) შეცოდებული მე შეგივრდები.
და განვიდა
Ms. page: P102R განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარანდ.
და მიემთხჳა ადგილსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზჱ. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათაჲ და დაიდვა სასთუნალ მისა და დაწვა მას ადგილსა.
და ჩუენებასა იხილვიდა: და აჰა ესერა კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცადმდე, და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვი დოდეს.
ხოლო უფალი დამკჳდრებულ იყო მას ზედა. და ჰრქუა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაჰამისი, მამისა შენისაჲ, და ღმერთი ისაკისი. ნუ გეშინინ! ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.
და იყოს ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ და განვრცნეს ზღუადმდე Ms. page: P102V და ჩრდილოდ და ბღურად და აღმოსავალად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.
და აჰა მე შენ თანა ვარ, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, ვიდრე არა ვყო მე ყოველი, რაოდენსაცა-იგი გეტყოდე შენ.
და განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან და თქუა:
... ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! არა არს ესე სხუა, გარნა სახლი ღმრთისაჲ, და ესე არიან ბჭენი ცისანი.
და აღდგა იაკობ განთიად და მოიღო ლოდი იგი მუნ, რომელი დაედვა სასთუნლად, და დაასხა ზეთი თავსა მის ლოდისასა.
და უწოდა სახელი ადგილსა მას სახლი ღმრთისაჲ, რამეთუ ულამაოს იყო სახელი პირველად ქუეყანისაჲ მის.
და ილოცა ლოცვაჲ იაკობ და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩუენ თანა, დამიცვეს მე გზასა ამას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური საჭმლად და სამოსელი შემოსად.
და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, და იყოს უფალი ღმრთად ჩემდა.
და ლოდი ესე, რომელი აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა და ყოვლისაგან, რაოდენი-რაჲ მომცეს მე, ათეული მიგცე შენ.
და მოიქცა ყოველი სახლი
Ms. page: P102V და მოიქცა ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ უფლისაჲ მას დღესა შინა.
და ჰრქუა სამოელ ყოველსა მას სახლსა ისრაჱლისასა: უკუეთუ ყოვლითა გულითა და გონებითა მოიქცეთ უფლისა და განიშორნეთ თქუენგან უცხონი იგი კერპნი და სერტყები იგი სამსახურებელთა თქუენთაჲ და განჰმზადნეთ გულნი თქუენნი მხოლოჲსა ღმრთისა მსახურებად, და მან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან უცხოთესლთაჲსა.
გულს-იდგინეს და განაგდეს მათგან ძეთა ისრაჱლისათა ბაალი და სერტყები სამსახურებელთა მათთაჲ და კერპები იგი ასტარონისაჲ და მსახურებდეს უფალსა.
Ms. page: P103R სიტყუად იწყო მათა სამოელ და ჰრქუა: შეკერბინ ყოველი ერი ისრაჱლისაჲ მასეფთას და ლოცვაჲ ვყო თქუენთჳს უფლისა მიმართ.
და შეკრბა ყოველი იგი ერი ისრაჱლისაჲ მასეფთას; და მოიღეს წყალი და აპკურეს ქუეყანასა ზედა წინაშე უფლისა და მარხვაჲ ყვეს მას დღესა შინა და თქუეს: ვცოდეთ წინაშე უფლისა. რამეთუ შჯიდა სამოელ ძეთა ისრაჱლისათა მასეფთას.
და გრძნობაჲ იყო უცხოთესლთაჲ მათ ყოველთაჲ, და შეკრბეს ძენი ისრაჱლისანი მასეფთას. და ერის კრებაჲ ყვეს ყოველთა მთავართა უცხოთესლთა მათ, და მოუჴდეს უცხოთესლნი იგი ზედა ისრაჱლსა. ესმა რაჲ ესე უკუე ძეთა ისრაჱლისათა, შეეშინა და შეძრწუნდეს პირისაგან უცხოთესლთაჲსა.
და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა სამოელს: ნუ დასცხრები ყოველთა დღეთა ლოცვად უფლისა მიმართ, რაჲთა გვჴსნეს ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლ[თა]. და ჰრქუა სამოელ: ნუ იყოფინ ჩემდა დატევებაჲ ლოცვისაჲ უფლისა ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს.
და შეისმინა მისი უფალმან.
და ვიდრე სამოელ შესწირვიდა მსხუერპლსა მას, მოვიდეს და მოიწინეს უცხოთესლნი იგი განმზადებულნი წყობად ისრაჱლსა ზედა. და ქუხდა უფალი უცხოთესლთა მათ ზედა ჴმითა საშინელითა კრჩხიალებისაჲთა; შეძრწუნდეს, შეშინდეს და ძლევასა მიეცნეს წინაშე ისრაჱლთა მათ უცხოთესლნი იგი.
და გამოჴდეს კაცნი ისრაჱლისანი მასეფთით და დევნა უყვეს, და ეწინეს და მოსრნეს, და ნეშტნი იგი მეოტად წარიქცინეს ბეთურადმდე.
და მოიღო სამოელ ლოდი ერთი და აჰმართა იგი შორის მასეფთასა და შორის განწყობილსა მას, და უწოდა სახელი მისი აბენეზერ, რომელი ითარგმანების ლოდი შეწევნისაჲ, რამეთუ აქამომდე შეგუეწია ჩუენ უფალი.
და დაამდაბლნა უცხო\თესლნი Ms. page: P103V იგი და არღარა შესძინეს ზედა-მისლვად საზღვართა ისრაჱლისათა; და იყო ჴელი უფლისაჲ ისრაჱლსა ზედა ყოველთა დღეთა სამოელი სთა.
რომელი განეშორებოდის
Ms. page: P103V რომელი განეშორებოდის სწავლასა, სძულს მას თავი თჳსი, ხოლო რომელი იმარხვიდეს, მოიგოს მან სიბრძნჱ.
შიში უფლისაჲ სწავლულება, და სიბრძნჱ და მთავრობაჲ დიდებისაჲ მოეგოს მას. ყოველნი საქმენი მდაბლისანი ცხად არიან წინაშე უფლისა, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა მოისრნენ.
არა-წმიდა არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა; და რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უბრალო იყოს. დასაბამი გზისა კეთილისაჲ საქმჱ სიმართლისაჲ, სათნო არს წინაშე უფლისა ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლთაჲ.
ხოლო რომელი ეძიებდეს ღმერთსა, პოის მან მეცნიერებაჲ სიმართლისაჲ; და რომელნი ეძიებდენ მას, პოონ მშჳდობაჲ.
რამეთუ ყოველნი საქმენი ღმრთისანი სიმართლით არიან, ხოლო დაიმარხის დღედ ბოროტისა.
მეცნიერებაჲ არს ბაგეთა მეფისათა და სარჩელსა შინა არა სცთეს პირი მისი.
წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ საქმენი მისნი სასწორ სიმართლისა.
საძაგელ არს მეფისა მოქმედი ბოროტისაჲ, რამეთუ სიმართლით განემზადების საყდარი მთავრობისაჲ.
სათნო არიან წინაშე მეფისა ბაგენი მეცნიერნი და სიტყუანი მართალნი უყუარან.
გულის-წყრომაჲ მეფისაჲ -- ანგელოზი მაკუდინებელი, ხოლო კაცმან გონიერმან ულხინოს მას.
ნათელსა შინა ცხორებისასა ძჱ მეფისაჲ, ხოლო რომელნი სათნო არან მისა, ვითარცა ღრუბელი მცხუედი.
მართუენი სიბრძნისანი უფროჲს და უმეტჱს ოქროჲსა, ხოლო მართუენი გონიერებისანი ურჩეულჱს უფროჲს ვეცხლისა.
ალაგთა ცხორებისათა მოაქციიან ბოროტისაგან. ხოლო სიგრძჱ ჟამისაჲ გზანი სიმართლისანი, Ms. page: P104R რომელმან შეიწყნაროს სწავლაჲ, იგი კეთილსა შინა იყოს, და რომელმან დაიმარხოს მხილებაჲ, იგი განბრძნდეს. რომელმან დაიმარხნეს გზანი უფლისანი, მან დაიცვნეს სულნი თჳსნი, და რომელსა უყუარდეს ცხორებაჲ, იგი ერეოდის პირითა თჳსითა.
უწინარჱს შემუსრვისა ძღჳს გინებაჲ, უწინარჱს დაცემისა -- სახჱ ბოროტებაჲ.
უმჯობჱს არს მშჳდი გონებითა სიმდაბლესა თანა, ვიდრე რომელი განიყოფდეს ნატყუენავსა მაგინებელთა თანა.
გულისხმის-მყოფელი საქმეთა შინა მპოვნებელი არს კეთილისაჲ, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, სანატრელ იყოს.
ბრძენთა და გონიერთა გულისხმის-მყოფელ თქჳან, ხოლო ტკბილნი იგი სიტყჳთა უმეტჱს სასმენელ იყვნენ.
Ms. page: P104R ამას იტყჳს უფალი: დაიმარხეთ სამართალი და ყავთ სიმართლჱ, რამეთუ მოახლებულ არს მაცხოარებაჲ ჩემი, მოწევნად და გამოჩინებად წყალობაჲ ჩემი.
ნეტარ არს მამაკაცი, რომელმან ყოს ესე და დაიმარხნეს შაბათნი ჩემნი შეუგინებელად და დაიცვნეს ჴელნი თჳსნი, რამეთუ არა ქმნეს სიცრუვჱ.
ნუ იტყჳნ საჭურისი იგი, რომელი მოსრულ იყოს უფლისა: გან-მე-მაშოროს უფალმან ერისაგან თჳსისა; და ნუ იტყჳნ საჭურისი იგი, ვითარმედ: მე ვარ ხჱ ჴმელი.
რამეთუ ამას ეტყჳს უფალი საჭურისთა მათ: რომელნი იმარხვიდენ შაბათთა ჩემთა და რომელთა გამოიძიონ, რაჲ-იგი მე მნებავს, და რომელთა თავს-ისხნენ აღთქუმანი ჩემნი,
ვსცე მათ სახლსა შინა ჩემსა ადგილი სახელოვან უმჯობჱს, რომელთა ესხნენ ძეებ და ასულებ; სახელი საუკუნოჲ მივსცე მათ.
ისმინე უფალო ჴმაჲ ლოცვი{სა}.
შენდამი უფალო ჴმა ვყ{ავ}.