) ვინ შეცოდებული {და} შენანებუ{ლი}.
და იყო
Ms. page: P98V და იყო, რაჟამს დაბერდა ისაკ და დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი და ვერ ხედვიდა, მოუწოდა ისაკ ძესა თჳსსა ესავს უხუცჱსსა და ჰრქუა მას: შვილო ჩემო ესა[ვ]. და ჰრქუა ესავ: აჰა ესე ვარ, უფალო.
და ჰრქუა მას ისაკ: მე ესერა დავბერდი და არა უწყი დღჱ იგი აღსრულებისა ჩემისაჲ.
აწ აღიღე აბჯარი შენი, მშჳლდი და კაბარჭი შენი და განვედ ველად და ინადირე ნადირი,
და მომართუ და მიქმენ ჭამადი, რაჲთა ვჭამო და განვძღე, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან, ვიდრე-ესე ცოცხალღა ვარ და არა მომკუდარ.
ესმოდა ესე რებეკას, ეტყოდა რაჲ ისაკ ძესა თჳსსა ესავს. და განვიდა ესავ ნადირობად მამისა თჳსისათჳს.
რებეკა მოუწოდა ძესა თჳსსა იაკობს და ჰრქუა მას: მესმოდა მე მამისა შენისაჲ, ეტყოდა რაჲ ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა მას:
მომართუ მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, ვიდრე-ესე ცოცხალღა ვარ და არა მომკუდარ.
აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გრქუა შენ:
მივედ არვესა მამისა შენისასა და მომგუარენ მე ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და პოხილნი Ms. page: P99R და შეუქმნნე იგინი ჭამადებად მამასა შენსა, ვითარცა უყუარს მას.
(!) მიუპყარ მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან, ვიდრე ცოცხალღა არს და არა მომკუდარ. ჰრქუა იაკობ: ძმაჲ ჩემი არს კაცი მატყიერი, ხოლო მე წყლტუ ვარ1.
ნუუკუე მრევდეს მამაჲ ჩემი და ვიპოო მე წინაშე მამისა ჩემისა ვითარცა შეურაცხის -მყოფელი ერთი და მოვიღო მამისა ჩემისაგან წყევაჲ და არა კურთხევაჲ.
ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ წყევაჲ იგი, შვილო; გარნა შენ ისმინე ჩემი და წარვედ და მომართუ, რასა-ესე გთხოვ შენ.
წარვიდა იაკობ სამწყსოსა მამისა თჳსისასა და მოართუა დედასა თჳსსა. და შეუქმნა დედამან მისმან საჭმელი, ვითარცა უყუარდა მამასა მისსა.
და მოიღო რებეკა სამოსელი ძისა თჳსისა ესავისი, კე[თილი], რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა.
და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა.
და მისცა საჭმელი და პური ჴელთა იაკობისთა.
და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო. და მან ჰრქუა: აქა ვარ. შენ ვინ ხარ, შვილო?
და თქუა იაკობ: მე ვარ ესავ, პირმშოჲ ძჱ შენი. ვყავ, ვითარცა მეტყოდე მე. აღდეგ და ჭამე ნადირისაგან ჩემისა, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან.
ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, რამეთუ ადრე ჰპოვე, შვილო? და ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან წინაშე ჩემსა.
ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე და ჴელი შეგახო შენ, შვილო, უკუეთუ შენ ხარ ძჱ ჩემი ესავ, ანუ არა.
და მიეახლა იაკობ მამასა თჳსსა და ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი ესე ჴელნი ესავისნი.
და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავისნი ფაჩუნიერ. და აკურთხა იგი.
და ჰრქუა: შენ ხარ ძჱ ჩემი ესავ? Ms. page: P99V და თქუა: მე ვარ.
და ჰრქუა: მომართუ ნადირებულისა შენისაჲ, რაჲთა გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას, და ჭამა. და შემოართუა ღჳნოჲ და სუა.
და ჰრქუა მას ისაკ: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შვილო.
და მიეახლა მას და ამბორს-უყო. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ, აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ აგარაკისა სავსისაჲ, რომელი აკურთხა უფალმან.
და მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა და სიმრავლჱ იფქლისა და ღჳნისაჲ.
და გმონებდენ შენ თესლნი და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი; და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა ზედა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ!
და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისა მისგან იაკობისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან მამისა თჳსისა, და ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით მოვიდა ნადირითურთ.
და უქმნა მანცა საჭმელი მამასა თჳსსა, მოვიდა და ჰრქუა მას: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირისაგან ძისა თჳსისა, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან.
და ჰრქუა ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძჱ შენი პირმშოჲ ესავ.
განუკჳრდა ისაკს განკჳრვებითა დიდითა და თქუა: და ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი და შემომართუა და ვჭამე ყოვლისა მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა, და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ?
და იყო, ვითარცა ესმნეს ესავს სიტყუანი ესე ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და მწარითა და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.
ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკუვით და მიიღო კურთხევაჲ შენი.
და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ ესე მეორედ შემიტყუვა მე: პირ\ველად Ms. page: P100R მიმიღო პირმშოებაჲ ჩემი და აწ მიმიღო კურთხევაჲ ჩემი. ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: არარაჲ დამიმარხეა კურთხევაჲ ერთიცა, მამაო?
მიუგო ისაკ ესავს და ჰრქუა: ვინაჲთგან უფალ ვყავ იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყვენ მისა მონა, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შვილო?
ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი? მაკურთხე მეცა, მამაო. და ვითარცა შეწუხნა ესავ, და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა.
მიუგო ისაკ, მამამან მისმან, და თქუა: აჰა ესერა სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.
და მახჳლითა შენითა სცხონდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს, ოდესმე განიჴსნე და განაგდო უღელი მისი ქედისაგან შენისა.
და უთქუმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა: მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა ძმაჲ ჩემი იაკობ.
უთხრეს რებეკას სიტყუანი ესე ძისა მისისა უხუცესისანი. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემჱსსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად.
აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჴმისა ჩემისაჲ: აღდეგ და წარივლტოდე ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანს.
და იყავ მის თანა,
ვიდრე გარე-მიიქცეს გულის-წყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისაჲ შენგან და დაავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ. ნუუკუე მოგკლას შენ და უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგანვე ერთსა შინა დღესა.
და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტისთა. უკუეთუ მო-ღა-იყვანოს იაკობ ცოლი ასულ\თაგან Ms. page: P100V ამის ქუეყანისათა, რაჲ-ღა იყოს ცხორებაჲ ჩემი?
და მოკუდა გოთონიელ
და დამშჳდნა ქუეყანაჲ ერგასის წელ. Ms. page: P100V და მოკუდა გოთენიელ, ძჱ კენეზისი.
და შესძინეს ბოროტის ყოფად ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა. და განაძრიელა უფალმან ეგლომ, მეფჱ მოაბისაჲ. ისრაჱლსა ზედა, რამეთუ ყო მან ბოროტი წინაშე უფლისა.
და მიიყვანნა მან მის თანა ყოველნი ძენი ამონისნი და ამალეკი, და მოვიდა და მოსრა ისრაჱლი და დაიმკჳდრა ქალაქი იგი ფინიკელთაჲ.
და ჰმონებდეს ძენი ისრაჱლისანი ეგლომ მეფესა მოაბისასა ათრვამეტ წელ.
ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ; და აღუდგინა ღმერთმან მაცხოვრად აოდ, ძჱ გერაჲსი, ძისა იემენისი, კაცი ორითავე მარჯუჱ. და მიუძღუანეს ძეთა ისრაჱლისათა ძღუენი ჴელითა მისითა ეგლომ მეფესა მოაბისასა.
და იქმნა აოდ [თავისა თჳსისა] მახჳლი ორპირი; სიგრძჱ მისი მტკაველ ერთ. და შეიბა იგი კუართსა ქუეშე. (??) ბარკალსა ქუეშჱ მარჯუენესა.
და მიუპყრეს ძღუენი იგი ეგლომ მეფესა მოაბისასა; და იყო ეგლომ კაცი თავის-მოთნჱ ფრიად.
და იყო, რაჟამს დაასრულა შეწირვაჲ ძღუენისაჲ და წარავლინნა მეძღუნენი იგი.
ეგლომ მოაქცია ქანდაკებულთაგან, რომელ იყვნეს გალგალს. ჰრქუა მას აოდ: სიტყუაჲ მაქუს საიდუმლოჲ შენ თანა. ჰრქუა ეგლომ: ყოველნი გან-რე-დეგით, და განვიდეს მისგან ყოველნი წინაშე-მდგომელნი მისნი.
და აოდ შევიდა მისა, და იგი ჯდა ქორსა მას ზედა საზაფხულოსა. ჰრქუა მას აოდ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ [მაქუს მე] შენ თანა, მეფჱ. და აღდგა საყდრით მისით ეგლომ მეფჱ მახლობლად მისა.
და იყო, აღდგომასა მას მისსა მიყო ჴელი მარცხენჱ აოდ და აღმოიღო მახჳლი ბარკლისაგან მარჯუენისა მისისა და განსწონა იგი მუცელსა ეგლომისსა,
და შეაგდო ტარიცა უკუანა Ms. page: P101R წყლულსა მას, და დაყო პოზანმან მან პირი წყლულისაჲ მის, რამეთუ არა გამოჴდა მახჳლი იგი მუცლით მისით.
გამოვიდა აოდ გარე და დაჰჴშნა კარნი მის ქორისანი და დაჰკლიტნა იგინი.
და წარვიდა; და მონანი მისნი შევიდეს და იხილეს: და აჰა ესერა კარნი მის ქორისანი დაჴშულ იყვნეს, და თქუეს: ნუუკუე ჯდეს სავარძელთა მათ სასუენებელთა მარტოჲ შინა.
და ელოდეს სირცხჳლით, და არავინ იყო განმღებელ კართა მათ ქორისათა. და მოიღეს კლიტჱ და განაღეს. და აჰა უფალი მათი დაცემულ იყო ქუეყანასა ზედა და მომკუდარ.
და აოდ განერა, ვიდრე-იგი აჟღავნებოდეს-ღა, და არავინ იყო, რომელმანმცა შეახნა მას. და იგი გარე-წარჴდა ქანდაკებულთა მათ და განერა ასაროთას.
და იყო, რაჟამს მოვიდა აოდ, დაჰბერეს ნესტუსა რქისასა მთასა ეფრემისასა, და შთაჴდეს ძენი ისრაჱლისანი, და იგი წინაშე მათსა.
და ჰრქუა მათ: მოვიდოდეთ ჩემსა უკუანა, რამეთუ მოგცნა უფალმან ღმერთმან მტერნი თქუენნი, მოაბი ჴელთა შინა თქუენთა. და შთავიდეს უკუანა მისსა, ისწრაფეს და დაიპყრეს წიაღსავალი იორდანისაჲ და მოაბისაჲ და არა უფლეს კაცსა წიაღსლვად.
და მოსრეს მოაბი მას ჟამსა შინა ვითარ [ათი] ათასი ოდენ კაცი ყოველნი მბრძოლნი და ყოველი კაცი ძრიელ და არა განერა მამაკაცი.
და კდემულ იქმნა მოაბი მას დღეს შინა ჴელსა ქუეშე ისრაჱლისასა; და დამშჳდნა ქუეყანაჲ ოთხმეოც წელ. და შჯიდა მათ აოდ ვიდრე სიკუდიდმდე.
Ms. page: P101R და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ და თქუა:
ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, რომელ თქუიან, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოჰლბეს?
ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, Ms. page: P101V ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაჱლსა შირის.
რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან; ვითარცა სული მამისაჲ, ეგრევე სული ძისაჲ ჩემი არს. და სულმან რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს.
ხოლო კაცი, რომელი იყოს მართალ, რომელმან ქმნეს სიმართლჱ,
მთათა ზედა არა ჭამოს და თუალნი მისნი არა განუტევნა გულის-სათქუმელთა სახლისა ისრაჱლისათა და ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ არა შეაგინოს და დედაკაცი წიდოვნებასა შინა [რაჲ] იყოს, არა შეეხოს;
და კაცსა არა ჰმძლავროს და ნაჴუთევი თანამდებსა მისცეს, და ნატაცები არა იტაცოს და პური მისი მშიერსა სცეს და შიშუელი შემოსოს.
ვეცხლი მისი აღნადგინებად არა მისცეს და აღნადგინები არა მოიღოს, სიცრუვისაგან გარემოაქციოს ჴელი მისი, სასჯელი სიმართლისაჲ ქმნეს შორის კაცისა და შორის მოყუსისა თჳსისა.
და ბრძანებათა ჩემთა სრულ იყოს, და სამართალნი ჩემნი დაემარხნენ ყოფად იგინი, ესევითარი მართალი არს, ცხორებით ცხონდეს, იტყჳს უფალი.
უკუეთუ შვეს ძჱ ბილწი და დამთხეველი სისხლისაჲ და მოქმედი ცოდვისაჲ,
და გზათა მამისა მისისათა მართალთა არა ვიდოდის, არამედ მთათა ზედა ჭამა და ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ შეაგინა,
დარდომილსა (!) და გლახაკსა ჰმძლავრა და ნატაცები იტაცა და ნაჴუთევი არა უკუნ-სცა და კერპთა მიმართ მიადგნა თუალნი თჳსნი, უსჯულოებაჲ ქმნა,
ვახშად ვეცხლი მისცა და აღნადგინები მოიღო, _ ესე ცხორებით არა ცხონდეს, რამეთუ უსჯულოებანი ყოველნი ქმნნა, სიკუდილით მოკუდეს, და სისხლი მისი მის ზედა იყოს.
უკუეთუ შვეს ძჱ და იხილნეს ყოველნი ცოდვანი მამისა თჳსისანი, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს და არა ყოს ეგრე სახედ:
მთათა ზედა არა ჭამა და თუალნი თჳსნი არა მიადგნა Ms. page: P102R გულის-სათქუმელთა სახლსა ისრაჱლისათა, ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ არა შეაგინა,
კაცთა არა ჰმძლავრა და ნაჴუთევი არა იჴუთა და ნატაცები არა იტაცა და შიშუელი შემოსა და პური თჳსი მშიერსა სცა,
და სიცრუვისაგან გარემოაქცინა ჴელნი თჳსნი, ვახში და აღადგინები არა მოიღო, და სიმართლჱ ქმნნა და ბრძანებათა ჩემთა ვიოდა, არა მოკუდეს ცოდვითა მიმისა თჳსისაჲთა, არამედ ცხორებით ცხონდეს.
უკუეთუ მამამან მისმან ჭირი ვისმე აჭირვოს და ნატაცები იტაცოს და ბოროტი ქმნეს შორის ერსა ჩემსა, ეგევითარი მოკუდეს სიცრუვითა თჳსითა.
და თქუენ სთქუთ: რაჲ არს ესე, რამეთუ არა მოიღოს ცოდაჲ მამისაჲ ძემან? რამეთუ ძემან მან სიმართლჱ ქმნა, ყოველი შჯუი ჩემი დაიმარხა და ქმნნა იგინი, ესე ცხორებით ცხონდეს.
სულმან რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს; ძემან არა მოიღოს ცოდვაჲ მამისაჲ, არცა მამამან ცოდვაჲ ძისა თჳსისაჲ; Ms. page: P102R სიმართლჱ მართლისა მის ზედა იყოს და უსჯულოებაჲ უსჯულოჲსა ზედა იყოს.
ლოცვანი ჩემნი უფალსა მივს{ცნე}.
მრწმენა მე რასაცა: