TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 920
Previous part

Chapter: 11 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   მე წელსა პირველსა კჳროსისსა, დავდეგ სიმტკიცედ და ძალად.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აწ მე გითხრობ შენ ჭეშმარიტსა: აჰა, სამნი მეფენი აღდგენ მერმე სპარსეთს შინა, და მეოთხე განძლიერდეს სიმდიდრითა დიდთა უფროს ყოველთასა, და შემდგომად დაპყრობისა მისგან სიმდიდრესა მისსა ზედააღუდგეს ყოველთა მეფობათა ელლინთასა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აღდგეს მეფე ძლიერი, და ეუფლოს უფლებათა მრავალთა და ქმნას ნებისაებრ მისისა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვიდრე დგესღა მეფობა მისი, შეიმუსროს და განიწვალოს ოთხთა მიმართ ქართა ცისათა და არა უკუანაჲსკნელთა მისთა მიმართ, არცა უფლებისაებრ მისისა, რომელ იუფლა, რამეთუ დაიჴსნა მეფობა მისი და სხუანი გარეშე მათსა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და განძლიერდეს მეფე სამხრისა, და ერთი მთავართა მისთაგანი განძლიერდეს მის თანა და ეუფლოს უფლებათა მრავალთა გარეშე ჴელმწიფებისა მისისა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შემდგომად წელთა მათთა შეიყვანნენ, და ასული მეფისა სამხრისა შევიდეს მეფისა მიმართ ბღუარისაჲსა ყოფად ზავისა მის თანა, და ვერ დაიპყრას ძალი ძლიერებისაჲ, და არა დადგის თესლი მისი, და მიეცეს იგი და მომყვანებელნი მისნი და ჭაბუკაჲ და განმაძლიერებელი მისი სამთა შინა ჟამთა.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აღდგეს ყუავილისაგან ძირისა მისისა განმზადებულებასა ზედა მისსა და მოვიდეს ძალისა თანა და შევიდეს სიმტკიცეთა მიმართ მეფისა ჩრდილოსათა, და ქმნას მათ შორის და განძლიერდეს.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ღმერთნიცა მათნი გამოდნობილთა თანა მათთა, ყოველი ჭურჭელი გულისსათქმელი მათი ვეცხლისა და ოქროჲსა ნატყუენავისა თანა შეიღოს ეგჳპტედ, და იგი დადგეს ზედა მეფისა ჩრდილოსასა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შევიდეს სამეფოდ მეფისა სამხრისასა და მოიქცეს ქუეყანად თჳსსა.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ძეთა მისთა შეკრიბონ ერი ძალთა მრავალთაჲ და თანშეაყონ, და შევიდეს მომავალი და წარმღუნელი, და წარმოჴდეს, და დაჯდეს და თანშეთხზნას ვიდრე ძალისამდე მისისა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და განველურდეს მეფე სამხრისაჲ, და გამოვიდეს, და ბრძოლა-სცეს მეფესა თანა ჩრდილოჲსასა, და დაადგინოს ერი მრავალი და მისცეს ერი ჴელსა შინა მისსა,

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიიღოს ერი, და ამაღლდეს გული მისი, და დააქუევნეს ბევრნი და ვერ უძლონ.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოაქციოს მეფემან ჩრდილოსამან და მოიყვანოს ერი მრავალი უფროს პირველისასა, და დასასრულსა თანა ჟამთასა ზედმოვიდეს შესლვითა ძალისა მიერ დიდისა და სიმდიდრითა მრავლისა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მათ ჟამთა შინა მრავალნი აღდგენ მეფესა ზედა სამხრისასა, და ძენი ბუგრიანთა ერისა შენისათანი აღზუავნენ დადგინებად ხილვისა და მოუძლურდენ.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შევიდეს მეფე ბღუარისაჲ, და მოადგას პატნეზი, და მოიპყრნეს ქალაქნი ძლიერნი და მკლავნი მეფისა სამხრისანი ვერ დადგენ. და აღდგენ რჩეულნი მისნი და არა იყოს ძალი მისი დადგომად.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ქმნას შემავალმან მისდა მიმართ ნებისაებრ მისისა, და არა იყოს დამდგომ პირისპირ მისსა, და დადგეს ქუეყანასა შინა საბირისსა და მოსრულდეს ჴელისა მიერ მისისა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დააწესოს პირი მისი შესლვად ძალითა ყოვლისა მეფობისა მისისათა, და სიწრფოებანი ყოველნი ყუნეს მის თანა, და ასული დედათაჲ მისცეს მას განხრწნად იგი, და არა დაადგრეს და არა იყოს მისსა.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოაქციოს პირი თჳსი ჭალაკთა მიმართ, და დაიპყრნეს მრავალნი და დაწუნეს მთავარნი ყუედრებითა მათითა. ყოველი ყუედრება მისი მიექცეს, მან მოაქციოს პირი მისი

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ძალისა მიმართ ქუეყანისა მისისაჲსა, და მოუძლურდეს და დაეცეს და არა იპოოს.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აღდგეს ძირისაგან მისისა ნერგი მეფობისაჲ განმზადებულებასა ზედა მისსა წარმდროებელი და მოქმედებასა მეფობისასა. და მათ დღეთა შინა შეიმუსროს და არა პირითა და არცა ბრძოლისა მიერ.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
დადგეს განმზადებულებასა ზედა მისსა, შეურაცხ იქმნას, და არა მისცეს მის ზედა დიდებაჲ მეფობისა, და მოვიდეს იეფობისა თანა და განაძლიეროს მეფობა შებრკოლებისა მიერ.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მკლავნი წარმღუნელისანი წარირღუნენ პირისაგან მისისა, და შეიმუსრნენ და წინამძღუარმანცა აღთქმისამან

Verse: 23  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თანაშემყოფელთაგანმან მისა მიმართ ზაკუვაჲ, და აღვიდეს და ზეშთა განაძლიეროს მცირედისა მიერ ძალისა და ნათესაობისა.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მრავლითა სოფლებითა მოვიდეს და ქმნეს, რომელი არა ქმნეს მამათა მისთა და არცა მამათა მამათა მისთასა, ავარი და ნატყუენავი და სიმდიდრე მათი განაბნიოს და ეგჳპტესა ზედა ისიტყუნეს სიტყვანი მისნი და ვიდრე ჟამისა.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აღდგეს ძალი მისი და გული მისი მეფესა ზედა სამხრისასა ძალისა მიერ დიდისა, და მეფემან სამხრისამან შეამტკიცოს ბრძოლაჲ ძალისა მიერ დიდისა და ძლიერისა ფრიად, და ვერ დადგეს, რამეთუ სიტყუედ მას ზედა გულისსიტყვათა,

Verse: 26  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჭამენ სათანადოთა მისთა და შემუსრვენ მას, და ძალი თჳსი წარღუნას და დაეცნენ წყლულნი მრავალნი.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ორნივე მეფენი, გულნი მათნი უკეთურებისა თანა და ტაბლასა ზედა ერთსა ცრუსა ზრახვიდენ და არ წარემართოს, რამეთუ არსღა დასასრულამდე ჟამი.

Verse: 28  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა სიმდიდრისა თანა მრავლისა და გული მისი აღთქმასა ზედა წმიდასა, და ყოს და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა.

Verse: 29  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ჟამად მოიქცეს და მოვიდეს სამხრად მომართ, და არა იყოს, ვითარცა პირველი და ვითარცა უკუანადი.

Verse: 30  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შევიდენ მის თანა გამომავალნი კიტელნი, დაიმორჩილონ და დამდაბლდეს, და მიიქცეს და საკჳრველებდეს აღთქმასა ზედა წმიდასა. და იყოს და მოიქცეს, და გულისხუმა-ყოს დამტევებელთა ზედა აღთქმისა წმიდისათა.

Verse: 31  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ნათესავისა მისგან აღდგენ და შეაგინონ სიწმიდე მძლავრებისაჲ, და გარდაადგინონ სამარადისოდ და მისცენ საძაგელი უჩინოქმნილი.

Verse: 32  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მეუსჯულოსა ზედშეამთხჳონ აღთქმაჲ შებრკოლებისა მათისა, და ერსა, მეცნიერსა ღმრთისა თჳსისასა, არ განაძლიერებენ და ჰყოფენ.

Verse: 33  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და გულისხუმიერნი ერისა ჩემისანი გულისხუმა-ჰყოფენ მრავლად, და მოუძლურდებიან მახჳლისა მიერ, და ალისა მიერ და ტყუეობისა მიერ და იავრობისა მიერ დღეთაჲსა.

Verse: 34  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოუძლურებასა შინა მათსა შეწევნულ იქმნეს შეწევნითა მცირითა და შესძინენ მათ ზედა მრავალი შებრკოლებისა მიერ.

Verse: 35  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და გულისხმისმყოფელთაგანნი მოუძლურდენ გამოჴურვებად მათ შინა და გამორჩევად და გამოცხადებად ვიდრე ჟამამდე გამოჴურვებისა მცირესა ჟამადმდე.

Verse: 36  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ქმნას ნებისაებრ თჳსისა, და მეფე ამაღლდეს, და განდიდნეს ყოველთა ზედა ღმერთთა და ღმერთსა ღმერთთა ზედა, და თქუნეს ზეშთა ძალისანი, და წარემართოს ვიდრე აღსრულებადმდე რისხვისა, რამეთუ დასასრულისა თანა იქმნეს.

Verse: 37  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხუმა-ყოს და გულისთქმასა დედათასა და ყოველთა ზედა ღმერთთა არ გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველთა ზედა განდიდნეს.

Verse: 38  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ღმერთი მაუზნი ადგილსა შორის თჳსსა ადიდოს და ღმერთი, რომელი არა იცნეს მამათა მისთა, ადიდოს ოქროჲსა მიერ და ვეცხლისა და ქვითა პატიოსნითა და გულისსათქმელთა მიერ.

Verse: 39  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იყო სიმაგრეთა შორის მისალტოლველთა ღმრთისა თანა უცხოჲსა, და განამრავლოს დიდებაჲ, და დაიმორჩილნეს მათ მრავალნი და ქუეყანა განყოს ნიჭთა მიერ.

Verse: 40  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჟამსა დასასრულისასა მრქენალ იქმნას მეფისა თანა სამხრისათა; და შეკრბეს მის ზედა მეფე ბღუარისა ეტლებისა მიერ და ცხენებისა და ნავებისა მრავლებისა, და შევიდეს ქუეყანად დასავანებელთა შორის, და შემუსროს და თანაწარჰჴდეს.

Verse: 41  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შევიდეს ქუეყანად საბაინისა და მრავალნი მოუძლურდენ. და ესენი განერნენ ჴელისაგან მისისა - ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამმონისთა.

Verse: 42  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და განირთხას ჴელი მისი ქუეყანასა ზედა და ქუეყანა მისი არა იყოს საცხოვნებელად.

Verse: 43  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ეუფლოს დაფარულთა შორის ოქროჲსა და ვეცხლისათა და ყოველთა შორის გულისსათქუმელთა ეგჳპტის და ლიბიისა და ეთიოპელთასა და სიმაგრეთა შორის მისთა.

Verse: 44  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჰამბავნი და სისწრაფენი შეაშფოთებდენ მას და აღმოსავალისაგან და ბღუარისა, და მოვიდეს გულისწყრომითა მრავლითა განყოფად და შეჩუენებად მრავალთა.

Verse: 45  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აღდგას კარავი თჳსი ფადანოს შინა, საშუალ ზღუათასა, მთასა საბირისა წმიდასა, და მოვიდეს ვიდრე კერძოდმდე მისსა, და არა არს გამომჴსნელი მისი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.