ისმინე ჩემი უფალო რაჲმეთუ
რაჲმეთუ მჭირს მე მსთუად ვიდრე განარინე
შვილო უკუეთუ
Ms. page: P96V შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ თანა,
და ერჩდეს სიბრ\ძნესა Ms. page: P97R ყური შენი, და წინა-აუწყნე იგინი სასწაულებად ძესა შენსა და მისცე გული შენი გულისხმის-ყოფასა.
უკუეთუ სიბრძნესა ხადოდი, გულისხმის-ყოფასა მისცე ჴმაჲ შენი.
და უკუეთუ გამოეძიებდე მას ...
მაშინ გულისხმა-ჰყო შიში უფლისაჲ და მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ჰპოო.
რამეთუ უფალმან მოსცის სიბრძნჱ, და პირისა მისისაგან არს მეცნიერებაჲ.
და დაუუნჯის ცხორებაჲ, რომელთა წარიმართნიან, შეეწიის სლვასა მათსა.
დაცვად გზათა სიმართლისათა და გზანი მოშიშთა მისთანი დაიცვნის.
მაშინ გულისხმა-ჰყო სიმართლჱ და მსჯავრი და წარიმართნე ყოველნი გზანი კეთილისანი.
უკუეთუ მოვიდეს სიბრძნჱ გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის ყოფაჲ გინდეს,
და ზრახვამან კეთილმან დაგიცვეს შენ, და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ,
რაჲთა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისაგან, რომელი იტყოდის არა-სარ წმუნოსა.
ვაჲ, რომელთა დაუტევნეს გზანი ნათელნი და ვიდოდეს ალაგთა ბნელისათა.
რომელნი იხარებენ უკეთურებასა ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა.
რომელთანი გზანი მათნი დრკუ არიან, და გულარძნილ არიან ალაგნი მათნი,
რაჲთა განგაშორონ შენ გზისაგან წრფელისა და უცხო გყონ შენ სიმართლისაგან გონებისა.
Ms. page: P97R ამსთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ: აწ მოვაქციო ტყუჱ იაკობისი და წყალობა ვყო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და აღვიშურვო სახლისათჳს ჩემისა წმიდისა.
და მიიღონ გინებაჲ იგი მათი, რომლითა მეცრუვნეს მე, ჟამსა მას, რომელსა დავაშჱნენ იგინი ქუეყანასა მას თჳსსა მშჳდობით, და არღარა იყოს მაშინებელ მათა.
რაჟამს მოვაქცინე იგინი წარმართთა მათგან და შევკრიბნე ყოვლისაგან სოფლებისა მტერ\თა Ms. page: P97V მათთაჲსა და ავმაღლდე წინაშე ნათესავისა მის მრავლისა.
და გულისხმა-ყონ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი; ვეჩუენო მე მათ წარმართთა შორის და შევკრიბნე იგინი ქუეყანასა მათსა, სადა არავინ დაუტეო მათგანი მათ თანა.
... მის წილ, რამეთუ დავსთხიე რისხვაჲ გულის-წყრომისა ჩემისაჲ სახლსა ზედა ისრაჱლისასა, თქუა უფალმან ძალთამან.
ნუ ჰბრძნობთ
Ms. page: P97V ნუ ჰბრძნობთ თავით თჳსით.
და ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ღმრთისა და კაცთა.
უკუეთუ შესაძლებლ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით.
ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი.
არამედ ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და თუ სწყუროდის, ასუ მას; ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა.
ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას.
ყოველი კაცი ჴელმწიფებასა მას უმთავრჱსსა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.
ამიერითგან რომელი აღდგებოდის ჴელმწიფებასა მას, ღმრთისა ბრძანებასა აღდგების; ხოლო რომელნი აღდგებოდიან თავით თჳსით, სასჯელი მიიღონ.
რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთათჳს, არამედ ბოროტისმოქმედთათჳს. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან.
რამეთუ ღმრთისმსახური არს შენდა კეთილისათჳს. უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად [ჴ]რმა[ლ ა]ბს; რამეთუ ღმრთისმსა\ხური Ms. page: P98R არს, შურისმეძიებელი რისხვისაჲ ბოროტისმოქმედთათჳს.
ამისთჳს ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა.
ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან.
Ms. page: K61V მისცემდით ყოველსა თანა-ნადებსა: სახარკოსა _ ხარკი, საზუერესა _ ზუერი, საშინელსა _ შიში, პატივსა _ პატივი.
და ნუმცა-რაჲ ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი [თჳსი, მან შჯული აღასრულა].
არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ რაჲ მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
სიყუარულმან მოყუასსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელ შჩულისა სიყუარული არს.
შენ უფალო გესავ ნუ.
და ეტყოდა მათ
Ms. page: P287R და ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.
და ეტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.
ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა. მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა
და არა ისმინოს მისი ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა თჳსსა: და ღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის,
ამისთჳს, რამეთუ შრომასა მახუედრებს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.
და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ აწ, რასა მსაჯული იგი სიცრუვისაჲ იტყჳს.
ხოლო ღმერთმან არა ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათთჳს?
გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძჱ კაცისაჲ, პოოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?
თქუა ვიეთა მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა,
ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ტაძარსა მას ლოცვად: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერჱ.
ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: უფალო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარ სხუანი კაცნი მტაცებელ, ცრუ, მომრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერჱ.
ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევს\წირავ Ms. page: P287V ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.
ხოლო მეზუერჱ იგი შორს დგა და არა იკადრებდა ზე-ახილვად თუალთა, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას.
გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თჳსა უფროჲს, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ რომელმან აიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
) ყოვლისა მპყრობელო მაღალო უ{წყი}.
) რომელნი ქერაბინთა:
რაჲმეთუ ტკბილ
სანთელ არს ფე{რჴთა}.