ხოლო იესუ ქრისტჱს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:
სადა არს ახლადშობილი იგი მეუფჱ ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
და შეკრიბნა ყოველნი მღდელმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტჱ?
ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა. რამეთუ ესრჱთ წერილ არს წინაწარმეტყუელისა მიერ:
და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწჱმეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებისა მის ვარსკულავისაჲ.
და წარავლინნა ბეთლემდ და ჰრქუა: მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და, რაჟამს ჰპოვოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და, აჰა, ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ზედა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.
ხოლო მათ ვითარცა იხილეს* ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
და ვითარცა შევიდეს სახლსა მას და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საფასეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით ანგელოზისაგან, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდჱსა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.
და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებაჲ ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.
ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამჱ, და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდჱსა,
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაწარმეტყუელისა მიერ: ეგჳპტით უწოდი ძესა ჩემსა.
მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და წარავლინნა და მოწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარჱსი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.
მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ:
ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისაჲ და ტირილისაჲ და ღაღადებისაჲ ფრიად; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს
და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.
და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდჱს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ, არამედ ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით ანგელოზისაგან და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა.
და მივიდა და დაეშჱნა ქალაქსა მას, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.