიაჲსასა. დაჰნერგეთ ნერგი და აქებდით;

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დღჱ ნუგეშინის-ცემისაჲ არს მვედრებელთაჲ მთათა ზედა ეფრემისთა, აღდეგით და აღვიდეთ სიონდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ ეტყჳს უფალი იაკობსა, იხარებდით და იშუებდით და იმღერღით თავთა ზედა წარმართთასა, სასმენელ ყავთ და აქებდით და თქუთ; იჴსნა <უფალმან> ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე მოვიყვანნე იგინი ქუეყანით ჩრდილოჲთ, და შევკრიბნე იგინი კიდით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა. და გესხნენ შენ ერნი მრავალნი, მათ შორის და მკელობელი და ბრმაჲ, მუცელ-ქუმული და მშობელი, ერთბამად კრებული დიდი, და მოიქცენ აქა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ტირილით განვიდეს შენგან, და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი, და განუსუენო ნაკადულსა ზედა წყალთასა გზასა წრფელსა, და არღარა შესცთენ მერმე მას შინა, რამეთუ ვექ<მ>ნე მე ისრაჱლსა მამად, და ეფრემ პირმშოჲ ჩემი არს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ წარმართნო, და მიუთხართ ჭალაკთა შორიელთა. არქუთ, რომელმან განაქრია ისრაჱლი შეკრიბოს იგი, და დაიცვას ვითარცა მწყემსმან სამწყსოჲ თჳსი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იპსნა უფალმან იაკობი, და განარინა იგი ჴელთაგან უმძლავრჱსთა მისთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ და იხარებდენ და იშუებდენ მთასა ზედა სიონსა, Page of ms. J: B16r  მოვიდენ და დაუკჳრდეს კეთილთა/ ზედა უფლისათა, ქუეყანასა ზედა იფქლისასა და ღჳნისასა და ნაყოფთასა და საცხოვართასა და ზროხათასა, და იყოს სული მათი ვითარცა ხჱ ნაყოფიერი, და ვითარცა სამოთხჱ დამთრვალი, და არღარა ეშინოდის მათ მერმე, არცა ჰმშიოდის.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
მაშინ იხარებდენ ქალწულნი შორის კრებულსა ჭაპუკთასა, და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად, და გარდავაქციო გლოვაჲ მათი სიხარულად, და ნუგეშინის-ვსცე მათ, და ვყვნე იგინი სახარულევან, და ვახარო მათ ჭუვილსაგან მათისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
განვადიდო და დავათრო სული მღდელთაჲ ძეთა ლევისთაჲ, და ერი ჩემი კეთილითა ჩემითა განძღეს, იტყჳს უფალი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან; ჴმაჲ ჰრამად ისმა, გლოვაჲ, ტირილი და გოდებაჲ; ჰრაქელ ტიროდა ძეთა მათ თჳსთა ზედა, და არა უნღა ნუგეშინის-ცემაჲ შვილთა თჳსთა ზედა, რამეთუ არა არიან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; დასცხერინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან, და თუალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი საქმეთა შენთაჲ, თქუა უფალმან, და მოიქცეს ქუეყანით მტერთაჲთ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყოს სასოება აღსასრულსა შენსა, თქუა უფალმან, და მოექცენ შვილნი შენნი საზღვართა მათთა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
სმენით მესმა ეფრემის გოდებაჲ, განმსწავლე მე და განვისწავლო, ვითარცა სამწყული უმწყი ვერ დავიმწყე. მომაქციე მე და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შემდგომად ტყუეობისა მის ჩემისა შევინანე, და შემდგომად გულის-ჴმის-ყოფისა ვკუნესოდე დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა; კდემულ ვიქმენ და დაგემორჩილე შენ, რამეთუ მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაპუკით ჩემითგან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ძჱ ხარ საყუარელი ჩემი, ეფრემ, ყრმაჲ განცხრომისაჲ შუებასა, რამეთუ ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის თანა არიან, ჴსენებით მოვიჴსენო მისი მერმე. ამისთჳს მოვიძივ იგი; წყალობით შევიწყალო იგი, იტყჳს უფალი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და დაადგინენ შენდად ებგურნი, სიონ, იყავნ შენდა გუემაჲ განმწარებული, მიეც გული შენი ბეჭთა შენთა, გზასა, რომელსა ხუალ; მოიქეც ქალწულო Page of ms. J: B16v  ისრაჱლ, მოიქეც ქალ/აქებად შენდა მგლოვარჱ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვიდრემდის მიაქცევდე, ასულო შეურაცხო, რამეთუ დაგბადა შენ უფალმან ცხორებად, და დასანერგველად ახლად, ცხოვრებად იქცეოდიან კაცნი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან, მერმე თქუან და სიტყუაჲ ესე ქუეყანასა იუდაჲსსა, და ქალაქებსა მისსა, რაჟამს მოვაქციო ტყუჱ მათი. კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და დამკჳდრებულნი მუნ იუდა და ყოველი ქალაქები მისი ერთბამად მოქმედითურთ ქუეყანისაჲთ, და განიშუან სამწყსოჲთურთ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დავათრვე ყოველი სული წყურიელი, და ყოველი სული მშიერი განვაძღე კეთილითა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს განვიღჳძე, და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილ მეყო მე.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და დავსთესო სახლი ისრაჱლისაჲ და სახლი იუდაჲსი თესლითა კაცთაჲთა და თესლითა საცხოვართაჲთა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და იყოს ვითარცა განვიღჳძე მათ ზედა აღფხურად და <და>რღუევად და დამჴულვად და ბოროტებად და წარწყმედად, ეგრე განვიღჳძო მე მათ ზედა აღშჱნებად და დანერგვად, იტყჳს უფალი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა არღარა თქუან მერმე, მამათა ჭამეს კაწახი, და შვილთა კბილნი მოლბეს,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
არამედ კაცად-კაცადი ცოდვათა შინა თჳსთა მოკუდეს ყოველი კაცი, და რომელმან ჭამოს კაწახი, მოჰლბენ კბილნი მისნი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღთქუმა ვყო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი;

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
არა აღთქუმისა მის-ებრ, რომელ აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქუმათა ჩემთა, და მე შ<ე>ურაცხ-ვყვნე იგინი, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელ აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსსა შემდგომად მათ დღეთა, თქუა უფალმან; მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა, და მკერდსა ზედა მათსა დაუწერო მათ, და ვიყო მე მათა ღმრთად, და იგინი იყვნენ Page of ms. J: B17r  ჩემდა ერად/.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და არღარა ასწავებდეს კაცად-კაც<ად>ი მოყუასსა თჳსსა, და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა, და ჰრქუას, გულის-ჴმა-ყავ უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე კნინითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე, თქუა უფალმან, მოვიჴსენნე.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან, რომელმან მოსცა მზჱ ნათლად დღისა <და> მთოვარე და მარსკულავები განმანათლებელად ღამისა, და სცის ღაღადება ზღუასა და მხრიედ ღალვანი მისნი, უფალ მერთისა-მპყრობელ არს სახელი მისი.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ დასცხრენ შჯულნი ესე პირისაგან ჩემისა, თქუა უფალმან, და ნათესავმან ისრაჱლისამან დააცადოს ყოფად თესლებად წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა.

Verse: 35   Link to sept   
[!] ესრე იტყჳს უფალი; აღ-თუ-მაღლდეს ცაჲ უზესკნელეს, და და-თუ-მდაბლდეს იატაკი ქუეყანისაჲ ქუესკნელად, მეცა შეურაცხ-ვყო ნათესავი ისრაჱლისაჲ, თქუა უფალმან, ყოველთათჳს, რომელ ქმნეს.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღიშჱნოს ქალაქი უფლისაჲ გოდლითგან ანამელისით ვიდრე ბჭედმდე კიდისათა.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და გამოჴდეს მერმე სასოებაჲ და საბელი საზომისაჲ წინაშე მათსა მი-ბორცუადმდე გარებდ, და მოიქმნეს რჩეულთაგან ქვათა გაბათად კერძო, და ყოველთა ზედა ღელეთა ფაგარიმისათა.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და ყოველსა ასარემოთსა ჴევადმდე ნაძუთად, ვიდრე კიდედმდე <ბჭეთა> საცხენისათა აღმოსავალით სიწმიდედ უფლისა, და არღარა აღიფხურეს, არცაღა დაირღუეს უკუნისამდე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.