)
დიდსა
ხოლო
Ms. page: P151V ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავისა ვიცი, რამეთუ არავინ არს კერპ სოფელსა შინა, და არავინ არს ღმერთ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.
დაღათუ არიან რაიმე სახელდებულ ღმრთად გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთ მრავალ და უფალ მრავალ,
ხოლო ჩუენდა ერთ არს ღმერთი და მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ -- მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტჱ, რომლისაგან ყოველი, და ჩუენ -- მის მიერ.
არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ; რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას ვითარცა ნაკერპავსა ჭამენ, და ბუნებაჲ მათი უძრული, შეიგინების.
ხოლო საჭმელმან ჩუენმან წინაშე ღმრთისა არა წარგუადგინნეს; არა ვჭამოთ, არაჲ გუაკლდეს; და თუ ვჭამოთ, არარაჲ გუემატოს.
ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება რაჲმე ექმნეს უძრულთა მათ.
უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა-ეგე გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარჱ, არამეა გონებაჲ იგი მისი უძრულისაჲ განჴრწნდეს ნაკერპავისა მის ჭამად?
და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძრული შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.
ესრჱთ სცოდავთ ძმათა მიმართ და ჰგუემთ გონებასა მათსა უძრულსა, ქრისტჱს მიმართ სცოდავთ.
ამისთჳს, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ იგი ჩემი დავაპკოლო.
Ms. page: P152R დაიმარხენინ და ისმინენ ყოველნი სიტყუანი, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და ძეთა შენთა საუკუნოდ. და უკუეთუ ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა,
და უკუეთუ მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი იგი, რომელთა შეხუალ შენ დამკჳდრებად ქუეყანასა მას პირისაგან შენისა, დაიმკჳდრო იგი და დაეშჱნო ქუეყანასა მათსა.
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შეუდგე კუალსა მათსა შემდგომად მოსრვისა მათისა პირისაგან შენისა, ნუ გამოეძიებ კერპთა მათდა და იტყჳ: ვითარცა-ესე ჰყოფენ წარმართნი კერპთა მიმართ მათთა, ვყო ეგრევე მეცა.
არა უყო ესრე უფალსა ღმერთსა შენსა, რამეთუ საძაგელი რომელი უფალმან ღმერთმან მოიძულა, უყოფენ კერპთა მათთა, ძეთა და ასულთა მათთა დაუწუვიდეს ცეცხლითა კერპთა მათთა.
ყოველთა სიტყუათა რომელთა გამცნებ შენ დღეს, ესე დაიმარხენ ყოფად; არა შესძინო მათ, არცა დააკლო.
უკუეთუ აღდგეს თქუენ შორის წინაჲსწარმეტყუელი ანუ ჩუენების მხილველი და გცეს თქუენ სასწაული ანუ ნიში;
რომელსა გეტყოდის: მივიდეთ და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცნოდეთ.
არა ისმინოთ მის წინაჲსწარმეტყუელისაჲ გინა ჩუენების მხილველისაჲ მის, რამეთუ გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, რაჲთა სცნა[თ], უკუეთუ გიყუარდეს უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა.
შედგომად უფლისა ღმრთისა თქუენისა ვიდოდეთ და მისა გეშინოდეთ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ჴმასა მისსა ისმენდით და მას შეეძინენით.
და წინაჲსწარმეტყუელი იგი და ჩუენების მხილველი მოკუედინ, რამეთუ გეტყოდა შენ ცთუნებად, რაჲთა არა შეუდგე უფალსა ღმერთსა შენსა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით და რომელმან გიჴსნა შენ მონებისაგან განშორებად შენდა Ms. page: P152V გზისაგან, რომელი გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან სლვად მას შინა; და მოსპეთ უკეთური შორის თქუენსა.
უკუეთუ გევედრებოდის ძმაჲ შენი მამითი, გინა თუ დედითი, და ძჱ შენი, გინა ასული. გინა თუ ცოლი შენი, რომელი იყოს წიაღთა შენთა, გინა მეგობარი შენი, სწორი თავისა შენისაჲ, და იდუმალ გრქუას: მივიდეთ და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცოდენ შენ და მამათა შენთა,
ღმერთთაგან წარმართთაჲსა, რომელნი იყვნეს გარემოჲს თქუენსა მახლობელად, გინა თუ განშორებულად შენგან კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდემდე ქუეყანისა;
არა ინებო მის თანა, არცა ისმინო მისი და არცა ჰრიდოს თუალმან მას ზედა, არცა დაჰფარო იგი მისგან.
არამედ თხრობით უთხრა მისთჳს, და ჴელი შენი იყავნ პირველად მოკლვად მის ზედა და ჴელნი ყოვლისა ერისანი უკუანაჲსკნელ.
და ქვაჲ დაჰკრიბეთ მას და მოკუდეს, რამეთუ ვითარცა ეგულვა განდგინებაჲ უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით, სახლისაგან კირთებისა.
და ყოველსა ისრაჱლსა ესმეს და ეშინოდეს და არღარა შესძინოს ყოფად მერმე სიტყჳსა მისებრ ბოროტისა თქუენ შორის.
უკუეთუ გესმეს ერთსა ქალაქთაგანსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ სამკჳდრებელად.
ვითარმედ განვიდეს კაცნი უსჯულონი ჩუენგანნი და განადგინნეს ყოველნი დამკჳდრებულნი ქალაქისა მათისანი, და თქუას: განვიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცნოდეთ.
და გამოიკითხო და გამოიძიო ფრიად, და აჰა ესერა ჭეშმარიტად და ცხადად ყოფილ არს საძაგელი იგი თქუენ შორის.
მოსრვით მოსრნეთ ყოველნი დამკჳდრებულნი ქალაქისანი პირითა მახჳლისაჲთა Ms. page: P153R და შეჩუენებულ ჰყოთ იგი და ყოველივე, რაჲცა იყოს მას შინა.
და ყოველივე ნატყუენავი მისი შეჰკრიბოთ გზასა ზედა მებოძირთა თანა და მოსწუათ ცეცხლითა ქალაქი იგი და ყოველი ნატყუენავი მისი ყოველმან ერმან წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, და იყოს ქალაქი იგი ოჴერ უკუნისამდე და არღარა აღეშჱნოს მერმე.
არარაჲ შეიძინო ჴელითა შენთა შენაჩუებისა მისგან. რაჲთა მოიქცეს უფალი რისხვისაგან გულის-წყრომისა და მოგცეს შენ წყალობაჲ და შეგიწყალოს შენ და განგამრავლოს შენ, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა.
უკუეთუ ისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ დამარხვად და ყოფად, რაოდენსა მე გამცნებ შენ დღეს. და ჰყო სათნოებაჲ და კეთილი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
შვილნი იყვნეთ უფლისა ღმრთისანი, მკუდარსა ზედა არა ეტყებდეთ, არცა იჩინო ნიში ჴაჴისაჲ პირსა შენსა.
რამეთუ ერი წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ, და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან ყოფად თავისა თჳსისა ერად მოგებულად ყოველთაგან ნათესავთა, რომელნი არიან პირსა ზედა ყოველსა ქუეყანისასა.
და არა სჭამოთ ყოველივე საძაგელი.
ისმინეთ. ისმინეთ სიტყუათა
Ms. page: P153R ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთაჲ, რაჲთა არა იყოს ესე თქუენ მიერ ნუგეშინის-ცემა ჩემდა.
მაცადეთ მე, რაჲთა ვიტყოდი, უკუეთუ არა მეცინოდით მე.
აწ კაცისაჲ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ რაჲსა განვრისხნე?
მომხედეთ მე და გიკჳრდინ, და ჴელი დაიდევით პირსა თქუენსა.
უკუეთუ მოვიჴსენო, ვისწრაფი ეგრე, რამეთუ მქონან ჴორცთა ჩემთა სალმობანი.
რაჲსათჳს-მე უღმრთონი ცოცხალ არიან და დაძუელებულ სიმდიდრესა ზედა თჳსსა?
თესლი მათი ნებისაებრ მათისა, და შვილნი მათნი წინაშე თუალთა მათთა.
სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არასადა და ტანჯვაჲ უფლისამიერი არა არს მათ თანა.
Ms. page: P153V ფურმან მათმან მუცლად-იღო და არა მოაგდო, განერა მაკჱ მათი და არა შეცოდა.
და ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი; ყრმანი მათნი იმღერიან.
აღუღებიეს ქნარი და ებანი და იხარებენ ჴმითა სიხარულისაჲთა.
რამეთუ აღასრულეს კეთილსა შინა ცხორებაჲ მათი და განსასუენებელსაჯოჯოხეთისასა დაიძინეს.
ჰრქუეს უფალსა: განმეშორე ჩემგან! ცნობად გზათა შენთა არა მნებავს.
რამეთუ ჴელთა შინა მათთა იყო კეთილი, საქმესა უღმრთოთასა იგი არა ხედავს.
არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს, და მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ, და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან.
და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, გინა ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის ნიავ-ქარმან.
მოაკლდეს ძეთა მათთა ნაყოფი, და მოაგოს მათ, ცნას.
იხილონ თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და უფლისაგან ნუ განეშორებიედ.
აწ არა-მე უფალი არსა, რომელმან ასწავის გულისხმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ, და იგი თავად, ბრძენთა განიკითხავს?
და ნაწლევნი მათნი სავსე არიან ცმელითა, ტჳნნი მათნი განფენილ არიან.
ხოღო იგი აღესრულოს სიმწარითა სულისაჲთა და არა ჭამონ არარაჲ კეთილი.
და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინონ და სიხენეშემან დაფარნა იგინი.
ვითარ გიცნი თქუენ, კადნიერებით ზედა-დამესხმით.
ვითარ ნუგეშინის-მცემთ მე ცუდად? ხოლო თქუენ მიერ დადუმებაჲ ჩემდა არა იყოს.
იცის მართალმან სასჯელი
Ms. page: P153V იცის მართალმან სასჯელი გლახაკისაჲ. ხოლო უღმრთომან არა იცის მეცნიერებაჲ, და გლახაკსა Ms. page: P154R არა აქუს გუნებაჲ მეცნიერებისაჲ.
კაცთა უსჯულოთა აუდვეს ცეცხლი ქალაქსა, ხოლო ბრძენთა გარე-წარაქციის რისხვაჲ.
კაცმან ბრძენმან განსაჯნეს ნათესავნი, ხოლო კაცსა უგუნურსა განრინებასა შინა ეკიცხევედ, და არა შეიკდიმის.
კაცთა მოსისხლეთა სძულს კაცი წმიდაჲ, ხოლო წრფელნი გამოეძიებედ სულსა მისსა.
ყოველი გულის-წყრომაჲ თჳსი გამოიცადის უგუნურმან, ხოლო ბრძენი იგი იუნჯებნ ჟამად-ჟამად.
მეფჱ, რომელი ერჩდეს სიტყუასა ცრუსა, ყოველნი მის წინაშე უსჯულო არიან.
მასესხებელი და მოსესხჱ ურთიერთას შეიმთხჳნეს, ხოლო მოხედვაჲ მათ ორთაჲვე ყოს უფალმან.
მეფჱ რომელი ჭეშმარიტებით შჯიდეს გლახაკთა, საყდარი მისი საწამებელად აღემართოს.
გუემათა და მხილებათა მოსციან სიბრძნჱ, ხოლო შვილმან უგუნურმან არცხჳნის მამა-დედათა თჳსთა.
მრავალ ღათუ იყვნენ უღმრთონი, მრავალნი ქმნენ ცოდვანი, ხოლო მართალნი დაცემასა შიშნეულ იქმნნიან.
სიტყჳთა ვერ განისწავლის მონაჲ ფიცხელი და, ღათუ ცნას, არავე ერჩდეს.
უკუეთუ იხილო კაცი მოსწრაფჱ სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოებაჲ აქუს უგუნურსა უფროჲს, ვიდრეღა მას.
რომელი იშუებდეს სიყრმითგან, იგი მონა იქმნეს და უკუანაჲსკნელ ჰგოდებდეს თავსა ზედა თჳსსა.
კაცმან გულმწყრალმან აღმოითხარის ძლევაჲ, ხოლო კაცმან მრისხანემან აღმოითხა რის ცოდვაჲ.
გინებაჲ კაცსა დაამდაბლებს, ხოლო მდაბალნი იგი უფალმან დიდებითა დაამტკიცნეს.
რომელი თანა-განეყოფოდის მპარავსა, სძულს მას თავი თჳსი; უკუეთუ ფი\ცი Ms. page: P154V შუა შემოიღონ და არაჲ უთხრან,
ეშინოდის კაცთათჳს. ამას უბრკუმეს ღმრთისა მიერ; ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი იხარებდეს საუკუნოდ. უღმრთოებამან კაცსა შეამთხჳის საცთური, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი ცხონდეს.
მრავალნი მსახურებდეს პირსა წინაშე მთავართასა, ხოლო უფლისა მიერვე არს სამართალი კაცისაჲ.
საძაგელ არნ კაცი მართალი კაცისა თანა ცოდვილისა და საძაგელ უსჯულოთა შორის, რომელსა წარუმართებიეს გზასა კეთილსა.
დედაკაცი მხნჱ
Ms. page: P154V დედაკაცი მჴნჱ ვინ-მე პოოს, რომელი უპატიოსნჱს არს ანთრაკთა დიდად პატიოსანთა?
ეგევითარისა მოსავ არნ მის ზედა გული ქმრისა მისისაჲ, ესევითარი ნატყუენავსა არა დააკლდეს:
რამეთუ შეეწევინ ქმარსა თჳსსა კეთილსა ყოველსა ცხორებასა ამას.
მოიგო მატლი და სელი და ქმნა საჴმარი ჴელითა თჳსითა.
და იქმნა იგი ვითარცა ნავი, მომავალი შორით, შეიკრიბის მან ყოველი საცხორებელი.
აღდგის ღამე და მისცის საცხორებელი სახლსა თჳსსა და მუშაკთა და მჴევალთა.
იხილა ქუეყანაჲ საჴმარი და მოიყიდა ნაყოფთაგან ჴელთა მისთაჲსა და დაჰნერგა ფუზჱ.
მოირტყნა ძრიელად ჴელნი თჳსნი და იიძულნი[ს] საქმედ მკლავნი თჳსნი.
იხილა გემოჲ, რამეთუ კეთილ არს საქმედ. და არა დაშრტებოდა ღამე ყოველ სანთელი მისი.
ჴელნი მისნი მიყვნა ტარსა და მკლავნი მისნი განიპყრნა უმჯობჱსსა.
ჴელნი მისნი განუყვნა გლახაკთა და მკლავნი მისნი მიუყვნა დავრდომილთა.
არას ზრუნავნ ქმარი მისი სახლსა შინა, უკუეთუ და-სადა-ყოვნის (!), ყოველნივე მისთანანი შემოსილ არიედ;
მრჩობლი ქლ\ამინდი Ms. page: P155R უქმნა ქმარსა მისსა, ძოწეულისაგან და ბისონისა, და თავისა თჳსისა სამოსელი.
სასტუარ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა თანა მკჳდრთა ქუეყანისათა.
არდგები ქმნა და განუყო და სარტყლები ქანანელთა. პირი მისი აღაღო სიბრძნით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა.
ძალი და შუენიერებაჲ შეიმოსა და იხარა უკუანაჲსკნელთა დღეთა.
მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, საზრდელი ცონილისაჲ არა შეჭამა.
პირი მისი აღაღო, ბრძნად და შჯულიერად.
აღდგეს შვილნი მისნი და აქეს იგი, და ქმარმან მისმან აქო იგი.
)
განცხადებისა ღამისთევასა:
შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ:
უფალო ღმერთო ცხორებისა:
მართალი ვითარცა ფი[ნიკი]:
კეთილ არს აღ{საარებაჲ}:
)
საჴსენებელსა მღდელთმოძღუართასა:
) რაჲმეთუ
განცხადებითგან: ე :
იხარებდით მართალნი უფლი{სა}:
მე ვარ მწყემსი
Ms. page: P155R მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთა ზედა,
ხოლო სასყიდლით-დადგინებული რომელი არა არნ მწყემსი, რომლისანი არა არიან ცხოვარნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი იგი და ივლტინ, და მგელმან მან განა\ბნინის Ms. page: P155V იგინი.
რამეთუ სასყიდლით-დადგინებული არნ და არაჲ სჭირნ ცხოვართაჲ მათ.
მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.
ვითარცა მიცის მე მამამან და მეცა ვიცი მამაჲ და თავსა ჩემსა დავსდებ ცხოვართა ჩემთათჳს.
და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
) ნეტარეულ არიან საჴსენე{ბელნი} რყვ{***}.
ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი.