TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 169
Previous part

Chapter: 23  
თავი 23



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept    მწყემსნო, წარმწყმედელნო და განმაბნეველნო ცხოვართა საძოვრისა ჩემისათა, იტყჳს უფალი.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მწყემსთა ზედა, მწყსელთა ერისა ჩემისათა: თქუენ განბნიენით ცხოვარნი ჩემნი და განაგარეენით იგინი და არა მოიხილენით იგინი. აჰა Page of ed. 1709: 91a  მე შურ ვიგო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, თქუა უფალმან,

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადა განვაგარეენ იგინი მუნ და დავადგინნე იგინი საძოვარსა მათსა ზედა და აღორძინდენ და განმრავლდენ.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი ჰმწყსიდენ მათ, და არღარა ეშინოდის მერმე, არცა იწიწვოდინ, არცა ორჴმაობდენღა, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესერა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეფობდეს მეფე მართალი და გულისხუმა-ყოს და ქმნას განკითხვაჲ და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დღეთა შინა მისთა ცხოვნდეს იუდაჲ და ისრაელი დაემკჳდროს სასოებით, და ესე სახელ მისსა, რომელი უწოდოს მას უფალმან: იოსედეკ თჳთ წინაჲსწარმეტყუელთა შორის.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და არა თქუან მერმე Page of ms. Ga: 232v   ცხოველ არს უფალი, აღმომყვანებელი ძეთა ისრაელისათა [ქუეყანით] ეგჳპტით.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ: ცხოველ არს უფალი, ამომყვანებელი და მომყვანებელი თესლსა სახლისა ისრაილისსა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადაცა განვაგარეენ იგინი მუნ და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინაჲსწარმეტყუელთათჳს: შეიმუსრა გული ჩემი ჩემ შორის, შეირყვნეს ყოველნი ძუალნი ჩემნი: ვიქმენ ვითარცა მამაკაცი შემუსრვილი და ვითარცა კაცი შეპყრობილი ღჳნისა მიერ პირისაგან უფლისა და პირისაგან დიდებისა მისისა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მრუშებათა მიერ აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ პირისაგან ამათისა იგლოვა ქუეყანამან, განჴმეს საძოვარნი უდაბნოჲსანი. და იქმნა სრბაჲ მათი ბოროტ და ძალი მათი არა ესრე.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მღდელი და წინაჲსწარმეტყუელნი შეიმწიკულნეს, და სახლსა შინა ჩემსა ვიხილენ უკეთურებანი მათნი, თქუა უფალმან.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს იქმენინ გზაჲ მათი მათდა საბრჴე ალმურსა შინა, და შებრკოლდენ და დაეცნენ მას შინა, მით რამეთუ მოვ\ჰჴადნე Page of ed. 1709: 91b  მათ ზედა ძჳრნი წელიწადსა შინა ზედ-მიხედვისა მათისასა, თქუა უფალმან.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წინაჲსწარმეტყუელთა შორის სამარიაჲსათა ვიხილენ უშჯულოებანი; წინაჲსწარმეტყუელებდეს სახელსა ზედა ჩემსა ბაალისთჳს და შეაცთუნეს ერი ჩემი ისრაელი.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წინაჲსწარმეტყუელთაცა შორის იერუსალემისათა ვიხილენ განსაკრთომელნი მემრუშე, ქმნილთა და მრავალთა სიცრუეთა შინა და შემწეთა ჴელთა ბოროტთასა არმოქცევისათჳს კაცადისა გზისაგან მისისა ბოროტისა, იქმნეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა სოდომაჲ, და მკჳდრნი მისნი, -- ვითარცა გომორრაჲ.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ძალთაჲ წინაჲსწარმეტყუელთა ზედა: აჰა მე ვაჭამებ მათ სალმობასა და ვასუამ მათ წყალსა მწარესა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთაგან იერუსალიმისათა გამოჴდა შემწიკულებაჲ ყოვლთა ქუეყანისად.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: ნუ ისმენთ სიტყუათა წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინაჲსწარმეტყუელებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი, ხილვას გულისა მათისასა იტყჳან და არა პირისაგან უფლისა:

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ეტყვიან ურჩთა სიტყუათა უფლისათა: "მშჳდობაჲ იყოს თქვენდაო" და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა, ყოველსა მავალსა საცთურითა გულისა მისისაჲთა ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძჳრნი.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვინ დადგა სახილავსა შორის უფლისასა და იხი\ლა Page of ms. Ga: 233r   და ესმნეს სიტყუანი მისნი? ვინ ყურად-იღო სიტყუაჲ მისი და ისმინა?

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ძრვაჲ უფლისა მიერ, და რისხვაჲ გამოვალს თანად შესარყეველად, კუალად ქცეული უთნოთა ზედა მოიწია.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არღა მერმე მიიქცეს გულისწყრომაჲ უფლისაჲ ვიდრემდის ყოს იგი და ვიდრემდის დაადგინოს იგი ჴელ-ყოფანი გულისა მისისანი, უკუანაჲსკნელთა დღეთასა გულისჴმა-ყვნენ იგინი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არ მივავლინებდ წინაჲსწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვი\ტყოდე Page of ed. 1709: 92a  მათდა მიმართ, და იგინი წინაჲსწარმეტყუელებდეს.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის და ისმინნეს სიტყუანნი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ღმერთი მახლობელი მე ვარ, იტყჳს უფალი, და არა ღმერთი შორიელი.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა, და მე არა ვიხილო იგი? -- იტყჳს უფალი: ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? -- იტყჳს უფალი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მესმნეს, რათა იტყჳან წინაჲსწარმეტყუელნი, რათა წინჲსწარმეტყუელებენ სახელითა ჩემითა ცრუთა, მეტყუელნი: ვიძილის-შინეთ ძილისშინაჲ.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვიდრემდის იყოს გულსა შინა წინაჲსწარმეტყველთასა, რომელნი წინაჲსწარმეტყუელებენ ნებათა გულისა მათისათა,

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რომელნი იგონებენ დავიწყებასა ერისა ჩემისაგან სახელისა ჩემისასა ძილის-შინათა მათთა მიერ, რომელთა მოუთხრობდა კაცადი მოყუასისა მიმართ თჳსისა, ვითარ-იგი დაივიწყეს მამათა მათთა სახელისა ჩემისაჲ ბაალის ძლით?

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინაჲსწარმეტყუელმან, რომლისა შორის არს ძილის-შინაჲ, შთამოთქჳნ ძილის-შინაჲ თჳსი, რომლისა შორის სიტყუაჲ ჩემი მისდა მიმართ, შთამოთქჳნ სიტყუაჲ ჩემი ჭეშმარიტებით, იტყჳს უფალი, რაჲ არს ბზე იფქლისა მიმართ? [29] ეგრეთ სიტყუანი ჩემნი.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა სიტყუანი ჩემნი, ვითარცა ცეცხლი მოტყინარე იტყჳს უფალი, და ვითარცა წერაქჳ, განმკვეთი კლდისაჲ?

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა მე წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელნი იპარვენ სიტყუათა ჩემთა თითოეული მოყუსისაგან თჳსისა.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ, იტყჳს უფალი, რომელნი გამოიღებენ ენასა წინაჲსწარმეტყუელებათასა და წმასნიან სიცრუით უწყებასა და მიირულებენ ჰრულსა მათსა.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე: წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ, Page of ed. 1709: 92b  რომელნი წინაჲსწარმეტყუელებენ ძილის-შინათა ცრუთა, თქუა უფალმან, და მოუთხრობენ მათ და აცთუნებენ Page of ms. Ga: 233v   ერსა ჩემსა ტყუილთა მათთა და საცთურთა მათთა მიერ, და მე არა მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ, და სარგებით არა არგონ ერსა ამას, თქუა უფალმან.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ გკითხოს შენ ერმან ამან ანუ მღდელმან ანუ წინაჲსწარმეტყუელმან, მეტყუელმან: რაჲ არს მიმართებაჲ უფლისაჲ? ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მიმართებაჲ უფლისაჲ და დაგამჴუნე თქუენ, იტყჳს უფალი.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წინაჲსწარმეტყუელმან და მღდელმან და ერმან ამათ უკუეთუ თქუან: "მიმართებაჲ უფლისა", და შური ვიძიო კაცსა მას ზედა და სახლსა მისსა ზედა.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳთ კაცადი მოყუასისა მიმართ თჳსისა და კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა: რაჲ მოგიგო უფალმან და რაჲ თქუა უფალმან?

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიმართებაჲ უფლისაჲ ნუ სახელ-იდებინ მერმე, რამეთუ მიმართებაჲ უფლისაჲ იყოს კაცისა სიტყუაჲ მისი, გარდაქციენით სიტყუანი ღმრთისა: ცხოველისა[ნი], უფლისა ძალთაჲსა, ჩუენისანი.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ სთქუა წინაჲსწარმეტყუელისა მიმართ: რაჲ მოგიგო შენ უფალმან და რაჲ თქუა უფალმან?

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიმართებას უფლისასა ნუ იტყჳთ, ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, ამის წილ რომელ სთქუთ სიტყუაჲ ესე: "მიმართებაჲ უფლისაჲ" და მივავლინე თქუენდამი, მეტყუელმან: არა იტყჳთ მიმართებასა უფლისასა.

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა მე მომიხუნე თქუენ მიმართებითა და დაგამჴუნე თქუენ და ქალაქი, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა პირისაგან ჩემისა.

Verse: 40   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცე თქუენ ზედა ყუედრებაჲ საუკუნოჲ და უპატივოებაჲ საუკუნოჲ, რომელი არდავიწყებულ იქმნეს (7a). აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი. და არა იტყოდინ მერმე: ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანა სახლი ისრაილისაჲ ქუეყანისაგან ეგჳპტისა. [8a]. არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანა და შეიყვანა ყოველი თესლი ისრაილისაჲ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და ყოველთაგან სოფელთა, განაგარეენა იგინი მუნ და კუალად-ადგინნა იგინი ქუეყანასა მათსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.