TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 145
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ: "მცირე არს და მწუხარჱ ცხოვრებაჲ ჩუენი, და არა არს კურნებაჲ ჩუენი აღსასრულსა კაცისასა, და არასადა ვინ იცის, რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თჳთ-ჴელმწიფედ შევიქმნენით და ამისა შემდგომად ვიქმნენით ვითარცა არაყოფილნი, რამეთუ კუამლ არს სული ცხჳრთა შინა ჩუენთა და სიტყუაჲ-ნაბერწყალ Page of ms. O: 273r  ძრვასა გულისა ჩუენისასა

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რომელი დაშრტეს, და ნაცარ იქმნეს ჴორცნი, და სული დაჰჴსნდეს და მოჰლპეს აერი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და სახელი ჩუენი დაივიწყოს ჟამად-ჟამად, და არავინ მოიჴსენნეს საქმენი ჩუენნი*; და წარჴდეს ცხოვრებაჲ ჩუენი, ვითარცა კუალი ღრუბლისაჲ, და ვითარცა ნისლი განქარდეს, და წარ-რაჲ-იდევნის გამოტევებითა მზის-თუალისაჲთა, და სიცხისაგან მისისა დამძიმდის.

Verse: 5   Link to sept   
რამეთუ, ვითარცა აჩრდილი, წარმავალი არს ცხოვრებაჲ ჩუენი, და არა არს და კუალად-მოქცევაჲ აღსრულებასა ჩუენსა, რამეთუ დაებეჭდა და არავინ მოიქცეს.

Verse: 6   Link to sept   
მოვედით და ვიხაროთ ყოფილთა ამათგან კეთილთა, და ვამსახუროთ დაბადებული, ვითარცა სიჭაპუკესა.

Verse: 7   Link to sept   
ღჳნითა მრავალფერითა და ნელსაცხებლითა აღვივსნეთ, და ნუ თანა-წარგუვალნ ჩუენ ყუავილი ზაფხულისაჲ.

Verse: 8   Link to sept   
გჳრგჳნი დავიდგათ ვარდისა რტოთაჲ ვიდრე დაჭნობადმდე

Verse: 9   Link to sept   
და ნუმცა ვინ ჩუენგანი დაკლებულ არს ჩუენისა ამისგან სიხარულისა; ყოველსა ადგილსა დაუტეოთ განცხრომაჲ ესე სიხარულისა ჩუენისაჲ, რამეთუ ესე არს ჩუენდა ხუედრებული ნაწილი იგი.

Verse: 10   Link to sept   
ვჰმძლავრობდეთ გლახაკსა და მართალსა, არა ვერიდნეთ ქურივსა და არცა მოხუცებულისაგან შევიკდიმოთ, მჴცეთა მრავლისა ჟამისათა.

Verse: 11   Link to sept   
იყავნ ჩუენდა ძალი შჯულად სიმართლისა, რამეთუ უძლურებასა უჴმარად Page of ms. O: 273v  ემხილების.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
დავაპრკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს და წინა-აღმიდგების საქმეთა ჩუენთა, და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა შჯულისათა, და მიმომდებს ჩუენ ცოდვათათჳს სწავლისა ჩუენისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აღიარებს, ვითარმედ ცნობაჲ აქუს ღმრთისაჲ, და ძედ ღმრთისადად თავსა თჳსსა იტყჳს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მძიმე არს ჩუენდა ხილვაჲცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრებაჲ მისი, და ცვალებელ -- ალაგნი მისნი

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
საძაგელად შეურაცხიეთ მას, და განშოვრებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა, ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ, და გამოვცადოთ, რაჲ-ძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არს მართალი იგი ძჱ ღმრთისაჲ, შეეწიენ მას, და იჴსენინ იგი ჴელთაგან წინააღმდგომთაჲსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
გინებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რაჲთა ვცნათ სახიერებაჲ მისი და გამოვცადოთ თავს-დებაჲ განბოროტებისა მისისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
სიკუდილითა სარცხჳნებითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყოს მოხედვაჲ მისი სიტყუთაგან მისთა."

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ დააბრმნა იგინი უკეთურებამან მათმან.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ვერ ცნეს საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არცა სასყიდელსა ესვიდეს სიწმიდისასა და არცა გამოიკითხეს Page of ms. O: 274r  პატივი სულთა უბიწოთაჲ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატად თჳსა თჳსობისა შექმნა იგი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და შურითა ეშმაკისაჲთა სიკუდილი სოფლად შემოჴდა, და განსცდიან მას, რომელნი არიან ნაწილისა მისისანი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.