) სულიერებრი ძმანო აღვი{ღოთ}:
Ms. page: P35R ხოლო ადამ იცნა ევა, ცოლი თჳსი, მიუდგა და შვა კაენ, და თქუა: მოვიგე კაცი ღმრთისა მიერ.
და მერმე შესძინა შობად და შვა აბელ, ძმაჲ მისი. და იყო აბელ მწყემსი ცხოვართაჲ, ხოლო კაენ იქმოდა ქუეყანასა.
და იყო, შემდგომად დღეთა მათ მოართუა კაენ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლად უფალსა.
და აბელცა მოჰგუარა პირმშოთაგან [ცხოვართა] მისთა და ცმელთაგან მათთა. და მოხედა ღმერთმან აბელს და მსხუერპლთა მისთა.
ხოლო კაენს და მსხუერპლთა მისთა არა მოხედა ღმერთმან. და შეწუხნა კაენ ფრიად და შეიჭუა პირი მისი.
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაენს: რაჲსათჳს მწუხარე იქმენ და შეჭუვნა პირი შენი?
[უკუეთუ] არა მართლ შემოსწირე და არცა მართლ ჰყავ, სცოდე და დუმენ; და შენდავე იყოს მიქცევაჲ მისი, და შენ ჰმსთავრობდე მას.
და ჰრქუა კაენ აბელს, ძმასა თჳსსა: განვიდეთ ველად. და იყო, ვითარცა განვიდეს იგინი ველად, აღდგა კაენ აბელს -- ძმასა თჳსსა -- ზედა და მოკლა იგი.
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაენს: სადა არს ძმაჲ შენი აბელი? ხოლო მან ჰრქუა: არა უწყი; ნუ მცველი ძმისა ჩემისაჲ ვარი მეა?
და ჰრქუა მას უფალმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისაჲ ღაღადებს ჩემდამო ქუეყანასა ზედა და შენ დაფარვასა ჰგონებ ჩემგან.
წყეულ იყავ შენ ქუეყანასა ზედა, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა თჳსისა ჴელთაგან შენთა.
რამეთუ იქმოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი მისი მოცემად შენდა. და კუნესით და ძწოლით იყო შენ ქუეყანასა ზედა.
და ჰრქუა უფალსა ღმერთსა კაენ: უფროჲს არსა ბრალი ჩემი მოტევებისა ჩემისა?
უკუეთუ განმაძებ მე პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავეფარო, და ვიყო მე სულთქუმით და ძწოლით ქუეყანასა ზედა. და იყოს, ყოველმან რომელმან მპოოს მე, მომკლასა?
Ms. page: P35V და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრე. ყოველმან, რომელმან მოკლას კაენი, შჳდი შურის-გებაჲ მიიღოს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული, რაჲთა არა მოკლას ყოველმან, რომელმან პოოს იგი.
და გამოვიდა კაენ პირისაგან უფლისა ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდსა წინაშე ედემსა.
და იცნა კაენ ცოლი თჳსი; მიუდგა და შვა ენუქი. და აღაშჱნა ქალაქი და დასდვა სახელი ქალაქსა მას სახელი ძისა თჳსისაჲ ენუქ.
და შვა ენუქ გაიდად, და გაიდად შვა მალელ, და მალელ შვა მათუსალა, და მათუსალა შვა ლამექ.
და ლამექ მოიყვანნა ორნი ცოლნი; სახელი ერთისაჲ მის ადდა და მეორისაჲ მის სელლა.
და ადდა შვა იობელი. ესე იყო მამაჲ მყოფთა მათ კარვებისათაჲ საცხოვრის მზრდელთაჲ.
და სახელი ძმისა მისისა იობელ. ესე არს, რომელმან გამოაჩინა ებანი და ქნარი.
და სელლაცა შვა თობელი. ესე იყო კუერით-ხურო, მჭედელი რკინისა და რვალისაჲ; ხოლო დაჲ თობელისი ნუიმა.
ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა -- ადდას და სელლას: ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, ცოლთა ლამექისთა, და ყურად იხუენით სიტყუანი ჩემნი. რამეთუ კაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუმერელად ჩემდა.
რამეთუ შჳდ-გზის შური ძიებულ არს კაენისგან, ხოლო ლამექისგან სამეოც და ათ შჳდ-გზის.
იცნა ადამ ევა, ცოლი თჳსი, მიუდგა და შვა ძჱ და დასდვა სახელი მისი სეით და თქუა: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი აბელის წილ, რომელი მოკლა კაენმან.
და სეითს ესუა ძჱ და დასდვა სახელი მისი ენუს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.
ესე წიგნი არს შესაქმისა კაცთაჲსაჲ, რომელსა დღესა შეიქმნა ადამი ხატად ღმრთისა.
შეიქმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად Ms. page: P36R და უწოდა სახელი მისი ადამ, რომელსა დღესა შექმნა იგი.
ცხონდა ადამ ორას ოც და ათ წელ და შვა მსგავსებისაებრ მისისა და ხატებისა მისისა ძჱ და დასდვა სახელი მისი სეით.
და იყვნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა მის სეითისა შჳდას წელ, და ისხნა მან ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რაოდენ ცხონდა, ცხრაას ოც და ათ წელ და მოკუდა.
ცხონდა სეით ორას და ხუთ წელ და შვა ენუსი.
და ცხონდა სეით შემდგომად შობისა მის ენუსისა შჳდას და შჳდ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაას და თორმეტ წელ, და მოკუდა.
ცხონდა ენუსი ას ოთხმეოც და ათ წელ და შვა კაინან.
და ცხონდა ენუსი შემდგომად შობისა მის კაინანისა შჳდას და ათხუთმეტ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი ენუსისნი ცხრაას და ხუთ წელ, და მოკუდა.
ცხონდა კაინან ას სამეოც და ათ წელ და შვა მალელე.
და ცხონდა კაინან შემდგომაღ შობისა მის მალელჱსსა შჳდას და ორმეოც წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაას და ათ წელ, და მოკუდა.
ცხონდა მალელე ას სამეოც და ხუთ წელ და შვა იარედ.
და ცხონდა მალელე შემდგომად შობისა მის იარედისა შჳდას ოც და ათ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი მალელჱსნი რვაას ოთხმეოც და ათხუთმეტ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
ცხონდა იარედ ას სამეოც და ორ წელ და შვა ენუქი.
და ცხონდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისა რვაას წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი იარედისნი ცხრაას სამეოც და ორ წელ და მოკუდა.
ცხონდა ენუქი ას სამეოც და ხუთ წელ და შვა მათუსალა.
და სათნო ეყო ენუქი ღმერთსა შემდგომად შობისა მის მათუსალაჲსა, და ცხონდა ორას წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი ენუქისნი რვაას სამეოც და ხუთ წელ.
და სათნო ეყო ენუქი ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.
ცხონდა მათუსალა ას სამეოც და შჳდ წელ და შვა ლამექი.
და ცხონდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა შჳდას ოთხმეოც და ორ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი მათუსალაჲსნი ცხრაას სამეოც და ცხრა წელ და მოკუდა.
ცხონდა ლამექი ას ოთხმეოც და რვა წელ და შვა ძჱ.
და დასდვა სახელი მისი ნოვე და თქუა: ამან განმისუენოს საქმეთაგან ჩუენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთაჲსა და ქუეყანისა მისგან, რომელი წყევა უფალმან ღმერთმან.
და ცხონდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოვჱსსა ხუთას სამეოც და ხუთ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდას ორმეოც და ცამეტ წელ და მოკუდა.
იყო ნოვე ხუთას წლის და შვნა ნოვე სამ ძჱ: სემ, ქამ და იაფეთ.
და იყო, რაჟამს იწყეს კაცთა განმრავლებად ქუეყანასა ზედა, ასულებ ესხნეს მათ.
და იხილნეს ძეთა მათ ღმრთისათა ასულნი იგი კაცთანი, რამეთუ შუენიერ იყვნეს, და მოიყვანნეს თავისა თჳსისა ცოლებად ყოველთაგან, რომელი გამოირჩიეს.
და თქუა ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ, რამეთუ ჴორციელ არიან იგინი; იყვნენ დღენი მათნი ას და ათ წელ.
ხოლო გმირნი იყვნეს ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა, და შემდგომად მისა ვითარცა შევიდიან ძენი იგი ღმრთისანი ასულთა კაცთასა და შობდეს მათგან, იყვნეს გმირნი საუკუნითგან კაცნი იგი სახელოვან.
და იხილა უფალმან ღმერთმან, რამეთუ განმრავლდეს უკეთურებანი მათნი ქუეყანასა ზედა და ყოველივე Ms. page: P37R განიზრახვიდა განკრძალულად ბოროტსა გულსა თჳსსა ყოველსა დღესა.
და შეინანა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა და განიზრახა.
და თქუა ღმერთმან: აღვჴოცო კაცი, რომელი ვქმენ, პირისაგან ქუეყანისა კაცითგან მიპირუტყუადმდე, და ქუეწარმავალითგან ვიდრე მფრინველადმდე ცისა; შევინანე, რამეთუ ვქმნენ იგინი.
ხოლო ნოვე პოვა მადლი წინაშე ღმრთისა.
შვილო ნუ გეწევინ ზრახვაჲ
Ms. page: P37R შვილო, ნუ გეწევინ ზრახვაჲ ბოროტი.
რომელმან-იგი დაუტევის ზრახვაჲ სიჭაბუკისაჲ
და შჯული საღმრთოჲ დაივიწყის. რამეთუ დაიდგნის სიკუდილისა თანა სახლი მისი, და ჯოჯოხეთს შინა ნაშობთა თანა ქუყანისათა -- ალაგნი მისნი.
ყოველნი, რომელნი ვლენან მას შინა, არა მიიქცენ, არამედ ინანდენ და ვერ ეწინენ ალაგთა სიწრფოებისათა, რამეთუ ვერ ეწიოს მათ წელიწადი ცხორებისაჲ.
უკუეთუმცა სრულ იყვნეს ალაგთა კეთილთა, ეპოვნესმცა გზანი სიმართლისანი წრფელნი.
რამეთუ წრფელთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და წმიდანი ჭამდენ.
ხოლო გზანი უღმრთოთანი ქუეყანით მოისრნენ, და უსჯულონი განვიდენ მისგან.
შვილო, შჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებ, სიტყუანი ჩემნი დაიმარხენ გულსა შენსა.
რამეთუ სიგრძჱ ჟამთაჲ და წელნი ცხორებისა შენისანი და მშჳდობისანი (!) შეგეძინნენ.
მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიედ, და შეიბენ იგინი ყელსა შენსა და ჰპოო მადლი.
წინაჲსწარ განიზრახევდ კეთილსა წინაშე ღმრთისა და კაცთა.
იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა და სიბრძნესა [შენსა] ნუ აჰყვები.
ყოველთა გზათა შენთა იცან იგი, რაჲთა წარგიმართნეს იგინი და გზანი შენნი მართალ ყვნეს, და ფერჴი შენი არა წარსცე.
ნუ იქმნები ბრძენ თავით თჳსით, გეშინოდენ უფლისა და მოიქეც ყოვლისაგან ბოროტისა.
მაშინ კურნებაჲ იყოს ჴორცთა შენთაჲ და მოღუაწებაჲ Ms. page: P37V ძუალთა შენთაჲ.
პატივ-ეც უფალსა შენთა ნაშრომთაგან სიმართლისათა და შეწირე პირველთაგან ნაყოფთა შენთა სამართალთა;
რაჲთა აღივსნენ საუნჯენი შენნი სიმაძღრითა იფქლისაჲთა, და საწნეხელნი შენნი ღჳნითა გარდაეცნენ.
შვილო, ნუ უდებ იქმნები სწავლასა უფლისასა:
რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის, და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.
ნეტარ არს კაცი, რომელმან პოოს სიბრძნჱ, და მოკუდავმან რომელმან იხილა გონიერებაჲ.
რამეთუ უმჯობჱს არს იგი მოგებად ვიდრე ოქროჲსა და ვეცხლისა საუნჯეთა.
უპატიოსნჱს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა, არა უჴდების მას არცა ერთი ბოროტი; კეთილისა ცხად არს ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას; ყოველი პატიოსანი ვერ ესწორების მას.
რამეთუ სიგრძჱ ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი -- მარჯუენით მისა, და მარცხენით მისა -- სიმდიდრჱ და დიდებაჲ. პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლჱ; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს.
გზანი მისნი -- გზა კეთილ, და ყოველნი ალაგნი მისნი -- მშჳდობით.
კაცი ვინმე იყო სოფელსა
Ms. page: P37V კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისასა; რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთის მსახურ, განყენებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.
და იყვნეს ძენი მისნი შჳდ და ასულნი მისნი სამ.
და საცხოვარი მისი შჳდ ათას, აქლემი სამ ათას, უღლეული ჴარი ხუთას, ვირი ჴდალი მძოვარი ხუთას და მსხურთა სიმრავლჱ ფრიად, და საქმენი მისნი დიდ იყვნეს ქუეყანასა ზედა. და იყო კაცი იგი აზნაურ მზის აღმოსავალისაჲთგანი.
და შეკრბიან ძენი მისნი ერთად და ყვიან ტაძრობაჲ დღითი დღე და მიიყვანნიან სამნიცა იგი დანი მათნი მათ თანა ჭამად და სუმად.
და ვითარცა აღესრულნიან დღენი იგი სუმისა მათისანი, მიავლინის იობ და განწმიდნის იგინი, აღდგის განთიად და შეწირის მსხუერპლი რიცხჳსაებრ მათისა Ms. page: P38R და ზუარაკი ერთი ცოდვისათჳს სულთა მათთაჲსა, რამეთუ თქჳს იობ: ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოჴდეს. ესრჱთ ყვის იობ ყოველთა დღეთა მისთა.
და ვითარცა იყო დღჱ ესევითარი, და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა.
ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინაჲ მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმიხილავს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ.
და ჰრქუა უფალმან: მიხედეა გონებითა შენითა მონასა ჩემსა იობს? რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბრალოჲ, ჭეშმარიტ, ღმრთის მსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.
მიუგო ეშმაკმან წინაშე უფლისა და თქუა: ნუუკუე მედად მსახურებს იობ უფალსა?
ანუ არა შენ მოზღუდე გარემოჲს მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ და გარეშჱ, რაჲ არს მისი, ყოველი მოიცევ? საქმენი ჴელთა მისთანი აკურთხენ და საცხოვარი მისი მრავალ ჰყავ?
არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რაოდენი-რაჲ აქუს, პირითაღა გაკურთხოს შენ?
მაშინ ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ესერა ყოველი, რაჲცა არს მისი, მივსცე ჴელთა შენთა, არამედ მას ნუ შეეხები. და გამოვიდა ეშმაკი იგი პირისაგან უფლისა.
და იყო ესევითარი დღჱ, და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცჱსისასა.
და აჰა ესერა ღაღადისი ერთი მოიწია იობისა და ჰრქუა მას: უღლეული ჴართაჲ ჴნვიდა და რემაკი ჴდალთა ვირთაჲ ძოვდა მახლობელად მათსა.
და მოვიდეს მტყუენველნი და წარტყუენნეს და მონანი იგი მოსრნეს; განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
და ვიდრე იგი ამას ეტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი და Ms. page: P38V მწყემსნი იგი შეჭამნა ეგრევე. განვედი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
და ვიდრე იგი ამას ეტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედრები განიყო სამად გუნდად და გარე-მოადგეს აქლემებსა მას, და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოწყჳდნეს მახჳლითა; განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
და ვიდრე იგი ამას ეტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ მოციქული და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა უხუცესისა;
და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთა კიდეთა სახლისათა, და ყრმათა შენთა დაეცა სახლი იგი, და მოწყდეს; განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
და ესრჱთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი, და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა, დამხედ თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა,
და თქუა: მო-ვე შიშუელი-სრულ ვიყავ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად. უფალმანცა მომცა და უფალმანცა მიმიღო. ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა; და იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე.
ამას ყოველსა ზედა, რომელი შეემთხჳა მას, არაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა, არცა რაჲ თქუა უგუნურებაჲ ღმრთისა მიმართ.
Ms. page: P38V მოიქეც, ისრაჱლ, უფლისა ღმრთისა შენისა, რამეთუ მოუძრულდი სიცრუვითა შენითა.
მიიხუენით თქუენ თანა სიტყუანი და მოიქეცით უფლისა ღმრთისა თქუენისა, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებაჲ ცოდვათაჲ, რამႤთუ არა მიიღოთ სიცრუვჱ და მოიღოთ კეთილი, და მივაგთთ ნაყოფი ბაგႤთა ჩუენთა[ჲ].
ასურ ვერ მიჴსნეს ჩუენ, ცხენთა არა ავსხდეთ, არღარა ვთქუათ: ღმერთნი ჩუენნი, ქმნულნი ჴელთაგან კაცთაჲსა; რომელი არს შენ შორის, ობოლი შეიწყალოს.
და განვკურნო საყოფელი მათი და შევიყუარნე იგინი [ერთბამად; რამეთუ მოიქცა გულისწყრომაჲ ჩემი მათგან].
ვიყო მე ვითარცა ცუა\რი Ms. page: P39R ისრაჱლსა შორის; ყუაოდის ვითარცა შროშანი და დაიბნეს ძირნი ვითარცა ლიბანმან.
და განვიდენ რტონი მისნი და იყოს ვითარცა ზეთისხილი ნაყოფი მისი, და საყნოსელი მისი ვითარცა გუნდრუკისაჲ.
მოიქცენ და დასხდენ ქუეშე საფარველსა მისსა, ცხონდენ იფქლითა, განმტკიცნენ და ყუაოდის ვითარცა ვენაჴი საჴსენებელი მისი და ღჳნოჲ ლიბანისაჲ.
ეფრემისი, რაჲღა არს მერმე მისი და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და მე განვაძრიელე იგი; მე ვითარცა ნაძჳ ბორობანი, ჩემგან ნაყოფი მისი პოვნებულ.
ვინ არს ბრძენ და გონიერ და გულისხმა-ყოს ესე და გონიერმან ცნას ესე? რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი, და მართალნი ვიდოდიან, ხოლო უღმრთონი მოუძრულდენ.
მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სუ{ლი}.
მიწყალე მე ღმერთო დიდი.