TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 143
Previous part

Chapter: 143 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლაჲ.

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო; ნუგეშინის-მცემელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დამამორჩილა ერი ჩემ ქუეშე.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო, ვინ არს კაც, რომელიმცა გამოაცხადე შენ, ანუ ძჱ კაცისაჲ, რომელიმცა შეჰრაცხე იგი?

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარჴდეს.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოჴედ, შეახე მთათა და კუმოდიან;

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
გამოაბრწყინენ ელვანი შენნი და შეაძრწუნენ იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და განაბნიენ იგინი.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
გამოავილნე ჴელი შენი მადლით, მიჴსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა და ჴელთაგან შვილთა უცხო თესლთაჲსა,

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელთაჲ პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენჱ მათი იყო მარჯუენე სიცრუვის

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა მით საფსალმუნითა გიგალობდე შენ,

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელმან მიეც ცხორებაჲ მეფეთა, რომელმან იჴსენ დავიდ მონაჲ შენი მახჳლისაგან ბოროტისა.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიჴსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა და ჴელთაგან შვილთა უცხო თესლთასა, რომელთაჲ პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენჱ მათი იყო მარჯუენე სიცრუვის.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაპუკესა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ მსგავსად ტაძრისა, საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას,

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან და განმრავლებულ გამოსავალთა მათთა

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
და ზროხანი მათნი პოხილ არიან, არა არს დაცემა ზღუდის და არცა განსავალ, არცა ღაღადება უბნებსა მათსა.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჰნატრეს ერსა მას, რომლისაჲ-ესე ესრე არს; ხოლო ნეტარ არს ერისა მის, რომლისაჲ არს უფალი ღმერთი მათი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.